"ეკიპის" ცნობით, საფრანგეთში მიმდინარე მოლაპარაკებებზე "ნაპოლიმ" და პსჟ-მა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ხვალ დილით მხარეები კონტრაქტს გააფორმებენ და კვარაცხელია "პარი სენ ჟერმენს" 4.5-წლიანი ხელშეკრულებით დაუკავშირდება.

ხვიჩამ დღეს "ნაპოლის" ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშა და პარიზში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ნებართვას ელის. თუ რაიმე არ შეიცვალა, ის დანიშნულების ადგილზე ოთხშაბათს გაემგზავრება და ამ კვირაში გახდება პსჟ-ის ფეხბურთელი.

საფეხბურთო ექსპერტი ჩირო ვენერატო იტყობინება, რომ პარიზული კლუბი ქართველის სანაცვლოდ დაახლოებით 75 მილიონ ევროს გადაიხდის, ფეხბურთელის წლიური გასამრჯელო კი 9+2 მილიონი იქნება.

ჯეჯე
გია პაპა-ს გმადლობთ
ირა
რა გიკვირს რომ ფულის გამო გადავიდააააა??????ფეხბურთი ისეთი სპორტია ხვალ რა მოგივა კაცმა არ იცის,შეიძლება ისეთი ტრამვა მიიღო რომ ხვალ ვეღარ ითამაშო.მე თუ მკითხავთ,ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილებაა,4 წელიწადში იმდენს მოაგროვებს რომ მერე თავისუფლად შეუძლია ტრამვის გარეშე იცხოვროს.ძალიან წინდახედული ნაბიჯია.მისი ცხოვრება რა ცხოვრებააააა?????/სულ ვარჯიში,ოჯახს მოწყვეტილი.ასე რომ დაწყნარდით.კვარა თავის საქმეს მიხედავს,თქვენ კი თქვენსას მიხედეთ.
ტასი
ნუუუუუ რა გეშველებათ,ვინ ვის სცემა,რატომ,შენ რომ შემოგთავაზონ მაინტერესებს დაიწყებ იმ მიზეზების ძებნას,რაც შენ ჩამოთვალე,წახვიდე თუ არ წახვიდეეეეე??????გეყოთ რა აი ამ ძალად პატრიოტიზმის თამაში.ამ ქვეყანაში ყველა ისე ცხოვრობს ვისაც როგორ ჭირდება,ზოგს მეტი საქმე არ აქვს და უსაქმურობის გამო აქციებს ამაგრებს,ზოგი მუშაობს,ზოგი იმ საქმეს აკეთებს რაც მის ოჯახს ჭირდება,მე პირადად სულ მკიდია ვინ ვის სცემს ,მე ვფიქრობ ჩემ ოჯახზე და ის რომ ქუჩაში გდებით არავინ არაფერს შემატებს ჩემ ოჯახს.ვენაცვალე,კვარას.ღმერთმა ხელი მოუმართოს თავის საქმეში და თქვენ ნუ აფათურებთ სხვის ჯიბეში ხელებს.
ამაშია საქმე
რა თქმა უნდა პრემიერლიგა უკეთესი იქნებოდა მაგრამ ნაპოლიში ზაფხულამდე გაჩერება ამ დაძაბულ სიტუაციაში აღარ შეიძლებოდა. ხვიჩა შეიძლება მორალურად გაეტეხა.ახლა მთავარია ბევრი ვარჯიში რათა ძველი ფორმა დაიბრუნოს ხოლო ქართველმა გულშემატკივრებმა ახლა პარიზში ჩავაკითხოთ ხოლმე.პარიზი მაინც სხვაა.
ნუგზარი
როცა სათანადოდ არ გაფასებენ უნდა წახვიდე ულაპარაკოდ. მეორეა კიდევ, რომ კონტეს სტილში არ ჯდებოდა და იკარგებოდა. წარმატებები კვარას.
იასონას უდარი
ქალების ცემაში,მიგრანტების ხოცვაში ნაშოვნ ფულს რო სახლში შეიტან,არ უნდა იყოს კარგი ამბავი მართლმადიდებელი ბიჭისთვის.ვინც არ იცის,ის ხალიფა კატარელია,მსოფლიოს ჩემპიონატის ამბებს უყურებდა და იქ ბევრი ადამიანი დაიღუპა არაადამიანური პირობების გამო. სხვა ყველაფერთან,პსჟს ეს "დადებითიც" გააჩნია და სამწუხაროა მისი იქ გადასვლა. წარმატებები მაინც ლიგა ერთში და საფრანგეთის თასზე.აბა,ლიგაზე სულ რო მამაღმერთი დაეხმაროს,მაინც ვერ მოიგებს პსჟ,იმიტო რო იქ ხალხი ფულისთვის მიდი და არა ტიტულებისთვის.
Jvc
კვარას მე არ ვაჰეითებ მაგრამ კარგი რომ გვინდა ხალხს და გვსურდა დიდი სახელი დაეტოვებინა მსოფლიო ფეხბურთში, იმიტომ არ ვიწონებთ პესეჟეში გადასვლას . სამწუხაროდ, ეგ ოცნება ვეღარ აგვიხდება. ჩემი პროგნოზები ფეხბურთთან დაკავშირებით და არა მხოლოდ ფეხბურთთან იშვიათად არ მართლდება. ფეხბურთი ძალიან კარგად ვიცი და ბევრი ადამიანისგან განსხვავებით ასევე კარგად ვიცნობ სხვადასხვა გუნდების ისტორიებს და ამჟამინდელ მდგომარეობას. პესეჟეში საფეხბურთო კარიერის გაკეთება არ ხდება, ფულის შოვნა კი ბატონო. ასევე პესეჟედან თავის დაღწევა არ ხდება. შეიხის "მონა" ხდები ჩვეულებრივად. იტალიის სერია A- ს ბევრი უყურებს მსოფლიოში, ხოლო ლიგა1 უმრავლესობას ცალ ფეხზე ჰკიდიათ. რაც შეეხება გრანდებში გადასვლას ზაფხულამდე მოეცადა და არ გაეგრძელებინა კონტრაქტი და მოუწევდა იმ წუწურაქს ისეთ ფასში გაყიდვა, რომელსაც გადაიხდიდა გრანდი, თუნდაც იგივე ბარსელონა, რომელიც ბევრი ფეხბურთელის მოშორებას აპირებს და კვარას ყიდვა მოუნდებოდათ. მომდევნო სეზონიდან დაიწყებთ აქ მაგ გუნდის გინებას და თავადვე დარწმუნდებით თუ როგორ დაუსვა წერტილი თავის კარიერას. "პერეგავორას" ხელით. ასეა თუ ისეა წუწურაქი რა აფერისტია ყველამ იცის არგუმენტი მასაც აქ 6 მილიონს სთავაზობდენ მთელი ნახევარი წელია მარა გაჯიუტდა და შუა სეზონიდან გაიქცა მითუმეტეს სეზონის ბოლოს მაინც გაიყიდებოდა. და სახელიც გაიფუჭა ნეაპოლელებში და გამოჩნდა როგორც ფულზე დახამებული მამიკოს ბიჭი რომელმაც გუნდი შუა გზაზე მიატოვა პირველივე შესაძლებლობის ოფერზე ესეც არგუმენტია თან სერიოზული მათ თვალში.
შალვა
ხვიჩას წარმატებები ემრავლოს, შენ ხარ საქართველოს სახე, სადაც გაიმარჯვებ, ვიცით რომ ყველგან გაიმარჯვებ, ქართველები შენი სიხარულით გავიხარებთ, ჩვენო სიამაყევ!
Achi
Tipi italiis chempioni gaxda italiiss sauketeso pexburteli axla safrangetis chempioni gaxdeba da sauketeso pexburteli da ligaze kide reebi moxdeba kacma aricis da kide raxacaze ranairad laparakobt... Midi xvicha miaceki jimaaa
Გიორგი
მრავალ შობას დაესწარით არ ჩაშალონ ტრანსფერი ჩათლახისგან ყველაფერი მოსალოდნელი
გილოცავ
რაღაც ტვინი სწორად აგიმუშავდა
გია პაპა
ჩემპიონი თუ გახდა ნაპოლიც და პსჟ-ც, ორ ოქროს მედალს ჩაიხუტებს კვარადონა!
ფეოლა
ყველას ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ გთხოვთ თავი დაანებოთ ექსპერტობას და მასწავლებლობას. რომ იძახით ფული არაა მთავარიო და ღმერთმა ნუ ქნას ბიჭმა ტრავმა მიიღოს ისეთი, რომ თამაში ვეღარ გააგრძელოს, მერე სად წავიდეს? შესანიშნავი ხელფასი აქვს, ნორმალურ ლიგაში თამაშობს, ჩემპიონთა ლიგა არ მოაკლდება და როგორც ვიცი კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშებს. ნაპოლი არის სოფლის გუნდი და ჰყავს ძალიან ცუდი , უმადური გულშემატკვარი.კაპიკებზე ათამაშებდნენ და შემადგენლობიდან ამოაგდეს. თანაც ნერეშს და პოლიტანოს ადარებდნენ. დროზე მიატოვა. წარმატებები ოქროს ბიჭო. მაგარი კაცი ხარ. ღმერთი შენსკენ!!!
დავით 67
ამ ხალხის ვერაფერი გავიგე, ვინც უკმაყოფილოა 75მლნ გადახდით. თითქოს წილში ეჯდნენ ლაურენტისს. მარტივი კითხვა მაქვს აურელიოს გამდიდრება გინდათ ( ისედაც მდიდარია) თუ პაკაზუხობა გაწუხებთ? რაც საქართველოში დიდი ხანია მოდაშია. ბევრი ჯერ ამბობდა, როგორმე დააღწიოს თავი ნაპოლისო და ახლა ასე ცოტას რატომ იხდიანო. ლოგიკაში არ ჯდება. აგერ პალმერი ( ჩელსი) 134მლნ ღირს, მაგრამ ვინმე იხდის მაგდენ ფულს? მე პირადად უფრო გამიხარდა რომ ხალაიფმა მეტი ფული არ გადაუხადა იმ წუწკს. ძალიან კარგი რომ ზაფხულში არ შედგა ტრანსფერი სადაც 120 იხდიდა. ამით ხვიჩას არაფერი აკლდება. მთავარია გუნდს შეეწყოს და გაგვახაროს. აბა ჰე წამოვიდა დისლაიქები. მე ხომ არაპოპულარული სიმართლის ლაპარაკი მიყვარს))
ზ.მ.
განსხვავებას 1,600 ათას ევროსა და 10,600 ათას ევროს შორის ,ვერ დაინახავს ან ღრძუ და უზომოდ შურიანი ან იდიოტი ადამიანი.ხვიჩა კი მილიონერია,თავისი ნიჭისა და გარჯის წყალობით....
ჯეჯე
ვინმემ იცით, ნაპოლის მიერ რომელიმე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, ხვიჩაც თუ ხდება პრიზიორი? სეზონის თამაშების ნაცევარზე მეტი (პირველი წრე, პლიუს ვერონასთან ბოლო თამაში) კი იყო გუნდში. და რა ხდება ამ მხრივ პსჟ-თან მიმართებით?
გივი
შეიძლება ნაწილობრივ მართალი იყო, მაგრამ გუნდში ამდენი შრომა სული და გული გაქვს ჩადებული და ვიღაც 2 თვის მოსულ ნერეშს შენზე მეტ ხელფას აძლევენ. გუნდის გაჩემპიონებაში ამოდენა წვრილი შეიტანა და მასზე მეტი ხელფასი მარიო რუის აქვს. შენ თავზე წარმოიდინე რამოდენიმე წელი მუშაობ ორგანიზაციაში და ვიღაც ახალ მოსულს შენაირ თანამდებიბაზე შენზე მეტი ხელფასი დაუნიშნეს. რა გულით იმუშავებ????
მერე?
ლაურენტისს რო ნაკლები შეხვდა მაგას დარდობ? თუ კიდე ნაპოლის უნდა დახმარებოდა გაჩემპიონებაში ასეთ პირობებში როცა მცველად არბენინებდნენ და თან უდაბლეს ხელფასზე ყავდათ გუნდში?
ირაკლი
გენაცვალე კვარა! დიდი ტრანსფერია და დიდი ნაბიჯი წინ! ნაპოლის ლამაზი ისტორია ამოიწურა, სადაც თავისი დიდი ისტორიული კვალი დატოვა კვარამ!. წინ ახალი წარმატებებისკენ! უფალი გფარავდეს!

ვისი სიყვარული არ უნდა დაკარგოს, ვინც ამდენი ხანი არ იმჩნევდა რომ არ აფასებდა საკადრისად კლუბი ხვიჩას? და არც თვითონ დააფასეს დიდად? ფულში კი არა დაფასებაშია საქმე.სადაც არ აფასებენ უნდა გაეცალო რად უნდა ამას მტკიცება
ნოდო
მე ეს სიტუაცია არ მომწონს უფრო მერჩივნა ეგრეთ წოდებული ნადირობა ყოფილიყო ბევრი კლუბის მიერ მეხის გავარდნასავით მოხდა ამიტოა მხოლოდ ერთი კანდიდატი სხვებმა ფიზიკურად ვერ მოაწრეს სიტუაციისტვის თვალის მიდევნება თორე 75 მილიონი და იმ ლანსის აზიელში 50 მილიონი?ან მუდრიკში 100? რომ ვერ გავიდეს პესეჟე ლიგის 24 ეულში ჩემპიონი ისედაც გახდა რა მოტივაცია უნდა ქონდეს ერთი საფრანგეტის თასის
Nikoloz
ფეხბურთელს აფუჭებს აგენტიი...კვარა ჭკვიანი კაცი ხარ და შუა სეზონში სადაც შეგიძლია მეორე სერია ა მოაგებინო გუნდს შუა სეზონში არუნდა დატოვო..მაგრამ არავინ იცის შიდა სამზარეულო გარეგნულად დიდი დაუფასებლობა აქვს ამ ბიჭს რაც ჩანს ფული კიდე ყველაფერი არააა დამიჯერეე...დიდ სიყვარულს დაკარგავ შუა სეზონში წასვლით დამიჯერეე.... წარმატებებიი სადაც არუნდა იყოთ ყველა ქართველო ვინც ასახელებთ თქვენს საქართველოს!!!!
ვაახ???
უმადურობის, დედა არ ვატირე? გული-სული ჩადო ხვიჩამ ნაპოლისთვის და აჰა, რა მიიღო? ფუი თქვენი უნამუსო მაფიოზა თავებზეც...დდდ.
გიო
ხვიჩა წარმატებები! ჩემო თანამემამულევ , ყველგან და ყოველთვის შენ გვერდით ვართ.
ვაჟა მასწავლებელი
გილოცავ ხვიჩა ამ კალანდობა დღეს გაპარიზელებას შენს ოჯახთან ერთად! ჩვენ კი ვუყუროთ ფრანგული ფეხბურთის ქართველი სამი მუშკეტერის "ბრძოლებს" და ვისიამოვნოთ! ჩვენში დარჩეს და ალბათ ყველაზე მეტად ვილი სანიოლია გახარებული - ბრავო მუსიე ვილი თუ ეს ასეა!
ლაშა
წარმატება ჩვენს სიამაყე კვარას!
დავით 67
მიდი ხვიჩა. დიდ წარმატებებს გისურვებ ახალ გუნდში!
c
სწორს აკეთებ ხვიჩა. უმადური ხალხი აქეთ დაგდებს ბრალს უმადურობაში, ასეა მოწყობილი. ისიც მომეწონა ზუსტად ეხლა რომ გადადიხარ, თორემ რომ გაქვს გადაწყვეტილი კაცს და ჯერ გაჩერებენ, ვითომ შენზეა პროექტი და მერე ისევ უნამუსოდ იქცევიან აღარ უნდა მოტრიალდე უკან. შენ როცა გთხოვეს კი დარჩი და დანარჩენი მაგათმა იფიქრონ, დაუნახავებმა მართლა! აი პსჟში რამდენად ღირდა წმინდა საფეხბურთო გაგებით არ ვიცი, არ მიყვარს საფრანგეთიშ ჩემპიონატი, მაგრამ შენ თუ იფრენ მანდ ჩემპიონატიც შეიცვლება და პსჟც, ასე რომ გგულშემატკივრობ და წარმატებები უმაგრესო კაცო. მიდი წინ კვარა !
გულშემატკივარი
წარმატებები ხვიჩას!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
შენთან ვართ ხვიჩა კვარაცხელია! მადლობა რასაც აკეთებ საქართვრლოსთვის! ქართული ფეხბურთისთვის! მომავლისთვის! ქგგალე გურს!
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
პსჟ ძირითადი მეკარის გარეშე დარჩა?
"გაცილებით დაბალ დონეზეა, ხვიჩაზე ეს ამას არ ამართლებს..." - რას წერენ პსჟ-ის ფანები კვარაცხელიას შესახებ "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
გვარდიოლას სურვილით - "სიტი" პსჟ-ს გარემარბში 100 მილიონ გირვანქას იხდის
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
კონტე: "ყარაბაღთან" გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
[VIDEO] ნერესის დუბლი - "ნაპოლიმ" "ატალანტას" სძლია
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე