„ჩელსის“ თავკაცმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა მსაჯებს თხოვნით მიმართა: იბრძოლეთ მუჯლუგუნების წინააღმდეგ
„ჩელსის“ თავკაცმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა მსაჯებს თხოვნით მიმართა: იბრძოლეთ მუჯლუგუნების წინააღმდეგ.

მოგეხსენებათ, „ლურჯებმა“ პირველ ტურში სტოკში ფრედ 0:0 ითამაშეს, რის შემდეგაც გუნდის ახალმა მწვრთნელმა თქვა: „მუჯლუგუნებისა და ბიძგების რაოდენობამ გამაოცა. ეს, რაღაც, ამქვეყნიური არ იყო“.

ოთხშაბათს პრემიერლიგის მწვრთნელებისა და მსაჯების შეხვედრაზე AVB სწორედ ამ საკითხზე აპირებს ყურადღების გამახვილებას. „სტოკისა“ და „ჩელსის“ შეხვედრაში დასავლეთლონდონელები ორჯერ ითხოვდნენ პენალტს, ერთხელ ფრანკ ლემპარდის, ხოლო მეორედ ფერნანდო ტორესის წაქცევის გამო, თუმცა მსაჯმა, მარკ ჰეისლიმ ორივე ეპიზოდში თამაშის გაგრძელება ბრძანა.

„ჩვენ, დამოუკიდებლად, ამის წინააღმდეგ ვერაფერს გავხდებით. ოთხშაბათს მსაჯებთან შეხვედრა დაგვინიშნეს და იქნებ ამ შეხვედრაზე მოვახერხო დისკუსიის წამოწყება. „სტოკის“ ფეხბურთელებს სტანდარტული მდგომარეობები აქვთ კარგად დამუშავებული და ჩვენ ეს ვიცოდით.

ვფიქრობ, მასპინძელთა ძლიერ მხარეებთან ბრძოლას კარგად გავართვით თავი, მაგრამ შეტევას მუჯლუგუნების რაოდენობა უბრალოდ შეუძლებელს ხდიდა. ბოლოს და ბოლოს შეხვედრის განმავლობაში ხელის კვრას სადღაც დასასრული ხომ უნდა ჰქონოდა? მსაჯებმა ასეთ დეტალებზე ყურადღება უნდა გაამახვილონ. „სტოკს“ „ფეარ პლეის“ აღიარებული ნორმები ნამდვილად არ დაურღვევია, მაგრამ მუჯლუგუნებში ყველანაირ ზღვარს გადაცდა“, - თქვა ვილაშ-ბოაშმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე