სამწლიანი განშორების შემდეგ, რიჩარდ ქოქრილი ედინბურგში ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელის რანგში ბრუნდება.

54 წლის ინგლისელი სპეციალისტი შოტლანდიურ ფრენჩაიზს 2017/2021 წლებში ავარჯიშებდა, 2024 წლიდან კი, ბორჯღალოსნებთან ერთად ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელიც გახდა.

ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ‘შავი ლომი’ ‘ედინბურგს’ 19 იანვარს, Hive Stadium-ზე ჩვენი დროით 17 საათზე ერკინება.

Hive Stadium-ი, რომელსაც მანამდე Edinburg Rugby Stadium-ი ეწოდებოდა, შოტლანდიის ნაკრების საშინაო არენის, “მარიფილდის” ერთ-ერთ სავარჯიშო მოედანზეა მოწყობილი. ‘ედინბურგმა’ განახლებულ სტადიონზე პირველი თამაში 2021 წელს გამართა. ის 7800 მაყურებელზეა გათვლილი.

‘ედინბურგის’ თამაშს ყველაზე მეტი - 40 063 მაყურებელი შარშან დაესწრო, როდესაც ის შოტლანდიურ დერბიში ‘გლაზგოს’ “მარიფილდზე” დაუპირისპირდა.

‘ედინბურგი’ - შოტლანდიის ნაკრების საბაზო გუნდი

‘ედინბურგი’ შოტლანდიური რაგბის ორიდან ერთი პროფესიული ფრენჩაიზი და ნაკრების საბაზო გუნდია (‘გლაზგო უორიორსთან’ ერთად). მისი ფესვები შორეულ 1872 წლიდან იღებს სათავეს. 153 წლის წინ გამართულ პირველ შეხვედრაში ‘ედინბურგმა’ ‘გლაზგო’ 3:0 დაამარცხა.

1996 წლიდან რაგბის პროფესიონალურ რელსებზე გადასვლის შემდეგ, იმხანად შოტლანდიური რაგბის მმართველებმა სამოყვარულო კლუბების გაერთიანებით 4 ფრენჩაიზი ჩამოაყალიბეს, რათა ახლადდაარსებულ ევროტურნირებში (ჩემპიონთა და ჩელენჯ თასები) კონკურენტუნარიანები ყოფილიყვნენ.

ორი წლის შემდეგ მათი რაოდენობა ორამდე შემცირდა, 2001 წლიდან კი ‘ედინბურგი’ და ‘გლაზგო’ კელტების ლიგაში ჩაერთვნენ, რომელშიც მათთან ერთად უელსური და ირლანდიური ფრენჩაიზები მონაწილეობდნენ. მოგვიანებით ამ გუნდებს ჯერ იტალიური, მერე კი სამხრეთ აფრიკული გუნდები დაემატნენ და კელტების ლიგა დღევანდელ გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატად ჩამოყალიბდა - ტურნირად, რომელში ჩართვისკენაც ‘შავი ლომი’ ისწრაფის.

გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში ‘ედინბურგმა’ საუკეთესო შედეგი 2008/2009 წლების სეზონში აჩვენა, როდესაც ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცის, ენდი რობინსონის ხელმძღვანელობით მეორე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 2011/2013 წლებში ‘ედინბურგს’ ჩვენთვის კარგად ნაცნობი კიდევ ერთი სპეციალისტი, მაიკლ ბრედლი ავარჯიშებდა, რომელიც კლუბის დატოვების შემდეგ ბორჯღალოსნების დაცვის მწვრთნელად (2013/2016 წლებში) დაინიშნა.

‘ედინბურგი’ პირველი შოტლანდიური კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში ითამაშა. ეს მან 2003/2004 წლების სეზონში (იმხანად ჰეინეკენის თასი) მოახერხა, საუკეთესო შედეგი კი 2011/2012 წლებში აჩვენა და ნახევარფინალი ‘ალსთერთან’ 19:22 დამარცხდა.

2014/2015 წლების სეზონში ‘ედინბურგი’ გახდა პირველი შოტლანდიური კლუბი, რომელიც ევროტურნირების ფინალში გავიდა. ეს იმ ჩელენჯ თასზე მოხდა, სადაც ახლა ის ‘შავ ლომთან’ ერთად თამაშობს. 10 წლის წინანდელი ჩელენჯ თასის ფინალი ლონდონში, “თვიქენჰემზე” გაიმართა და გამარჯვება ინგლისურ ‘გლოსთერს’ დარჩა (19:13).

ჩელენჯ თასის მიმდინარე სეზონის სამი თამაშიდან ‘ედინბურგმა’ ორი მოიგო - ის პირველ ტურში ინგლისში ‘გლოსთერთან’ 10:15 დამარცხდა და ნუგეშ-ქულას გამორჩა; მერე ‘ბაიონას’ მოუგო ბონუსით 52:12; გასულ შაბათს კი ‘ვანი’ საფრანგეთში 29:25 დაამარცხა და 4 ლელოს გატანისთვის კვლავ აიღო ბონუს ქულა. შოტლანდიელებს ჯამში 11 ქულა აქვთ, მესამე ჯგუფში პირველ ადგილზე არიან და ფლეი ოფის საგზური დაბევებული აქვთ. განვლილ სამ შეხვედრაში მათ გაიტანეს 13 ლელო და 91 ქულა, გაუშვეს 7 ლელო და 52 ქულა.

რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის 9 მატჩიდან ‘ედინბურგმა’ 4 მოიგო, 22 ქულა მოაგროვა და მე-8 ადგილზეა (16 გუნდში). მას გატანილ-გაშვებულ ქულებში თანაფარდობა აქვს - 220/220-ზე.

Rugby.ge

ნიკო
ამ თამაშის მოგებას ვუსურვებ შავ ლომს. ჩემის აზრით, წინა თამაშში დაშვებული უხეში შეცდომები მუდმივი სათამაშო პრაქტიკის არქონამაც განაპირობა. იმედია შემადგენლობაშიც შევა საჭირო ცვლილებები. კარგ თამაშს და მოგებას ვუსურვებ ჩვენს გულშემატკივრებს.
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
ჩელენჯ თასი | ორ-ორი ცვლილებით ედინბურგში
ქართული ლეგიონი: "ვულკანები" ისევ მოქმედებენ
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
ქუთაისის "აიას" მორაგბე ფრანგულ "ოშში" ჩაირიცხა
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია
რიჩარდ ქოქრილი: ვეცდებით ვიყოთ უფრო ზუსტები
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"შავი ლომი" შოტლანდიაში "ედინბურგთან" დამარცხდა
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - როტაციით სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონთან