ესპანეთის ჩემპიონატში მეორე წრე დაიწყო. მე-18 ტურში მადრიდის "რეალმა" ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნას" უმასპინძლა და პირველ ტურში დამარცხებისთვის შური იძია. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატი დიდი მოულოდნელობით დაიწყო, როცა უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა ევროპული გრანდი "რეალი" შინ 1 ქულით დაამარცხა. დაიწყო მეორე წრე და რეალმა დებიუტანტს უმასპინძლა. შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით – 90:74 დასრულდა.

"რეალმა" ფაქტობრივად პირველ პერიოდში გადაწყვიტა მატჩის ბედი, რომლის ბოლოსაც 29:12 დაწინაურდა. ეს 17-ქულიანი უპირატესობა იყო მაქსიმუმი, რასაც "რეალმა" მიაღწია, დარჩენილ დროში კორუნელებმა თამაში გამოასწორეს და მეტოქეს აღარაფერი დაუთმეს, თუმცა აღნიშნული ჩამორჩენის აღმოფხვრა ვერ მოახერხეს.

ბურჯანაძე ბოლომდე იბრძოდა, განსაკუთრებით – ფარქვეშ. ქართველ ფორვარდს თავის გუნდში ყველაზე მეტი – 7 მოხსნა დაუგროვდა. მთლიანობაში მისი სტატისტიკა ასე გამოიყურება – 6 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა. ბექამ 7-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო არ უსვრია.რეალში 18 ქულით საუკეთესო იყო სერჟ იბაკა.

4 მოგებითა და 14 მარცხით "კორუნა" ბოლო, მე-18 ადგილზეა. შემდეგ მატჩს ბურჯანაძის გუნდი 1 თებერვალს, შინ "გრან კანარიასთან" გამართავს.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში