ბექა ბურჯანაძის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში. ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდ “ლეიმა კორუნაში” მოთამაშე ქართველმა ფორვარდმა გათამაშების ლიდერ “ვალენსიასთან” შედეგიანად ითამაშა და მისი გუნდი ბოლო პერიოდში იგებდა კიდეც, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მეტოქეს დარჩა. ა კორუნაში (ქალაქის სახელწოდებაა) გამართული მატჩი ვალენსიას გამარჯვებით – 99:91 დასრულდა.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26:28 წუთი გაატარა. ბექამ 9-დან 5 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 საიანი კი ააცილა. მის ანგარიშზე 14 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა. ორმაგ დუბლამდე მას 2 მოხსნა დააკლდა. კორუნელთაგან ბომბარდირი იუნიო ბარუეტა გახდა, რომელმაც 20 ქულა მოაგროვა, საუკეთესო შედეგი კი ოლე ლუნდკვისტმა დააფიქსირა, რომელმაც 15 ქულა, 8 პასი და 5 მოხსნა მიითვალა.

ლეიმა კორუნამ პირველი პერიოდი 30:28 მოიგო და მთელი შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ბოლო პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი იყო – 70:70 და მხოლოდ ბოლო წუთებზე მოახერხა ესპანური ლიგის ლიდერმა ვალენსიამ მასპინძლების გატეხა. ვალენსიამ ჩემპიონატში მე-11 გამარჯვება მოიპოვა და "უნიკახასთან" ერთად ლიდერობა შეინარჩუნა. რაც შეეხება ბურჯანაძის გუნდს, "ლეიმა კორუნა" 4 მოგებითა და 9 მარცხით ცხრილში მე-16 ადგილზეა.

შემდეგი მატჩი ბურჯანაძის გუნდს 8 იანვარს, ვიტორიაში, "ბასკონიასთან" ელის. ეს გახლავთ წინა, მე-14 ტურის გადადებული შეხვედრა.

GBF

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა