გოგა ბითაძემ სეზონში მე-6 ორმაგი დუბლი მიითვალა, მისმა "ორლანდომ" კი ბოლო 13 მატჩიდან, რომლებშიც ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში შეუცველად იდგა, 12 მოიგო. მორიგი მატჩი "ორლანდოელებმა" ბრუკლინში მოიგეს, სადაც 2 დღის წინ უკვე მოიპოვეს გამარჯვება. ბითაძემ პირველ პერიოდში 9 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, მთლიანად მატჩში კი თავი 12 ქულას, 13 მოხსნას, 3 ჩაჭრას, 2 პასს და 2 დაფარებას მოუყარა.

სასტარტო ხუთეულში კვლავ 2 ნომინალური ცენტრი იდგა. თუკი ზოგადად ძირითადი ცენტრი კარტერი იყო, რომელსაც ბითაძე ცვლიდა ხოლმე, ან მისი ტრავმის პერიოდში ხუთეულში ადგილს იკავებდა, ახლა ვითარება შეიცვალა. სრულიად ჯანმრთელი კარტერიც ხუთეულშია და ქართველიც მის გვერდზე. ბითაძე ცენტრის პოზიციაზე დგას, კარტერი კი – მძიმე ფორვარდის. ზოგადად ორივე ერთი ყაიდის მოთამაშეა, თუმცა გოგა უფრო ფარისკენაა შეწეული, მაგრამ ათლეტური ტანისა და თხელი ფორმების ხარჯზე ის მშვენივრად გადაადგილდება მოედანზე, გარბის სწრაფ შეტევაში და პერიმეტრზეც მშვენივრად სოლირებს. მთავარი კი ისაა, რომ ორლანდოს მთავარი მწვრთნელი მიხვდა, რომ ბითაძის ადგილი სასტარტოშია და პაოლო ბანკეროს ტრავმის შემდეგ სასტარტო ხუთეულის ფუნდამენტური როტაცია განახორციელა და ეს ძალიან ამართლებს. რა იქნება ბანკეროს დაბრუნების შემდეგ, ძნელი სათქმელია, თუმცა ბითაძის როლი და შედეგიანობა რომ თვალსა და ხელს შუაა გაზრდილი, ეს თვალნათელია.

რაც შეეხება შეხვედრას, "ორლანდომ" "ბრუკლინი" ამჯერად 100:92 დაამარცხა. ორივე გუნდის შემადგენლობაში 25 ქულით საუკეთესო ბრუკლინელი ქემერონ ჯონსონი იყო, ბრუკლინ ნეტსიდან ასევე გამოირჩა დენის შროდერი, რომელსაც 20 ქულა ჰქონდა. ორლანდოს მხრიდან ქულების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფრანც ვაგნერმა დააფიქსირა – 20 ქულა, კარტერის ანგარიშზე კი 14 ქულა და 7 მოხსნაა.

"ორლანდოს" შესანიშნავი სერია გრძელდება – ფლორიდულმა გუნდმა ზედიზედ მე-6 შეხვედრა მოიგო და ბოლო 13 მატჩში მხოლოდ 1 აქვს წაგებული. "მეჯიქი" ახლა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს და მხოლოდ "ბოსტონ სელტიკსი" და "კლივლენდ კავალიერსი" უსწრებენ. გოგა ბითაძეს შემდეგი თამაში 4 დეკემბერს "ნიუ იორკ ნიქსთან" უწევს.

GBF

სოსო
რასაც ვხედავ,გოგა დასაწყისში გაცილებით შედეგიანია ხოლმე,ვიდრე სათამაშო დროის ბოლო მონაკვეთებისაკენ.ალბათ მაინც უჭირს,ფიზიკურად.ამ თამაშებში,მან უკვე დაამტკიცა,რომ გუნდისათვის საჭირო მოთამაშეა და სტაბილურად თუ შეინარჩუნა სათამაშო დონე,მის გუნდიდან გაშვებაზე,აღარავინ იფიქრებს.პირიქით,უკეთეს კონტრაქტს შესთავაზებენ და სხვებიც მოინდომებენ,მის გადაბირებას.წუხელ ვცდილობდი ლაივბალზე მენახა,მაგრამ მაღლა,თამაშის მიმდინარე ანგარიში ეწერა,დაბლა კი,გოლდენ სტეიტის თამაშს უჩვენებდნენ.
გიზო
რაში მაინტერესებს ბითაძისა და მამუკელაშვილის წარმატებული თამაშები, თუ ისინი ნაკრებს ვერ დაეხმარებიან.
ადამიანი
საერთო ჯობია გოგას თამაშები გვაჩვენონ დზ მარტო გოგასი არა თოკო შერმადინი და სხვებისაც.ესპანეთის და იტალის ჩემპიონატები შუქდებოდა ასევე ევროტურნირებიც შუქდებოდა....გადასახადებმა მომატა და 1წლიანს რით ვერ ყიდულობენ
თაზო
კარგი იქნება თუ მარტო გოგას მომენტებს დადებთ
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
ასეთი რამ მხოლოდ სტეფს შეუძლია - კარის წარმოუდგენელი სამქულიანი "ბრუკლინ ნეტსთან" [VIDEO]
ბითაძის საუკეთესო მატჩი "ორლანდოს" რიგებში - გოგამ "ბრუკლინთან" ორმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილმა ძირითად ხუთეულში დაიწყო - "ტორონტომ" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
გამარჯვების მომტანი ქულა ბოლო წამებზე - "ბრუკლინ ნეტსმა" '"მაიამი ჰიტი" დაამარცხა [VIDEO]
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა - გოგას კარგი მატჩი "ვაშინგტონის" წინააღმდეგ
[VIDEO] ბითაძის 12 წუთი "დალასთან" - "ორლანდომ" 1 ქულით გაიმარჯვა
[VIDEO] 3-მატჩიანი უქმობის შემდეგ ბითაძე "სან ანტონიოსთან" ათამაშეს - "ორლანდო" ტეხასში დამარცხდა
[VIDEO] ბითაძე "ორლანდოს" როტაციაში დაბრუნდა - გოგამ "ფინიქსთან" 9 წუთი ითამაშა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ბითაძის 2 ქულა 6 წუთში - "ორლანდო მეჯიქმა" "ბრუკლინ ნეტსი" დაამარცხა [VIDEO]
4 დღეში ყველაფერი უნდა გაირკვეს - სად გააგრძელებს კარიერას გოგა ბითაძე?