გიორგი შერმადინის დიდებული მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. საქართველოს ნაკრების ცენტრმა "ლაგუნა ტენერიფეში" სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შერმადინს მხოლოდ 18:27 წუთი დასჭირდა საიმისოდ, რომ 24 ქულა და 11 მოხსნა მოეგროვებინა, რაც მატჩის საუკეთესო შედეგი გახლდათ. ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში, რომელშიც ტენერიფელებმა "ხირონას" უმასპინძლეს და ქართველი ლეგიონერის ლიდერობით 100:80 დაამარცხეს.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე შესვლის წამიდან ის შეუჩერებელი გახლდათ. არასრულ 19 წუთში გიორგიმ 9-დან 8 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 12 საჯარიმო სროლიდან 8 გამოიყენა. თამაში მის ირგვლივ ტრიალებდა. მის მიერ მიღებული ბურთი ან მეტოქის კალათში თამაშიდან ვარდებოდა, ანაც მეურვეები ქართველს ჯარიმით აჩერებდნენ.

საბოლოო ჯამში შერმადინმა სარგებლიანობის უმაღლესი კოეფიციენტი (34) დააგროვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე ხომ გახდა, შანსი აქვს, ტურის საუკეთესოდაც დასახელდეს.

12 მოგებითა და 5 მარცხით "ტენერიფე" ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 საფეხურზეა. შემდეგ მატჩს ტენერიფელები შინაურ კანარის კუნძულებზე 19 იანვარს, "გრან კანარიასთან" ჩაატარებენ.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში