სერია A-ს მე-15 ტურში "ნაპოლი" "ლაციოსთან" შინ 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ DAZN-თან ისაუბრა.

"ლაციოსთან" შეხვედრამ აჩვენა, რომ სწორი გზით მივდივართ, თუმცა შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთესად უნდა გამოვიყურებოდეთ.

თამაშის ხარისხით იმედგაცრუებული სულაც არ ვარ. ბიჭები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ და მატჩის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვეთამაშეთ ისეთ კარგ გუნდს, როგორიც "ლაციოა". რომაელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ.

ვიცი, რომ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე სირთულეები შეგვხვდება. მაგრამ ეს არის ის, რისი ხილვაც მსურს, ვგულისხმობ იმას, რომ გუნდი არასდროს არ უნდა დანებდეს.

საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ბიჭები ბევრს მუშაობენ. ჯერ მხოლოდ 5 თვე გავიდა რაც აქ ვარ, შრომა უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 32 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ატალანტას" 2 ქულით ჩამორჩება, "პარტენოპეი" მორიგ შეხვედრას 14 დეკემბერს, "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართავს.

გურულო
კონტე ხარ თუ ანტოშკა, შენ რა დეინახე მე ვერ ვხდები, მარა მე რაც დევინახე იგია, რომე, თქვენ მაგ ჩვენ ბიჭს ნელი სიკვდილით კლავთ, როგორც ფეხბურთელს ბლიად აი, ეს უნდა დაინახო შენ ბაბუა და ლაღი თამაშიზა რომაა გაჩენილი ბიჭი, ისე უნდა ითამაშოს თუ გინდა პროდუქტიული იყოს! არასწორად იყენებ შენ კვარაა!წამოი ხვიჩა ბაბუ იტალიიდან, არაა შენი საქმე სერია ა! შენი არის ნუ, პრემიერ ლიგაც წავა მომენტ, მარა ლა ლიგა იქნება შენდა ზედგამოჭრილი. ბარსა, რეალი, დაჟე ატლეტიკიოც არ უნდა დეიწუნო ბაბუა დლია ნაჩალა, თუ ასე წავა მომენტ საქმე!
თედორე
სად იყო შეტევ?
დავით 67
შედარებით სუსტ გუნდებს რომ 1 გოლს გაუტანდნენ და შემდეგ მის შენარჩუნებაზე თამაშობდნენ იმის შედეგია სწორედ გუშინდელი მარცხი. შეიძლება პირველი გოლი გაუშვა, მაგრამ მერე როგორ ითამაშონ აღარ იციან, კონტეს თავკაცობას ვგულისხმობ.აგერ მშვენიერი მაგალითი გუშენდელი ატლეტიკო მადრიდის ქამბექი 1-3 შემდეგ. მერედა წაგებამ როგორ დაგანახა რომ სწორი გზით მიდიხარ. მეგონა იტყოდა რომ წაგებამ დაგვანახა რომ ბევრი რამ დაგვანახა და არის რაღაც შესაცვლელი.ამან პირიქით თქვა ყველაფერი. მოკლედ ვანიაშვილივითაა რა. ისიც ვერ ხედავს თუ რატომაა ასეთი ამბავი.ყნაველაშვილი უნდა დაგინიშნოთო პრეზიდენტად. ჰო კიდევ ის ვინ იყო გვარი ვერ დავიმახსოვრე რომ თქვა. მერე რა რომ დიპლომი არა აქვსო. არც დავით აღმაშენებელს და არც თამარ მეფეს არ ჰქონდათ დიპლომებიო. მეტი მარაზმი რა გინდათ.
ვაჟა მასწავლებელი
ეს კონტე ჩვენ დაგვცინის თუ თარგმანია არასწორი? თავის მიერ მოწვეულ ფეხბურთელებს "აღმერთებს" და ვნახოთ რას მიაღწევს სეზონის ბოლოს! სანამ დროა კონტეს აბი გლუკოზა და ნელ-თბილი ოყნა გაუკეთე ლავრენტიჩ!!!
გოგა
კი სწორი გზით მიდიხარ კონტე, 3 დღეში ორჯერ გაგირჭო ლაციომ, თან სახლში 1 კარში დარტყმა გქკნდათ, ლუკაკუ და მაკტომინეი მთელი თამაში დასეირნობდნენ, სხვებს რაც შეუძლიათ თამაშობენ, მაგრამ არ ყოფნით კლასი, ხვიჩა კი 100 მეტრი იქით აქეთ არბენინე და გოლს ლუკაკუ გაიტანს მერე როდესმე ცარიელ კარში
ჟორა გაბრიჭიძე
კონტე ბატონო, მარცხი კარგია თუ მას გაკვეთილად გამოიყენებ, მაგრამ უკეთესია საერთოდ თუ არ დამარცხდები. არ დაივიწყო ეს შეგონება.
ჟორა
შარშანდელი თამაშისა და შედეგის მერე ამ გუნდს ისე უნდა უყურებდეთ, როგორც სამომავლო გუნდს, მაგრამ ცენტრფორვარდად რომ ლუკაკუ გყავს, როგორ შეიძლება სამომავლო გუნდად დაგიგულოთ? ამხანაგო კონტე.
გია
მეც სანიოლი გამახსენა...
goga
კონტეს და ლუკაკუს ურთიერთობა, მგონი, საფეხბურთო სულაც არ არის. როგორ შეიძლება ასეთ ლუკაკუს უყურო მწვრთნელმა და კმაყოფილი იყო?
Levani
სწორი გზით მიდიხართ კონფერენს ლიგაზე.ნუ არ გავარდებით მაინც.
რაღა ეს და რაღა სანიოლი?))
ვაგებთ, მაგრამ სწორად მივდივართო. მგონია, ესაც სწავლობს ჩვენი ვილივით.))) ესეთ ნელ ფეხბურთს არც ერთი მწვრთნელი არ ათამაშებდა. ბურთის დაკარგვის ეშინიათ, გრძელ პასს არავინ აკეთებს, ლუკაკუ ნოლია, მაგიტომაც გააქვთ ცოტა გოლი. გაიტანენ და ეგრევე ანგარიშის შენარჩუნებაზე გადადის კონტე. მე არ მომწონს ამის მწვრთნელობა და სხვისა არ ვიცი. ლუკაკუ რა მოსაყვანი იყო, ვერ გამიგია. ალბათ რამე ვალი ქონდა კონტეს.)))
ქ. გ.
ამ თამაშმა დაგვანახა, რომ არ მიდიხარ სწორი გზით. ლუკაკუ თამაშის დაწყებამდე უკვე დაიღალა - მოთელვას ვერ გაუძლო. შოტლანდიელი ტიპი (Scott McTominay) ბევრს დარბის, მაგრამ ფიზიკურად სუსტია და შურიანი ეგოისტია. ხვიჩას ვერ იყენებ სწორად. შენი ტაქტიკა ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ მთელმა გუნდმა ათრიოს პიანინო და ხვიჩამ დაუკრას. აქ რომ შემოხვიდე და წაიკითხო, მაინც არ დამიჯერებ. ამიტომ უაზროდ დავკარგე დრო, ეს რომ დავწერე.
Nukri
ნაპოლი არ არის საჩემპიონო გუნდი, სადღაც ხუთეულში თუ მოხვდა კარგია, თამაშობენ ნელად, ნელი პასები, სისწრაფე აკლიათ ძალიან, ხვიჩა რომელიც არის ამ გუნდში გამორჩეული დროულად არ აძლევენ პასს, არ უქმნიან სივრცეებს, იმ დროს უკეთებენ გადაცემას როცა კუთხეშია და სამი კაცი უზის თავზე, ადრე სხვანაირად ვფიქრობდი, მაგრამ ეხლა რომ ვაკვირდები ხვიჩას და მის გარემოცვას თუ უნდათ რომ ის გახდეს მსოფლიო დონის კიდევ უფრო უკეთესი ფეხბურთელი, უნდა გადავიდეს სხვა გუნდში, სადაც თამაშობენ სწრაფ, ტექნიკურ და ლამაზ ფეხბურთს
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
მალდინი "ატალანტადან" "ლაციოში" გადავა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
[VIDEO] სამი გაძევება "ოლიმპიკოზე" - "ნაპოლიმ" "ლაციო" დაამარცხა
ბურუქის სამსახურით სერია A-სა და ინგლისის პრემიერ ლიგაში დაინტერესდნენ
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს