სუპერლიგის მე-10 ტური დღეს ბათუმში დაიწყო. აჭარის დედაქალაქში ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ჩავიდა. ამ მატჩის პრინციპულობაზე სატურნირო ცხრილი კარგად მეტყველებდა – ორივე გუნდს 3 მოგების წილ 5 მარცხი ჰქონდა. შესაბამისად, ორივესთვის გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, რომლის ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა. მატჩის გმირი გახდა ლუკა კალატოზიშვილი, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში და ზოგადადაც, ძალიან შედეგიანად ითამაშა. თამაშის ბოლო პერიოდი ძალიან საინტერესო გამოდგა, მანამდე კი გუნდები თითქმის თანაბრად მივიდნენ. კავკასიელებმა მოახერხეს და პირველ პერიოდში 10 ქულით ჩამორჩენილებმა მეორე-მესამე პერიოდებში ჩამორჩენა გააბათილეს.

ბოლო პერიოდის წინ ბათუმი მინიმალური სხვაობით – 54:53 იგებდა, რის შემდეგაც მოხდა იშვიათი რამ. ბოლო ათწუთეული ორ, ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავებულ მონაკვეთად უნდა დაიყოს. პირველი 5 წუთი, რომელშიც კავკასია დომინირებდა და აღნიშნული მონაკვეთი 7:0 მოიგო და მეორე, ანუ თამაშის ბოლო 5 წუთი, რომელშიც მასპინძლებმა 17:4 იძალეს და შესაბამისად, თამაშიც მოიგეს.

ხსენებულ, პირველ მონაკვეთში კავკასიელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და თამაშის დასრულებამდე 5 წუთზე ნაკლები რჩებოდა, 6 ქულით რომ გალიდერდნენ – 60:54. ნავსი დავით ლომიძემ გატეხა და მშრალი ხუთნახევარი წუთის შემდეგ ბათუმს პირველი ქულები მიუთვალა. შემდეგ ესტაფეტა ლუკა კალატოზიშვილმა გადაიბარა, რომელმაც ორქულიანიც ჩააგდო, სამიანიც, საჯარიმოებიც და საჭირო ბურთებიც მოხსნა. ბათუმი 65:60 დაწინაურდა, თუმცა შამარ რაიტის შედეგიანობით კავკასიელები მეტოქეს 64:65 მიუახლოვდნენ. ეს იყო სტუმართა მაქსიმუმი დარჩენილ წამებში ოთარ ბულიავამ და ჯექსონ ბრენჩლიმ ბათუმს გამარჯვება გაუნაღდეს – 71:64 (სტატისტიკა) საბოლოო ანგარიში.

კალატოზიშვილმა 30 წუთი ითამაშა, რა დროშიც 23 ქულა, 11 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 13 ქულა ჰქონდა ოთარ ბულიავას და 10 – ილია ლონდარიძეს. კავკასიაში 16 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო შამარ რაითი. 14-14 ქულა მოაგროვეს რობ პერიმ და ჯორდან სმიტმა.

სუპერლიგის მე-10 ტური შაბათს, თბილისში, 2 მატჩით გაგრძელდება. თბილისი არენაზე გაგრის ამრა რაშს შეხვდება, ხოლო ლიდერი თსუ გურჯაანის დელტას დაუპირისპირდება.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა