ევროლიგაში ის გუნდები შეხვდნენ, რომელთა რიგებშიც წამყვან პოზიციაზე ქართველები არიან. თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა” ბოლონიაში მანუჩარ მარკოიშვილის ‘მონაკოს” უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ მარკოიშვილი მესამე სეზონია, მონაკოს სამწვრთნელო შტაბშია და 2 თვის წინ, როცა გუნდიდან საშა ობრადოვიჩი გაუშვეს, ერთი პერიოდი მთავარი მწვრთნელის პოსტი ეკავა. მერე გუნდის თავკაცად ლეგენდარული ბერძენი კალათბურთელი, ვასილის სპანულისი მოვიდა და მარკოიშვილმა გუნდში მუშაობა მის ასისტენტად გააგრძელა.

შეხვედრა ბოლონიური კლუბის უპირატესობით დაიწყო და მეორე პერიოდში "ვირტუსი" 21 ქულითაც იგებდა – 39:18. "მონაკოელებმა" თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს, საბოლოოდ კი მატჩი 86:80 მოიგეს. მასპინძელთაგან საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც მოედანზე 24:23 წუთი დაყო და 15 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8-დან 5 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკემ ორი სამქულიანი ააცილა.

7 მოგებითა და 16 მარცხით ვირტუსი ევროლიგის ცხრილში მე-16 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 31 იანვარს, ბოლონიელები სტამბოლში "ფენერბაჰჩეს" შეხვდებიან. რაც შეეხება მონაკოს, გუნდს 14 მოგების წილ 9 მარცხი აქვს და მესამე პოზიციაზეა.

საქართველოს ნაკრების ლეგიონერის, კამარ ბოლდუინის "ბასკონია" "რეალთან" მძიმე ბრძოლაში 89:90 დამარცხდა. მატჩის დასრულებამდე 17 წამით ადრე, ლუკა სამანიჩზე ალბერტო აბალდე დაჯარიმდა. სამანიჩმა ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და ანგარიში 89:87 გახადა. რეალმა შეხვედრა მარიო ჰეზონიას სამქულიანით მოიგო, რომელმაც გამარჯვების ბურთი მატჩის დასრულებამდე ერთი წამით ადრე ჩააგდო.

კამარ ბოლდუინს 26:23 წუთში 4 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა. მან 7-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ორი სამქულიანი და ორი საჯარიმო ააცილა. ბასკონია 9 მოგებით და 14 მარცხით მე-15 ადგილზეა, ისინი მომდევნო ტურში ბარსელონას უმასპინძლებენ.

GBF

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
თორნიკე შენგელიამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] შენგელიას გმირობა - თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და "ვირტუსი" ნახევარფინალში გაიყვანა
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] საკუთარ გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო - შენგელიას "ვირტუსი" "ბარსელონასთან" დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა