<p>Il Mattino-მ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლის ფინანსური დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა.</p><p>გამოცემის ცნობით, ნეაპოლური კლუბი 70+10 მილიონ ევროს ხუთი გადარიცხვით მიიღებს, ბონუსები და შემდგომი ტრანსფერიდან პროცენტი კი არ ეკუთვნის. დაახლოებით 10 მილიონს გაიყოფენ აგენტები მამუკა ჯუღელი, შკუმბინ კორკემეტი, კრისტიან ძაკარდო, სრჯან ჯერემიჩი, მიჩ ბაკსი და იურისტი სალვატორე ჩივალე.</p><p>კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი 18 იანვარს გახდა და ბოლო თვის ხელფასის აღებაზე უარი განაცხადა, რაც ყოფილი კლუბისადმი პატივისცემის ერთგვარი ჟესტი გახლდათ. რა თქმა უნდა, „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ამის გამო პროტესტი არ გამოუთქვამს, რომელმაც ფეხბურთელს პსჟ-ში გადასვლაში დიდი დაბრკოლება არ შეუქმნა.</p><p>ხვიჩას წლიური ანაზღაურება „ნაპოლიში“ 1.3 მილიონი იყო, ხოლო პსჟ-ში 9+2 მილიონია.</p><p><p><br></p>
წარმატებები კვარას
ხვიჩამ ჩემი აზრით სწორად გააკეთა, აი ლავრენტა თუ დაამისამარტებს წორად ეს საინტერესოა, მაგრამ კამორა განსხვავდება სიცილიური მაფიისგან
დოდო
ძლიერმა ბიჭმა თავისი ქართული სულით სიკეთე გააკეთა მაგრამ ამ სიკეთეს იტალიელი სხვა სარჩულს დაუდებს,მაგრამ ხვიჩას არაფერი შეეშლება საუკეთესო ახალგაზრდაა!!!
ფიქრია
აწი აღარ ჩაეთვლება სკუდეტო. რაც შეეხება ფულის არ აღებას,მაგ უმადურებს მაინც ვერ დაანახა ვერაფერი და ზუსტად უნდა აეღო და საქართველოში ან იტალიაში მყოფ ემიგრანტებს,სავადმყოფოში რომ წვანან და ახლობელი არ ჰყავთ გვერდით იმათ დახმარებოდა....
სოსო
ის რაც ჩვენთვის ღირსეული საქციელია,მათთვის, შესაძლოა სულელური საქციელი იყოს.სწორედ ეს არის,მენტალიტეტების განსხვავება.თუმცა ვფიქრობ,ეს თქვენც შესანიშნავად გესმით.
ტასი
არ მოიქცა სწორად,უნდა აეღო ის თანხა და დახმარებოდა ავადმყოფ ბავშვებს საქართველოში.ეს იქნებოდა მადლი.რამდენ ბავშვს შეუნსუბუქებდა ყოფას.
ვაჟა მასწავლებელი
ხვიჩა იტალიური ჩემპიონატის დებულებით გახდება ჩემპიონი მეორეჯერ!
Dato128
კი
sds
დიახ
ხვიჩა
კი ჩაეთვლება
geo
ერთი ეს მიპასუხეთ თუ შეიჩლება, თუ ნაპოლი სკუდეტოს პოივებს, ხვიჩას ჩაეთვლება ჩემპიონობა?
ობლაკი
ხვიჩა ღირსეულად მოიქცა…. მაგრამ უღირსებს ღირსეული საქციელი არ ესმით აქეთ დაგცინიან .
დათ
ჩემის აზრით ეს საქციელი უფრო დე ლაურენტისის დამცირებას ემსახურება. ანუ ეს არის ფეხბურთელის მოქმედება, რომელიც გრძნობს რომ არ დააფასეს და ამით ეუბნება შენი მათხოვრული ხელფასი ერთ ადგილზე გაიკეთეო,უკვე 9+2 ხელფასი მაქვსო :)
სამართალი
კვართს არ შეეშლება ეგ. აცალეთ!
ჩემი აზრით
მეტი მადლი იქნებოდა თანხა წალენჯიხის/რადგან წარმოშობით იქიდანაა/ საავადმყოფოში გადაერიცხა გაჭირვებულების დასაფინანსებლად.მაგალითად ფეხბურთელი მანე თავის სოფლელებს აფრიკაში ასე ეხმარება.მთავარი ხომ ჯანმრთელობაა.
გიო
კაცს უნდოდა ამ საქციელით ეჩვენებინა წუწკი ლაურენტისისთვის რამდენად მაღლა დგას მასზე, ამით ის დაამცირა. ასე რომ მემგონი აქვს უფლება ასეთი რამეები აკეთოს თავის ფულით.
ვახო
რომელი მილიარდელის? ბნვ თი რო დადის ბიზმესზე?
დავით
მსოფლიო პიარისთვის კარგი სტატიაა. ღირსეული ნაბიჯი იქნება მაშინ, საქველმოქმედო ფონდს რომ გააკეთებს, წელიწადში ორჯერ მაინც... ბევრ გაჭირვებულს რომ შეუწყობს ხელს. ბევრ ავადმყოფს რომ დაეხმარება. მერე ვისაუბროთ ღირსეულ საქციელებზე. წარმატება ხვიჩას ყველგან. მუდამ გამარჯვებულს ევლოს!
რუბენა
ის გამახსენდა 2012-ში მილიარდელს რომ დაუყადაღეს ქონება და მაღრაძემ ვიღაცის დავალებით რომ შეიტანა ფული მილიარდელის დასახმარებლათ,რას შვრება პიარი ბრბოსათვის,აქ ვიღაცამ დაწერა დახმარების ფონდში გადაერიცხა ფულიო უფრო მადლი არ იყო?უფრო არ დაფასდებოდა ეს ქმედება?
მალხაზ ჯობავა
ბჯო, იასონას უდარი ხარ თუ იასონას პოდკატი, არ შეიძლება რომ ქართველის ამისთანა საქციელით სხვებსაც ტვინი გაეხსნათ და მაგალითი იყოს მათთვის? მეგრული ღომის არ იყოს. ერთხელ სამოცდაათიანებში თუ სამოციან წლებში საფრანგეთში როცა მოსახლეობის შობადობა და დემოგრაფია კატასტროფულად შემცირდა, ბრიჯიტ ბარდოს თხოვეს და ბავშვი ამშობიარეს, რის შემდეგაც მდგომარეობა საგრნობლად გამოსწორდა. ასე რომ ევროპელები ხოლოდ ცუდს (მექრთამეობა და ბევრი სხვა..) კი არ სწავლობენ პოსტსოციალიზმის ქვეყნებიდან, კარგსაც ისწავლიან, მგონია მე.
დათო
"კაი კაცობა" აჩვენაო ისაო, ესაო. სამი წელი მიზერულ ხელფასზე არბენინეს, რის დამნახავები არიან ეგენი. ღორებს მარგალიტები არ უნდა მიუყარო.
რაც კვარამ გააკეთა
გამგები გაიგებს, ნაპოლი და ნახევარი მსოფლიო ვერა.
პავლე
მის ადგილას მივწერდი ლავრენტას - უარს ვაცხადებ ბოლო თვის ხელფასზე და სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა ფონდში ჩარიცხეთ-თქო. სჯობს ბავშვების დასახმარებლად დაიხარჯოს ის თანხა, ვიდრე ღორ ლავრენტას დარჩეს. თუმცა - თავად უკეთ იცის ხვიჩამ - რა და როგორ. ღირსეული საქციელი კი არის. მაგით უთხრა ყველაფერი ხვიჩამ - ფული რო ყველაფერზე მეტად გიყვარს ლავრენტა მათხოვაროო.
1
მეც ასე მგონია. ვინც სხვანაირად გაშიფრა, ქართველების ხასიათს არ იცნობს
!
ზოგიერთებს კომლექსები ემართბათ, ევროპელს თუ არ დავემსგავებით მენტალურად, ესე იგი ჩამორჩენილები ვიქნებითო.
პეტროსი
კაი,მადლია...დაეზოგება საწყალ ლაურენტას ფული
იასონას უდარი
თანამედროვე სამყაროში და დასავლურ ცივილიზაციაში ეს უცნაური ქცევაა.იმ დასავლურ ცივილიზაციაში,რომლის გამოც ანგრევენ რუსთაველს და ათას სიგიჟეს კადრულობენ.როგორც დაიწერა,კვარამაც თქვა "საქართველოს ადგილი ევროპაშია" და ამიტომაც გაუგებარია ეს საქციელი.საქართველო ევროპამდე ევროპა იყო და იმ ძირგამძვრალ ორგანიზაციაში ჩვენს შეთრევაზე ქონდა აქცენტი. ანუ ეს ორგანიაზცია ცდილობს სსრკ მსგავსად ადამიანის ახალი ტიპი გამოიყვანოს და ახალ ტიპს არ უნდა ახასიათებდეს მსგავსი ქმედებები,ამიტომაც უფრო გაუგებარია ეს ამბავი. ხვიჩა თავს თვლის ამ ახალი ტიპის ადამიანად და ამიტომაც დაწერა საქართველო ევროპააო,ხოდა გაურკვევლობაში არის ეს ბიჭი. როცა კონტრაქტი გაქვს და იქ შრომის ანაზღაურების პირობებია,შესრულებულ საქმისთვის ანაზღაურება გეკუთვნის. ეს ვიღაცის ნაჩუქარი ფული კი არ არის,შენი შრომით გამომუშავებულია. ამას თუ არ იღებ და პატიოსანი ლიბერალი ხარ(მათი იდეების გამზიარებელი),მაშინ ფიქრობ რო საქმე არ შეგისრულებია ნაპოლისთვის ბოლო თვეში. თუ საქმე გააკეთე და ფულს არ იღებ,მაშინ კომუნისტი ყოფილხარ და რას ლიბერალობ? რატომ ცდილობ შეეტენო იქ სადაც შენი ადგილი არ არის? დარჩი შენ ხალხთან და არ დაუჭირო მხარი ქვეყნის გამყიდველებს,ხომ არის შესაძლებელი ეს ამბავი? ამ ქმედებას მხოლოდ საქართველოში გაიგებენ,სხვაგან ვერა და ზემოთ რაც დავწერე იმას იტყვიან,ასეა ევროპა მოწყობილი, უფრო კაპიტალისტური სამყარო. ჩემთვის პირადად,დასაფასებელი საქციელია და მივესალმები მსგავს მიდგომას.ისიც სათქმელია,რა დააკლდებოდა იმ გაღორებულ ლაურენტისს,არც არაფერი.
იხვი
პატივისცემის ჟესტი არ იყო ეგ, პირიქით, ძალიან ლამაზად აჩვენა ლავრენტის, რომ თავისი გროშები თავისთვის დაიტოვოს. "ხურდა არ მინდაო" უთხრა პრაქტიკულად.
ძველ გულშემატკივარს
მეგობარო ხვიჩა როგორც მოიიქცა მაგას ევროპაში ვერ იგებენ….. არც ოსი არც ზელინსკი , სიმიონე,ანგისა პოლიტანო რომელი ერთი ჩამოგითვალო ეგრე არ მოიქცეოდნენ, მსუბუქად ვიტყვი ეგეთ საქციელს უცნაურს და სულელურს უწოდებენ. მეც ძველი გულშემატკივარი ვარ მახსოვს კეემპესი პაოლო როსი, ბეტეგა,კიგანის და კალცის თამაშს დინამოზე ვესწრებოდი ეს ისე ცნობისთვის.პ.ს. ისე ჯელტმენური საქციელია…..ბოლო ათწლეუებია დასავლეთ ევროპაში ვცხოვრობ და კარგად ვიცი ამათი მენტალიტეტი…..
kombato
მაგას ისედაც გააკეთებს და აკეთებს. აქ თემა ისაა რომ თავისი კაოცბა და ადამიანობა აჩვენა ყველას, მიუგდო ის ხელფასი რაც მისი გადმოსახედიდან არ სურდა მიეღო არაფერში და თავისი დონე დაანახა. ენატლიკინა რასპადორივით კი არ მოიქცა. წარმატებები ხვიჩას , პირველივე თამაშში გაიტანს გოლს, დამიჯერეთ და ნახავთ აგერ რამოდენიმე დღეში
გენი-ს
თვეში 8 ჯერ მეტს აიღებს, ეს იყო ლამაზად კარის გაჯახუნების ჟესტი, ტ-ში გაიკეთე ეგ ფულიო ნიშნავდა
50 წლის სტაჟიანი ფანი
გენის ....აღარ უნდა გამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან რასაც 25 და 40 წლის ბავშვები ქვი? მაინცდამაინც ვინმეს უნდა ერჩია არა ?. ხვიჩა არი დამოუკიდებელი პიროვნება და გადაწყვეტილება იქნებ თვითონ მიიღო ?. საქართველოში ეს უკვირთ
თბილისელი
ვკითხულობ და არც მიკვირს რომ ქართველების უმრავლესობა ასეთ ქაქ მდგომარეობაში არის.სულ სხვისი ფულის თვლაში და ჭკუის სწავლებაში ვართ.
სოსო
რონი,კვარამ მაგ ჟესტით ის თქვა,ფულის კი,არა უპატივცემულობის გამო მივდივარო შენგან.დე ლაურენტისმა სირცხვილი და ნამუსის ქენჯნა არ იცის,ამიტომ მისთვის ეს ერთი თვის ხელფასი,დამატებითი საჩუქარია.ამიტომ დავწერე,სჯობდა ნეაპოლელი გაჭირვებულების დასახმარებლად გადაერიცხაო,ის ფული.მაშინ ყველა ნეაპოლელი დარწმუნდებოდა მისი მძრახავების უსამართლობაში და მის მიმართ დამოკიდებულებაც,მის სასარგებლოდ შეიცვლებოდა.საქართველოში რომ გადმოერიცხა ეგ ფული,ასეთი ეფექტი აღარ ექნებოდა,ნეაპოლელებში.
ძველი გულშემატკივარი
კვარას ადგილზე რომ ყოფილიყვნენ ამ კომენტარების ავტორები (რომ იძახიან ბავშვთა სახლებიო, მოხუცთა თავშესაფრებიო, წალენჯიხაო და სხვა) დარწმუნებული ვარ ყველა თავად დაიტოვებდა ამ ფულს და არავის მისცემდა. ხვიჩამ გააკეთა ის რაც სწორი იყო, ვინაიდან მან ჩვენზე მეტი იცის ნაპოლისა და მისი პრეზიდენტის ამბები.
გენო
სისულელე გააკეთა მაგ შენმა ლეგენდამ
გენი
რატომ არ უნდა აეღო ფული.? ისედაც დაბალ ხელფასზე ოჯდა... ეს რომელმა ჭკვიანმა ურჩია?
გიორგი
პატარა ფსონების დადება მიყვარს ხვიჩას გოლის გატანაზე ვერცერთხელ ვერ გამოვიცანი ერთხელ ვარტყამდი და ისიც დავაქეშაუტე მაგრამ ამ ბიჭის წარმატებებს ვუსურვებ როგორც სპორტში ისე ყოველმხვრივ ცხოვრებაში .ფული კი აუცილებლად უნდა აეღო და ვინმე გაჭივრებულისთვის ეჩუქნა ვიცი რომ ბევრს ეხმარება მაგრამ ერთით მეტისთვის რომ გაემართა ხელი უკეთესი იქნებოდა ვიდრე მილონერის ყულაბა გაემდიდრებინა.
იკა
რა ლოგიკით აზროვნებთ ვერ გავიგე? რომ ამბობთ უნდა გამოერთმია და იმ ფულით კეთილი საქმე გაეკეთებინაო, კეთილი საქმის კეთების შანსი მერეც მიეცემა, მაგრამ ნაპოლიში ბოლო თვის ხელფასზე უარის თქმის შესაძლებლობა, აღარასოდეს მიეცემა.
სართიჭალიდან
წალენჯიხაში 60 ოჯახია???
იკა
მაგის გაკეთება მერეც შეუძლია და ის რაც გააკეთა (ბოლო თვის ხელფასზე უარის თქმა) ამას ვეღარასოდეს გააკეთებდა
ვოოტ
ახლა კი ნამდვილად ინანებს ლაურენტისი, რომ ხვიჩას ბევრად მეტს არ უხდიდა თვიურად...
რაფო
როგორც ვიცი ჩვენს ფულზე ხვიჩას თვეში 300 ათას ლარამდე ქონდა ნაპოლიში აეღო ეგ ფული და წალენჯიხაში თითო ოჯახზე 5-5 ათასი ლარი რომ მიეცა მთელ წალენჯიხას გაწვდებოდა ,ლაურენტესა მასე ვერ ააგდებ
Levani
როგორ არ მიყვარხართ ეს სხვის ჯიბეში ფულისმთვლელი ბუღალტრები. საქართველოში კომუნისტური ცნობიერება კიდევ დიდხანს არ ამოიძირკვება.
იან ობლაკი
უნდა გამოერთმია და საქართველოში ობოლი ბავშვებისთვის დაერიგებინა… ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს დიდი წარმატებები!
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
რასაც ხვიჩა, თავისი დაუღალავი სირბილით, ერთ წელიწადში აკეთებდა, მამუკამ ამის 25%-ით მეტი, ერთ დღეში აიღო.
ზაზა
ზურა ჯან, შენ მაგას ვერ გაიგებ და არც მიკვირს ასე რომ გაგიკვირდა ხვიჩას ეს საქციელი. ჯიგარ მაგას რომ მიხვდე, რასაც შენ უაზრო რაინდულ საქციელს უწოდებ, “კაკ მინიმუმ” შენს სულიერ სამყაროში რაღაც რენესანსის მსგავსი უნდა დაიწყოს, რაშიც ეჭვი მეპარება.
რონი
რაღა მეაპოლელ უპატრონო ბავშვებს? ჩვენ ნაკლები უპატრონო ბავშვები გვყავს? არუნდა შეერჩინა. გამოერთმია დო კაპეიკ და აქ ჩაერიცხა რომელიმე ბავშვთა თავშესაფრისთვის მაგრამ ტვინი ხო უნდა ამას?!
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
ყოჩაღ ხვიჩა! გაფასებდი და ეხლა, ასჯერ მეტად გაფასებ.
Რაგბის ფანი
აქ არც "ღორებისთვის მარგალიტის დაყრაზეა" საუბარი და არც "არა მათხოვრობაზე". ნაპოლის ლეგენდა ისე ღირსეულად მოიქცა, როგორც ლეგენდას შეშვენის
zura222
ვეთანხმები ქვემოთ გამოთქმულ აზრებს--უნდა აეღო ის ფული და ეგრევე გადაეცა ნეაპოლის ბავშთა სახლის ანმოხუცთა ან სხვა გაჭორვებილებისთვის და ამით ლაურასაც გააბანძებდა და ნეაპოლელების გულსც კიდევ ერთხელ მოიგებდა !
ჰმ.
სადმე ნეაპოლის საბავშვო ბაღში ჩაერიცხა. გააბითურებდა ჟმოტ პრეზიდენტს.
rigiti
ნუ დაუყრით "......" მარგალიტებს...
არა ქოცებს და არა ნაცებს!
სწორია! ვინაა მაგის მათხოვარი! :)
ირინა კვარაცხელია
ფულის ღორი ვინაა ნახეთო კვარამ:))
aburjga
გეორგიევსკის ტრაქტატი ამ მოვლენას რას შეედრება?! - ეს უფრო ამასიის ზავი იყო! ))))
სოსო
სჯობდა ნეაპოლელ უპატრონო ბავშვებისათვის ან სხვა საქველმოქმედო მიზნებისთვის გადაეცა.დე ლაურენტისს,მაგისი ნამუსი არა აქვს,რომ შერცხვენოდა.
C
ამიტომაა ხვიჩა ხვიჩა! ყოჩაღ
გიგო პაპა
მგონი მეღა დავრჩი ვინც ბონუსებიდან წილი ვერ მიიღო.:) ხვიჩა იყიდეს თუ გეორგიევსკის ტრაქტატი დაიდო?))))
zura222
აბსოლუტურად უაზრო"რაინდული" ჟესტია ! რომ გამოერთმია დაიქცეოდა აი ის ბებერი ღორი ფულისტი @@
ჯონი
გამოერთვა და ათასი უსახლკაროა და იმათვის ჩაერიცხა ჯობდა.
კოკო
მე ჩამირიცხეთ თიბისიზე თუ არ გინდათ
დდდ
დაახლოებით ისეთი ამბავია, ოფიციანტს რომ ორი ლარი უნდა დაუტოვო და ორასს რომ აჩუქებ - გიჟად უფრო ჩაგთვლის, ვიდრე მადლობელი დაგირჩება...
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს