რუმინეთში, „კარპატის თასზე“ საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩი მასპინძელ რუმინეთთან ჩაატარა, დაძაბულ ბრძოლაში 35:34 მოიგო და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ქართველი ხელბურთელები ცოტათი უკეთ თამაშობდნენ და საბოლოოდ პირველი ნახევარი მათი გამარჯვებით დასრულდა – 17:15.

დაძაბული გამოდგა მეორე ტაიმიც, რომელიც ქულა-ქულაში წარიმართა და გამარჯვებული ბოლო წამზე გამოვლინდა – 34:34-ზე გადამწყვეტი გოლი გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.

ქართველმა ხელბურთელებმა „კარპატის თასზე“ ორი თამაში მოიგეს, ერთი წააგეს და შეჯიბრებაზე გამოსვლა მეორე ადგილზე დაასრულეს. ტურნირის გამარჯვებული კი სერბეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ორი შეხვედრა მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ცხოვრებაძე გახდა, რომელმაც სამ თამაშში 33 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე ასევე საქართველოს ნაკრები წევრი გიორგი დიხამინჯია გავიდა – 21 გოლი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა რუმინეთთან მატჩში:

ზურაბ ცინცაძე (11 მოგერიება), დავით ნიქაბაძე (2); გიორგი დიხამინჯია (10 გოლი), გიორგი ცხოვრებაძე (9), გიორგი არეშიძე (6), მირიან გავაშელიშვილი (4), გიორგი გრიშიკაშვილი (3), ზურაბ აბრამიშვილი (1), გიგა მელიავა (1), გიორგი ლაპიაშვილი (1), ვახტანგ ხელისუფალი, აკაკი პატაშური, თეიმურაზ ორჯონიკიძე, ირაკლი გოგოლაძე, ზურაბ გოგავა, დავით გრიშიკაშვილი.

მომდევნო მატჩს ქართველი ხელბურთელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ეგიდით თბილისში 13 მარტს ბოსნიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე:

13 მარტი | საქართველო – ბოსნია

16 მარტი | ბოსნია – საქართველო

7 მაისი | საქართველო – საბერძნეთი

11 მაისი | ისლანდია – საქართველო

წყარო: Geohandball.ge

გაგა
წარმატებები ბიჭებს!!!წინ საქართველოს ნაკრები და იმედია ეხლა მაინც მიეხედება ამ სპორტს საქართველოში
კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 რუსთავი. შემოტრიალება წყალტუბოურად
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს