2025 წლის პირველ მატჩში, "შავი ლომი" ჩელენჯ თასის მესამე რაუნდში ტოპ 14-ის "ავირონ ბაიონას" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ფლეი ოფს მიუახლოვდება. შეხვედრა 11 იანვარს, 19:15 საათზე "მიხეილ მესხზე" დაიწყება.

ორი თამაშის შემდეგ ქართულ გუნდს 4 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. 4-4 ქულა აქვთ ინგლისურ "გლოსთერს" და "ბაიონას", რომლებიც მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ, შოტლანდიური "ედინბურგი", ფრანგული "ვანი" და უელსური "სქარლეთსი" კი 6-6 ქულით ლიდერობენ. შეგახსენებთ, ჯგუფურ ეტაპზე ოთხი ტური იმართება და ფლეი ოფში 4-4 მოწინავე გადის.

საფრანგეთის სამგზის ჩემპიონი

"ბაიონა" ამავე დასახელების ბასკურ ქალაქში 1904 წელს დაარსდა და პირველ წლებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში პირველად 1913 წელს გავიდა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 1934 და 1943 წლებში კი ეს მიღწევა გაიმეორა.

გუნდი ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან ახლოს კიდევ 4-ჯერ იყო, მაგრამ 1922, 1923, 1944 და 1982 წლებში ფინალში დამარცხდა. სამაგიეროდ "ბაიონა" წარმატებით თამაშობდა პრო დე2-ში და ორჯერ გამარჯვებული გახდა - 2019 და 2022 წლებში.

წელს "ბაიონა" ტოპ 14-ში წარმატებულ სეზონს ატარებს, 14-იდან 9 თამაში მოიგო და 38 ქულით მე-4 ადგილზეა. ჩელენჯ თასზე მან პირველ ტურში "სქარლეთსი" დაამარცხა (17:16), მეორეში კი "ედინბურგთან" თავად დამარცხდა (12:52).

სხვადასხვა პერიოდში "ბაიონას" შემადგენლობაში არაერთ "ბორჯღალოსანს" უთამაშია. ესენი არიან გელა აფრასიძე, ლადო ჩაჩანიძე, გიორგი ჟღენტი, დავით ხინჩაგიშვილი, ავთო კოპალიანი, კოტე მიქაუტაძე, ლუკა ჭელიძე იოანე იაშაღაშვილი. "ბაიონას" ესპუართა გუნდში ამჟამად თამაშობენ და არაა გამორიცხული თბილისშიც ვიხილოთ ნიკა ლომიძე, ლაშა ციხისთავი და ბადრი ციხისთავი.

გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე მსოფლიო დონის ვარსკვლავი თამაშობს. ესენი არიან: მანუ ტუილანგი (ინგლისის ნაკრებში 60 კეპი), რის ჰოჯი (ავსტრალიის ნაკრებში 63 კეპი), კამილ ლოპესი (საფრანგეთის ნაკრებში 28 კეპი), მაქსიმ მაშნო (საფრანგეთის ნაკრებში 38 კეპი), სირენი მანგალა (ფიჯის 7-კაცასთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი).

Rugby.ge

alexandre
წარმატებებს ვუსურვებ შავ ლომს! დიდი მადლობა მათ ასეთი ძლიერი თავდადებული თამაშისათვის, ბრძოლისთვის! ყველას გილოცავთ შობა ახალ წელს, ბედნიერი წელი ყოფილიყოს ქვეყნისთვის, ქართული სპორტისთვის, რაგბისთვის, ყველა თქვენთაგანის ოჯახებისთვის!
გიუშა
ცოდოა))) 120 წლის მოხუცი ფრენას ვერ გადაიტანს))) ისე თუ სერიოზულად ამ სათაურებს ვინ იგონებს?!)
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"მთელი ოფისი ავურიე, კომპიუტერები და ლეპტოპები დავამტვრიე" - არტეტამ "არსენალში" მუშაობის პირველი დღე გაიხსენა
[VIDEO] ქულებით მხოლოდ დონჩიჩს ჩამორჩა - მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი და "ლეიკერსის" გამარჯვება "საკრამენტოსთან"
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ნიკოლოზ ხატიაშვილი: ასეთი სარაგბო ზეიმის ფუფუნება ბევრ დიდ ქვეყანას არ აქვს
იოსებ ტყემალაძე: "შავი ლომის" მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე
"შავი ლომი" "ბაიონასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლუკა მატკავა: ვეცდებით ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და შანსი გამოვიყენოთ
შალვა მამუკაშვილი: "ბაიონას" შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავური სახელი და გვარია
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი და უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - როტაციით სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონთან