ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტი“ 4:2 დაამარცხა.

წვიმიან ამინდში ლამაზი თამაში ვიხილეთ - პირველ ტაიმში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მასპინელთა მცველმა ჰაკიმიმ გაიტანა კიდეც, მაგრამ იქამდე მენდეშზე თამაშგარე დაფიქსირდა. შესვენებაზე „სიტის“ მწვრთნელმა გვარდიოლამ ცვლილებები განახორციელა და გრილიშმა და ჰოლანმა დონარუმას კარი დალაშქრეს, რომელმაც იქამდე რამდენიმეჯერ გადაარჩინა „პარი სენ ჟერმენი“. თუმცა, აქედან მოყოლებული ლუის ენრიკეს შეგირდები ინიციატივას დაეუფლენ და დიდი ძალებით გადავიდნენ იერიშებზე: ჯერ ბარკოლას კარგი რეიდის შემდეგ შეცვლაზე შესულმა დემბელემ გაიტანა, მერე ბარკოლამაც დაამწუხრა ედერსონი და ანგარიში გაათანაბრა. მორიგი შეტევისას დემბელეს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მაინც მოახერხეს პარიზელებმა ტანმორჩილი ნევეშის თავურით დაწინაურება, კომპენსირებულ დროში რამუშმაც გაიტანა და პსჟ-მა დიდებული გამარჯვება მოიპოვა.

პსჟ 10 ქულით ოცდამეორე ადგილზეა და ტურნირზე დასკვნით მატჩს 30 იანვარს გასვლაზე „შტუტგარტთან“ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, „პარი სენ ჟერმენის“ ახალწვეულს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც შეხვედრას ტრიბუნიდან მეუღლესთან ერთად უყურა, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება პარიზული გუნდის მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ექნება.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - მანჩესტერ სიტი 4:2

გოლები: 0:1 გრილიში (50), 0:2 ჰოლანი (53), 1:2 დემბელე (56), 2:2 ბარკოლა (60), 3:2 ნევეში (78), 4:2 რამუში (90+3)

ჟორა გაბრიჭიძე
გამოდის, რომ ხვიჩა ერთ წელში ორი ქვეყნის ჩემპიონი გახდება. დიდებულია.
ჟორა გაბრიჭიძე
რა თქმა უნდა პსჟ-ეს ბევრი აკლია ექსტრა კლასის გუნდამდე, მაგრამ გუნდი, რომელიც მეორე ტაიმში ორი ბურთით აგებს და თავის თავში იმდენ ძალას და აღმაფრენას პოულობს 4 უპასუხო ბურთი გააქვს, ბევრის მეტყველია და გუნდის მორალურ სიძლიერეზე მეტყველებს.ასე რომ გირჩევთ თქვენი პესიმიზმი მომავლისთვის შეინახოთ შეიძლება არც დაგჭირდეთ, მაგრამ მაინც.
Nikala
მთლად ერთი თამაშით ნუ გამოიტანთ დასკვნას,მითუმეტეს ფორმაში არ მყოფ სიტისთან,უფანტაზიო დემბელეთი.ამ სეზონში ამ გუნდს რეალი,ლივერპული გააცამტვერებს,ბარსელონაზე აღარაფერს ვამბობ.
sandrex
უკაცრავდ და,ამ მლიქვნელურ-პადხალიმურ კომენტარებს თავად თქვენ ხომ არ წერთ,აქაური ჭღრ-მღრ "ჟურნალისტები"?
sandrex
უკაცრავდ და,ამ მლიქვნელურ-პადხალიმურ კომენტარებს თავად თქვენ ხომ არ წერთ,აქაური ჭღრ-მღრ "ჟურნალისტები"?
sandrex
უკაცრავდ და,ამ მლიქვნელურ-პადხალიმურ კომენტარებს თავად თქვენ ხომ არ წერთ,აქაური ჭღრ-მღრ "ჟურნალისტები"?
ვახო
ეგენი ის ხალხი არ არიან? ხვიჩას, რომ ამცირებდნენ და ლანძღავდნენ?
ასეა!
ვახ, რა სასაცილოები ხართ აქ ზოგიერთები? პსეჟე აღარ არის ფერმერების გუნდი? ორმაგი სტანდარტების ოსტატები ხართ, როგორც გინდათ, ისე ჭრით და კერავთ.
ნიკი
15.ბავარია 16. რეალი 17. იუვენტუსი 22. პსჟ 25. მ.სიტი ამ ტაბლიცის შემხედი გამოშტერდება კაცი
მინდია
სიტი რომელ ადგილზეა თუ იცი???
x-ს
ასეთი ესთეტი, ფეხბურთზე ნუ ცდები!
ბს
რასაც თქვენ წერთ ჩემთვის უფრო სურვილია ვიდრე რეალობა! ღმერთმა ქნას როგორც თქვით მასე მოხდეს!
ვა რა დონეა
გუნდს, რომელიც 22 ადგილზეა და ბოლო შეხვედრაზეა ჩ.ლ-ზე მისი შემდგომი ბედი დამოკიდებული რატომ ადიდებთ.მაგარი არაადეკვატურები ხართ ანუ ალაოდ.
ლერი
რაპადორის ანახეთ ეს თამაში)))
ლერი
რაპადორის ანახეთ ეს თამასი)))
გია_544
დიდი სიამოვნება მივიღე ამ თამაშით და ხვიჩას ახალი გუნდით. ამათი ყურება შეიძლება ხვიჩას გარეშე და ხვიჩათი ხომ მითუმეტეს !!! ხვიჩა ამ გუნდ შემატებს ჟინს და ჩემპიონურ ხასიეთს. არ გამოვრიცხა, რომ პსჟ-ს ხვიჩა აუსრულებს ოცნებას ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. როგორც ნაპოლის აუხდინა ოცნება. საოცნებო თამაშს ვუყურეთ გუშინ. ნაპოლი ესე საჩემპიონო სეზონშიც ვერ თამაშობდა. ყოჩაღ, ენრიკე, საოცარი გუნდი შექმენი !
მალხაზ ჯობავა
რაც პსჟ,მ მეორე ტაიმში ითამაშა? ამისთანა თამაშით ძმაო ფინალში ნაღდად არიან. დემბელე თუ ცენტრში დააყენა და გვერდებზე კვარა ბარკოლა, ვინაა ძმაო მაგათი შემკავებელი. თან როგორი ახალგაზრდული გუნდია, ერთ, ორ წელიწადში მართლა გახდებიან ლიგის ჩემპიონები. იასონა კვირკველიასი არ იყოს, ბრდღვიან ყველაფერს ბიჭები!
ჟორა
დავრწმუნდი, რომ პსჟ გრანდია და ხვიჩასთან ერთად კიდევ უფრო ძლიერი გახდება. ასე, რომ ველოდოთ სიურპრიზებს.
გოგა
ამ ახალგაზრდებით შეიძლება ლიგის მოგება, ესეთ ხალხთან კვარაც იფრენს, სივრბი მეტი ექნება, პასი იცის და აქითაც არავინ დაუგვიანებს პას:) ველოდებით აბა 26 იანვარს, კვარას დებიუტს
გენა
ბარკოლას სკამზე დასმა ვერ წარმომიდგენია. მეორე მხრივ კვარას დონის ფეხბურთელის დასმაც უტვინობა იქნება. არ ვიცი ლუის ენრიჯე რას მოიფიქრებს
იასონას უდარი
ვიღაცეები ამბობდნენ,როდრი არ იმსახურებდა ოქროს ბურთსო და მათთვის პასუხი სიტის ამ სეზონის შედეგებია. 3-0 დაუქაჩა ფეინოორდმა ეტიჰადზე,ხოლო ახლა 2-0 პსჟ დაუქამბექა. როდრი ძალიან მაგარი ფეხბურთელია,სამწუხაროა რო ის სიტიში თამაშობს,რას იზავ,როცა დიდი ფული გაქვს და რეგულაციები გკიდია,ყველას მოთაფლავ.ნავთობის მომფსმელთა დერბი ხალიფამ მოიგო,ხარისხიანი მოფსა და მეტნაკლებად გამოისწორა სიტუაცია. კიდევ უფრო სამწუხაროა რო ასეთ გუნდში ქართველი ითამაშებს. გუშინ მითხრეს,სხვა მილიარდელებზე რატომ არაფერს ამბობო,ხოდა ვამბობ,თქვენ არ შეგხვდათ ეტყობა. თუმცა არაბებს და სხვა მილიარდელებს შორის ერთი დიდი განსხვავებაა,ისინი არ წარმოადგენენ მთავრობებს,როგორც მანსურები და ხალიფები,არ ცდილობენ სახელის გაწმენდას ფეხბურთით. თავის დროზე,აბრამოვიჩზეც იგივე დამოკიდებულება მქონდა,ჩელსიც არ იყო მთლად კარგ სიტუაციაში. ჩემს ფავორიტ კლუბზე გეტყვით,ლივერპულის მფლობელი არის ჯო ჰენრი,ამერიკელ-ირლანდიელი ბოსტონიდან,რომელსაც ეკუთვნის ბოსტონ რედ სოქსი,ბოსტონ სელტიქსში წილები და საფეხბურთო კლუბი ლივერპული. მათი მოსვლა ლივერპულში ისტორიული მნიშვნელობის არის,რადგან ამ ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური ირლანდიელია.ბრიტანეთში და ირლანდიაში,ყველაზე მეტი ფანი ირლანდიაში ყავს ლივერპულს,რადგან სწორედ მათი კერძის გამო ეძახიან სქაუზერებს.ამ ჰენრის ბევრი ფული აქვს,თუმცა უპრაგონოდ არ ხარჯავს. მახსოვს,ბილეთების ფასებმა ყველა კლუბმა გაზარდა,ხოლო ფანების თხოვნის შემდეგ,ჰენრიმ დაპირება გასცა,ფასები არ გაიზრდებოდა გარკვეული წლების განმავლობაში. ამ კაცისთვის ლივერპული არ არის მთლად ბიზნესი,მისი ფესვების არ დავიწყების ამბავია. შეადარეთ ეს მანსურას ან ხალიფას,რომლის ისტორია არის მსგავსი? დაიბადნენ და უკვე მილიარდელები იყვნენ,ხოდა ჰენრიმ თავის წვალებით იშოვა ფული,თან ეთნიკური ირლანდიალებს როგორ უყურებდნენ ამერიკაში ესეც კარგად იცით. ასეა ეს
მეგრელი
გვარდიოლას სიტი დაიჭირეს ბულკი თორემ არაფერი ისეთი))) სიტი თუ გავარდა აბა გამოიცანი ვინ მოიგებს ლიგას? (თეთრი მაისურები აცვიათ)
ჰკა ხვიჩა, ჰკა!
როგორც ცა და დედამიწა, ისეა ნაპოლი და პსჟ. წამებში გადადიან შეტევაზე და მოწინააღმდეგეც ვერ ასწრებს დალაგებას. ალბათ თითო ტაიმს ათამაშებს ენრიკე ხვიჩას და ბროკოლას, ძალიან დაფრინავს ეგ ბიჭი, მხოლოდ დამაგვირგვინებელი დარტყმა არ უვარგა ხვიჩასავით. მე კი ძალიან მინდა, მაგრამ გაუჭირდება ხვიჩას მაგის სკამზე გადასმა. ვნახოთ რა გამოვა. წარმატებები ჩვენს ლომს!
spectator
მიხარია პსჟს მოგება მაგრამ სიტის კრიზისი აქვს ჯერ კიდევ, თავს ძალიან ნუ მოვიტყუებთ. დაცვა დებილი ყავს სხვა შემთხვევაში არ გაუშვებდნენ ასეთ გოლებს
Qomagi
როცა გუნდი ძლიერია თან ახალგაზრდული მწრთვნელი ყავს ენრიკე,მაშინ იქ ძირითადი და სათადარიგო არ არსებობს . ყველა ერთია
ანაგელი
პსჟ ძალიან მაღალი დონის გუნდია და პერსპექტიული. შედეგს ნაღდად დადებს, ჩვენთვის მთავარია ხვიჩა მოერგოს “სასტავს”! სოსოს ვეთანხმები.
zura222
ძალიან მაგარ ფეხბურთს თამაშობს პსჟ ! შედარებაც არაა ნაპოლის სვარკასთან და ზუსტად ასეთ თამაშში გაილაღებს მაგრა კვარა ! საკითხავი ისაა უმაგრესად მოთამაშე ბარკოლას როგორ დასვმამს სკამზე ლუის ენრიკე ? ალბათ კვარასაც და ბარკოლასაც დააყენებს და ორივე რიგრიგობით ითამაშებენ ცრუ ცხრიანს დემბელესაც შეუძლია ცენტში გადაწევა და ბევრი რომ ჩივის პსჟ-ს ცენტრალური თავდამსხმელი არ ყავსო არც სჭირდება ასეთ თამაშში კვარა დემბელე ბარკოლას ტრიო საუკეთესო შეტევა იქნება ევროპაში !
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
მაგარი გუნდია პსჯ სკამის ფეხბურთელში რო 70 მილიონს იხდის.
გუჯი
რა ენერგიული ტემპი შემოგვთავაზა პსჟ-მ მეგონა დვალიშვილი ჩხუბობდა :) ძაან კარგი ახალგაზრდული გუნდია და კარგი მწვრთნელიც ყავთ მაგრამ რაღაც დოზით სტაბილურობა აკლიათ. არ ჩანს რომ ამათ მარცხენა მხარეს ვინმე ჭირდებოდათ მაგრამ როგორც არ უნდა იყოს კვარა კიდევ ბევრად გააძლიერებს ამ გუნდს.
Soso
ამ გუნდთან ერთად ყველაფერს მოიგებს ხვიჩა ორი სამი ფეხბურთელია 25 წელს ზემოთ სულ პატარა ბიჭები არიენ დაანგრევენ მთელ ევროპას
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო