ინდოეთში დამთავრებულ 20-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე რეიტინგფავორიტმა ნაზი პაიკიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ინდოეთში გუშინ დამთავრდა 20-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობა, რომელშიც, როგორც გაუწყეთ, ორი ქართველი დიდოსტატი მონაწილეობდა. შეჯიბრების ბოლო ტურის წინ ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ნაზი პაიკიძეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა და მან ეს შესაძლებლობა გამოიყენა.

გუშინ მე-13 ტურში მან შავი ფიგურებით რუსი ანასტასია სავინა დაამარცხა და 9,5 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა, რადგან მისმა მთავარმა კონკურენტმა - ირინა ბულმაგამ (რუმინეთი) თეთრი ფიგურებით კუბრა ოზთურქთან (თურქეთი) წააგო.

უკვე გაუწყეთ, რომ ბოლო ტურის წინ "ოქრო-ვერცხლი", ოლგა გირიას (რუსეთი) და დეიზი კორის (პერუ), გარდა, სხვებისთვის მიუწვდომელი იყო. სწორედ ამ ორ მოჭადრაკეს შორის უნდა გარკვეულიყო, ვინ პირველი იქნებოდა და ვინ - მეორე. გუშინ კორიმ შავი ფიგურებით ქეთი წაწალაშვილი დაამარცხა, მოაგროვა 11 ქულა და ჩემპიონობა დაიმსახურა, რადგან გირიამ თეთრებით როუთ რადმინისთან წააგო და 10,5 ქულით ვერცხლს დასჯერდა.

9-9 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილები რადმინიმ და ოზთურქმა გაინაწილეს. ქეთი წაწალაშვილმა კი 7,5 ქულით 21-ე ადგილი დაიკავა, თან რეიტინგში 26,5 პუნქტი დაკარგა.

ვაჟებში 13 შესაძლებლიდან 10,5 ქულით პირველ ადგილზე პოლონელი დარიუშ სმირჟი გავიდა. ამდენივე ქულით, მაგრამ უარესი კოეფიციენტით მეორე იყო რობერ ჰოვნესიანი (სომხეთი). 9,5 ქულით საჰაჯ გროვერს (ინდოეთი) ბრინჯაო ხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა