ესპანელი ნახევარმცველი "ბარსაში" იმავე ნომრით ითამაშებს, რომლითაც "არსენალში" გამოდიოდა - გუშინ მას უკვე 4-ნომრიანი მაისურა ეცვა
გუშინ ძალიან გაჭინაურებულ სატრანსფერო ამბავს დაესვა წერტილი - 24 წლის ესპანელი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი მშობლიურ კლუბ "ბარსელონას" დაუბრუნდა. ადგილობრივი დროით, 13 საათზე სესკმა კონტრაქტს მოაწერა ხელი, მანამდე კი, აწ უკვე "არსენალის" ყოფილმა კაპიტანმა, სრული სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. ამიერიდან, მომავალი ხუთი სეზონის განმავლობაში, სესკი ბარსელონელია, როგორც ბავშვობაში.

კონტრაქტზე ხელმოწერის ცერემონიალში სესკის გარდა "ბარსას" პრეზიდენტი სანდრო როსელი მონაწილეობდა. იქ იყვნენ ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ, სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა და საფეხბურთო დირექტორი რაულ სანლეჰი. ამიერიდან, იმ გუნდს, რომელსაც ფაბრეგასის ყიდვა მოუნდება, 200 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს!

ფაბრეგასის გამოჩენამ მედიისა და ფანების დიდი ინტერესი გამოიწვია, სესკმა საჩვენებელი კენწვლაც გამართა "ბარსას" ფორმით "კამპ ნოუზე".

მაშ ასე, 8-წლიანი განშორების შემდეგ ფაბრეგასი ისევ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. ის 2003 წელს, 16 წლის ასაკში წავიდა ლონდონში და "მეთოფე" გახდა. "არსენალის" მაისურით სესკმა 303 მატჩში 57 გოლი გაიტანა და ზუსტად 100 საგოლე პასი გააკეთა. ბოლოს, როგორც გითხარით, ახალგაზრდა ესპანელი "არსენალის" კაპიტანიც გახდა.

ფაბრეგასი ძალიან ნიჭიერი და ალღოიანი ნახევარმცველია, ის პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეპასეა. ესპანელს შეუძლია ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე თამაში, როგორც ჩამშლელად, ასევე ფლანგებზე (სულ ერთია, რომელზე) და თავდამსხმელთა უკან. ხოსეპ გვარდიოლას ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, სესკის სამშობლოში დაბრუნება იყო, ბოლო წლებში კი ეს თავად ფეხბურთელის ოცნებასაც წარმოადგენდა. მაგრამ ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი ფაბრეგასის საბაზრო ფასი იყო, "არსენალი" მას ძვირად აფასებდა და ტრანსფერს არადა არ დაადგა საშველი. ესპანური მედია ირწმუნებოდა, რომ "ბარსამ" 40 მილიონი ევრო გაიღო ფეხბურთელის სანაცვლოდ, მაგრამ გუშინ სანდრო როსელმა ეს ხმები უარყო და დაასახელა თანხა, რომელიც კატალონიური გრანდმა ფაბრეგასში გადაიხადა - 29 მილიონი ევრო.

სესკ ფაბრეგასი "ბარსაში" იმავე ნომრით ითამაშებს, რომლითაც "არსენალში" გამოდიოდა - გუშინ მას უკვე 4-ნომრიანი მაისურა ეცვა. შესაძლოა, მისი დებიუტი უკვე ამ ოთხშაბათს ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩში შედგეს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ.

"ამ დღეს მრავალი დღე, თვე და წელიწადი ველოდე. ჩემთვის ეს დღე დაუვიწყარია - სახლში დავბრუნდი, მას შემდეგ, რაც 8 სეზონი უცხო მხარეში გავატარე. ბევრ თქვენგანს ალბათ გული ვატკინე, აქედან, რომ წავედი, ახლა ეს უნდა გამოვისყიდო. "ბარსელონაში" დამკვიდრება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ამოცანა იქნება", - განაცხადა სესკმა, როცა ტრიბუნებზე მრავლად შეკრებილ ფანებს მიმართა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა