“გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, “ნერაძურის” პრეზიდენტმა ურუგვაელი ფორვარდის სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო გადადო
დაახლოებით ერთი კვირის წინ გამცნეთ, რომ სამუელ ეტოოს “ინტერიდან” “ანჟიში” გადაბარგების ამბავი პრაქტიკულად გადაწყვეტილი გახლდათ. ეს ინფორმაცია მილანური გრანდის ტექნიკურმა დირექტორმაც კი დაადასტურა, მაგრამ დრო გადის და ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არ გაჩარხულა. მეტიც, ეტოომ არ გამორიცხა, რომ მოლაპარაკებები შეიძლება ჩიხში შევიდეს და მას “ინტერში” მოუწიოს დარჩენა. აი, რა განაცხადა კამერუნელმა:

“რუსულ კლუბთან მოლაპარაკების აქტიურ ფაზაში ვართ ჩაბმულნი და მართლაც დიდია იმის შანსი, რომ ტრანსფერი შედგეს. თუმცა, იმას ვერაფრით დავეთანხმებით, რომ შეთანხმება შედგა და მე უკვე “ანჟის” ფეხბურთელი ვარ. ასე ნამდვილად არ არის და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ გუნდის მაისურა არასდროს მოვირგო. მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემით ინგლისური გუნდებიც არიან დაინტერესებულნი და შესაძლოა, ალბიონზეც კი მომიწიოს გადაბარგება. დღეს რაიმეზე კონკრეტულად საუბარი გამიჭირდება, ყველაფერი კი დაახლოებით ერთ კვირაში გადაწყდება”.

ნებისმიერ შემთხვევაში, დიდია იმის შანსი, რომ ეტოომ “ინტერი” დატოვოს და კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს. შესაბამისად, მილანური გრანდის მესვეურები მისი შემცვლელის ძიებით არიან დაკავებულნი. ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული მასიმო მორატიმ დიეგო ფორლანის გადაბირება შეძლოს, რადგან ამ მიმართულებით თურმე უკვე აქტიურად მუშაობს.

“გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, “ნერაძურის” პრეზიდენტმა ურუგვაელი ფორვარდის სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო გადადო და მზადაა ნებისმიერ დროს მადრიდის “|ატლეტიკოს” ბიუჯეტში გადარიცხოს. ამ საკითხზე კომენტარს “ინტერის” სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა აკეთებს:

“არ აქვს მნიშვნელობა წავა თუ არა გუნდიდან სამუელ ეტოო, დიეგო ფორლანი ნებისმიერ შემთხვევაში სასურველი ფეხბურთელია და თუ მისი გადაბირების შანსი მოგვეცა, ამას აუცილებლად გამოვიყენებთ. ჯერჯერობით, მადრიდული კლუბის მესვეურებისთვის ოფიციალური წინადადებით არ მოგვიმართავს, მაგრამ სავარაუდოდ, ამას უკვე უახლოეს დღეებში გავაკეთებთ. თანხაზე საუბარი გამიჭირდება, რადგან ეს საკითხი ჯერ კიდევ განსახილველია”.

ბრანკას თქმით, მორატის ჯერ არ გაუკეთებია შეთავაზება მადრიდელი კოლეგისთვის და 18 მილიონი ევროს თემასაც მონაჩმახი უწოდა, მაგრამ “გაძეტა” თავისას არ იშლის და გვიმტკიცებს, რომ “ინტერი” სწორედ ამ თანხის სანაცლოდ შეეცდება ფორლანის გადაბირებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე