ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დენვერ ნაგეტსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და 124:105 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ნიკოლა იოკიჩმა და რასელ უესტბრუქმა სამმაგი დუბლები დააფიქსირეს, რითაც ისტორიაში შევიდნენ როგორც თანაგუნდელები, რომლებმაც 25 ქულიანი ტრიპლ დაბლი მიითვალეს.

იოკიჩმა გუნდს 35 ქულა, 12 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა შესძინა. უესტბრუქმა თავი 25 ქულით, 11 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. "ნაგეტსის" დუეტისთვის მსგავსი სტატისტიკა რიგით მეორეა სეზონში.

ხსენებულ 2 კალათბურთელს მხარი მაიკ პორტერ ჯუნიორმა აუბა, რომელმაც აქტივში 17 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.

სტუმართა მხრიდან კეონ ჯონსონმა 22 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება დააგროვა.

ამრიგად, "დენვერი" 22 გამარჯვებითა და 15 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, 13 იანვარს კი კაირი ირვინგისა და ლუკა დონჩიჩის გარეშე დარჩენილ "დალას მავერიკსს" ესტუმრება.

რაც შეეხება "ბრუკლინ ნეტსს" 13 მოგებითა და 25 წაგებით აღმოსავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს 13 იანვარს "იუტა ჯაზს" სოლტ ლეიკში დაუპირისპირდება.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა