“როდას” წინააღმდეგ “ფეიენოორდის” გარჯით რონალდ კუმანი ძალიან კმაყოფილი დარჩა
“როდას” წინააღმდეგ “ფეიენოორდის” გარჯით რონალდ კუმანი ძალიან კმაყოფილი დარჩა. ახლა მას ერთადერთი რამ აწუხებს, გუნდს ტრავმირებული დიეგო ბისესვარი და მიკელ ნელომი აკლიან.

“ჩვენ მთელი 90 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით და მოხარული ვარ, რომ გოლები სწორედ საჭირო მომენტებში გავიტანეთ. როგორც გუნდის თამაშით, შედეგით ნასიამოვნები დავრჩი. კარგია, რომ გუნდში მყავს ჟერსონ კაბრალი, თავდამსხმელი, ვისაც მარტოს შეუძლია მეტოქის კართან ვითარების გამწვავებაც და გატანაც. მისი პირველი გოლი არაჩვეულებრივი იყო. აუცილებლად უნდა აღვნიშნო დანი ფერნადესის დაბრუნებაც. მოხარული ვარ, რომ მან ბოლოს და ბოლოს მოახერხა და მოედანს დაუბრუნდა. აღფრთოვანებული დავრჩი იმით, როგორ შეხვდა მას ჩვენი გულშემატკივარი. იმედია, ის ამიერიდან ყველაფერს ცუდს წარსულს დაუტოვებს,” - განაცხადა “ფეიეს” თავკაცმა.

გეტყვით, რომ ესპანელი დანი ფერნანდესი “დე კუიპზე” 2009 წელს გადავიდა და მას შემდეგ თითებზე ჩამოსათვლელი მატჩები ჩაატარა. 2009 წლის შემოდგომაზე ერედივიზიეში მან სულ რაღაც 4 მატჩი გამართა და უმძიმესი ტრავმის გამო ფეხბურთს ნახევარი წლით ჩამოშორდა. ამ დრომ განვლო. ის იყო დანი ბოლომდე უნდა გამოჯანმრთელებულიყო, რომ ისტორია განმეორდა. მუხლის ტრავმის გამო ფერნანდესმა მთელი შარშანდელი სეზონიც გამოტოვა.

აქვე უნდა ითქვას, რომ “როდასთან” “ფეიენოორდის” მაისურა მეასედ მოირგო გუნდის კაპიტანმა რონი ვლაარმა. ერედივიზიეს პირველ ტურში “ექსელსიორის” წინააღმდეგ კი ანალოგიური იუბილე აღნიშნა გუნდის ვიცე-კაპიტანმა ლეროი ფერმაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა