ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ფრანც ბეკენბაუერი: საუკეთესო რომ იყო, მხოლოდ ტალანტი საკმარისი არ არის

ფრანც ბეკენბაუერი: საუკეთესო რომ იყო, მხოლოდ ტალანტი საკმარისი არ არის

ყველა დროის მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიადესმა ფეხბურთელმა "სპორტ ექსპრესს" საინტერესო ინტერვიუ მისცა
რუსულმა “სპორტ ექსპრესმა” ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ინტერვიუ აიღო გერმანელი ვარსკვლავებისგან. ეს სერია “ბაიერნის” პეტერბურგში ვიზიტს მოჰყვა. გაზეთის ჟურნალისტები ბასტიან შვაინშტაიგერსა და თომას მიულერს გაესაუბრნენ. ამჯერად კი თავად ესტუმრნენ მიუნხენს და ფრანც ბეკენბაუერთან ერთსაათიან აუდიენციას გამოჰკრეს ხელი.

ყველა დროის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიადეს ფეხბურთელთან ინტერვიუ ბუნებრივია საინტერესო გამოდგა. მასალას შემოკლებით გთავაზობთ.

- რომელი დღე იყო თქვენს კარიერაში ყველაზე ბედნიერი, როცა კაპიტნის რანგში მოიგეთ მსოფლიოს ჩემპიონატი, მწვრთნელის თუ რამე სხვა თარიღიც გაქვთ?

- ჩემთვის ყველაზე ბედნიერი იყო დღე, როცა გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. როგორც ფეხბურთელს გაქვს შანსი, რომ ჩემპიონატი ყოველ ოთხ წელიწადში მოიგო. შინ ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი კი ცხოვრებაში ერთხელ ხდება.

- იყო თუ არა სიურპრიზი თქვენთვის რუსეთისა და ყატარის მიერ 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობის მოგება?

- რუსეთის მოგება არ გამკვირვებია. სხვა ევროპელი კანდიდატებიც ძლიერები იყვნენ, მაგალითად ინგლისი, მაგრამ ის მისმა პრესამ დაღუპა, რადგან ჟურნალისტები ფიფას აღმასკომის წევრებს ბრალდებებს უყენებდნენ. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მესმის, რატომ აღარ მისცეს ხმა ამ ქვეყანას.

ყატართან დაკავშირებით ცოტა სხვა სიტუაციაა. ჩემპიონატს პატარა და თანაც არასაფეხბურთო ქვეყანა უმასპინძლებს. ამ ქვეყანაში ზაფხულზე საშინელი სიცხეებია. ვინ გაუმკლავდება 40-50 გრადუსს, ძნელი წარმოსადგენია. პირობა დადეს, რომ მინდვრებსა და ტრიბუნებზე ტემპერატურის დასაგდებად ყველაფერს გააკეთებენ. მათ ამისთვის ფულიც აქვთ და ტექნოლოგიებიც. ამასთან მათ წინ კიდევ 11 წელი აქვთ და ამ პერიოდში ბევრი რამის სრულყოფა შეიძლება.

- მაისში ფიფას აღმასკომი დატოვეთ, არადა ზეპ ბლატერის ყველაზე რეალურ შემცვლელად მიგიჩნევდნენ. ეს ყველაფერი ციურიხში გამართული კენჭისყრის გამო ხომ არ მოხდა?

- არა. ეს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მქონდა გადაწყვეტილი. ფიფას პრეზიდენტობას კი არასოდეს ვგეგმავდი. მე პატარა ბავშვების მოხუცი მამა ვარ და ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი ამჟამად ოჯახია. გასულ წელს მთელი ორთვენახევარი გავატარე მოგზაურობაში. ეს ყველაფერი უეფასა და ფიფას საქმეების გამო. მოთმინების ფიალაში ეს ბოლო წვეთი იყო. ჩემს თავს ვუთხარი: “კმარა”! მალე 66 წლის ვხდები (11 სექტემბერს. რედ.) და 100 წლამდე ხომ ვერ ვიქნები დაკავებული ამ საქმეებით? ყველა თანამდებობაზე უარი ვთქვი, ჯერ “ბაიერნის” პრეზიდენტობაზე, შემდეგ ფიფას აღმასკომის წევრობაზეც. ამის მიუხედავად მაინც ბევრი საქმე მაქვს.

- ბავშვობაში თუ გქონდათ ამბიცია, რომ ფეხბურთის ვარსკვლავი გამოსულიყავით?

- მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან რამდენიმე ორიოდე თვეში დავიბადე, მაშინ, როცა მთელი ქვეყანა ნანგრევებად იყო ქცეული. მაშინ იყო განცდა, რომ მომავალი არავის ჰქონდა. ყველაფერი მარტივად იყო: პატარაობისას წარმატებებზე კი არ ვფიქრობდი, უბრალოდ მოძრაობა მიყვარდა. თამაში და მინდორში სირბილი მიზიდავდა. სულ ეს იყო ჩემი მოტივაცია. ომისშემდგომ გერმანიაში ერთადერთი ფეხბურთი იყო, რასაც თამაშობდნენ. რომელ ჩოგბურთსა და გოლფზე ლაპარაკობთ? მხოლოდ ფეხბურთი.

- მშობლები თუ უჭერდნენ მხარს პროფესიულ არჩევანს?

- დედა ჰო. მამაჩემი კი, ფოსტის უბრალო მუშაკი წყნარი და ძალიან არასპორტული ადამიანი იყო. პროფესიული ფეხბურთი მაშინ არ არსებობდა, რადგან ქვეყანას სხვა პრობლემებიც თავზე საყრელად ჰქონდა. მარტო ნანგრევების გასუფთავებას მთელი ქვეყანა რამდენიმე წელიწადი მოუნდა. სიტუაცია მხოლოდ 50-იანებში შეიცვალა. სკოლის შემდეგ სადაზღვევო საქმეს ვსწავლობდი და ფეხბურთს ვთამაშობდი. სწორედ ამ დროს, 1963 წელს “ბაიერნმა” კონტრაქტი შემომათავაზა.

ბუნდესლიგა სწორედ ამ წელს დაარსდა, მაგრამ არავინ იცოდა რამე თუ გამოვიდოდა ამ საქმიდან. რთული არჩევანის წინაშე ვიდექი. ბოლოს მაინც “ბაიერნი” ვარჩიე. 65-ში უმაღლეს ლიგაში გადავედით. ამ წელსვე შვედებთან ჩავატარე პირველი თამაში ბუნდესგუნდში. 1966-ში კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გავხდი.

- ერთადერთი გერმანული ოქრო, რომელთანაც უშუალო შეხება არ გქონიათ, გერმანიამ 1954-ში მოიპოვა. ამ წარმატებამ იქონია თუ არა გავლენა საზოგადოების ზოგად განწყობაზე?

- მიმაჩნია, რომ ეს იყო ყველაზე დიდი წარმატება გერმანული სპორტის ისტორიაში. ომის შემდეგ ჩვენს ქვეყანას არ იმჩნევდნენ, ის სხვებისგან გარიყული იყო. მსოფლიოს მოგება კი პირველი დადებითი სიგნალი იყო. ის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან ხალხმა საკუთარი თავის ირწმუნა, მიხვდა, რომ რაღაცის კეთება კიდევ შეეძლო.

- თქვენი მეტსახელია კაიზერი, საიდან გაჩნდა ის?

- ეს 60-იანების ბოლოს მოხდა. ვენაში ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად ვიყავით. ჩვენი სასტუმროს წინ ავსტრიის კაიზერის ფრანზ იოზეფის ძეგლი იდგა. ერთ-ერთმა ფოტოჟურნალისტმა ძეგლთან ფოტოს გადაღება შემომთავაზა. მეორე დღეს კი დაბეჭდა ეს ფოტო და ჟურნალებსა და გაზეთებს გაუგზავნა. ასე შემარქვეს კაიზერი.

- მოგწონდათ ეს სახელი?

- და ვის აინტერესებდა, მომწონდა თუ არა? არჩევანი ხომ არც მქონდა. ასე მხოლოდ ჟურნალისტები მომმართავდნენ, ფეხბურთელებისთვის ყოველთვის ფრანცად ვრჩებოდი...

- საფეხბურთო ექსპერტებისთვის კი – თავისუფალი მცველის პოზიციაზე მოთამაშე რევოლუციონერად.

- ეს ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია იყო, ჩემი ხედვა. ბავშვობაში თავდამსხმელად ვიწყებდი თამაშს. ერთ დღესაც მწვრთნელმა მითხრა, “შენ დაცვაში ითამაშებ”. მაშინ მცველები მხოლოდ თავს იცავდნენ, თავდამსხმელები უტევდნენ, ჩემი სტილი კი ყველასთვის სიურპრიზი იყო.

- გული არ გწყდებათ, რომ პოზიცია, რომელზეც ასპარეზობდით, თანამედროვე ფეხბურთმა მოკლა?

- რას იზამ, დრო იცვლება. ახლა მოდაშია ფეხბურთი “ბარსას” სტილში, პასი ერთი შეხებით. 60-იანებში კი რასაც ბურთის მიღებისთანავე ვცდილობდით, ბურთიანა წინ წინსვლა იყო. 70-იანებში ჰოლანდიელებმა ტოტალური ფეხბურთი შემოგვთავაზეს, რომლის მიბაძვა ყველამ მოინდომა, მაგრამ როგორ გინდოდა კრუიფისა და ნეესკენსის სტილის კოპირება? ყველა სქემას საჭირო ფეხბურთელები სჭირდება.

- ფეხბურთელები ახლა ფინანსებს სხვანაირად უდგებიან, ვიდრე ეს თქვენს დროს ხდებოდა ხოლმე?

- რთული შეკითხვაა. მარკეტინგული თვალსაზრიით ფეხბურთი ახლა სულ სხვა რამაა. მაშინ არ იყო ტელერეპორტაჟები, არ იყვნენ სპონსორები, არ იყო რეკლამა. მიმაჩნია, რომ ფეხბურთელები საფეხბურთო სამყაროს მთავარი მოქმედი პირები არიან და იმსახურებენ თავიანთ წილს.

- საფეხბურთო ისტორიისა და სტატისტიკის ფედერაციამ თქვენ პელესა და კრუიფის შემდეგ ყველა დროის მესამე ფეხბურთელად დაგასახელათ. სამეულში მარადონა ადგილს არ იმსახურებდა?

- მე ძველ სამყაროს ვეკუთვნი. მარადონა უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ ჩემთვის უპირველესი პელე იყო, თანაც ულაპარაკოდ. რატომ? იმიტომ, რომ 20 წელიწადი მსოფლიო კლასის ფეხბურთს თამაშობდა. ის მოედანზეც ჯენტლმენი იყო და მის ფარგლებს გარეთაც.

- თქვენი მეგობრები პაულ ბრაიტნერი და გერდ მიულერი კი ამბობენ, რომ მათთვის ბეკენბაუერი უპირველესია.

- მათი მხრიდან ამის მოსმენა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ საკუთარი თავის შეფასებას ვერ დავიწყებ.

- ახსენეთ, რომ პელე ჯენტლმენი იყო. ანუ 1986 წლის “ღმერთის ხელი” თქვენს შეფასებაზე გავლენას ახდენს?

- იმისთვის, რომ საუკეთესო იყო სპორტის ამა თუ იმ სახეობაში, მხოლოდ ტალანტი საკმარისი არ არის. საჭიროა, ბავშვებისთვის მისაბაძი მაგალითი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო სურათისთვის პიროვნებას დიდი მნიშვნელობა აქვს. პელე არასოდეს გახვეულა სკანდალებში, არასოდეს დაუკარგავს მისთვის დამახასიათებელი შარმი და თანაც 1000 გოლზე მეტი გაიტანა. მქონდა ბედნიერება მასთან ერთად ნიუ იორკის კოსმოსში მეთამაშა, ის ფანტასტიკური იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს

კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს

თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა

"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა

დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა

20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი

"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა

"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?

[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს