ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დღეს გაირკვევა, კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად თუ იბრძოლებს - პსჟ კარგ ხასიათზეა...

დღეს გაირკვევა, კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად თუ იბრძოლებს - პსჟ კარგ ხასიათზეა...

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის პირველი ეტაპი, ლიგის ფაზა, სრულდება. თუკი ზოგიერთი ტური სამ დღეზე გადანაწილებულიც კი ვნახეთ, ბოლო სათამაშო დღეს ყველა შეხვედრა ერთდროულად ჩატარდება - ამ საღამოს, 29 იანვარს, 23:59 საათზე.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ - პირდაპირ მერვედფინალში სატურნირო ცხრილის პირველი რვა გუნდი გავა. რაც შეეხება 9-24 ადგილებს, ისინი ერთმანეთს 1/16 ფინალში შეხვდებიან და გამარჯვებულები მერვედფინალში ითამაშებენ; პლეი-ოფის შესახებ ყველა დეტალი 31 იანვარს გვეცოდინება. "ბაიერნის" თავკაცი კომპანი ამბობს, მთელი კვირა მათემატიკაში ვვარჯიშობდი და ვიცი, ტოპრვისთვის რა იქნება საჭიროო; ასევე პოტენციური მოწინააღმდეგის გააზრება, პლეი-ოფში რომელი ადგილით გახვალ, მნიშვნელოვანია.

ჩვენი მთავარი ინტერესი გერმანიისკენაა მიმართული, სადაც "მჰპარენაზე"(60 449 მაყურებელი) ერთმანეთს "შტუტგარტი" და ხვიჩა კვარაცხელიას (პლეი-ოფამდე თამაშის უფლება არ აქვს) პსჟ ხვდებიან. რაც უნდა ვიცოდეთ - ფრე პარიზელებს შემდეგ ეტაპზე აუცილებლად გაიყვანს. თუკი "მანჩესტერ სიტი" და ზაგრების "დინამო" ვერ გაიმარჯვებენ, მაშინ როგორც პარიზელები, ასევე შტუტგარტელები, წაგების შემთხვევაშიც შემდეგ ეტაპზე იქნებიან, რისი შანსიც, გვარდიოლას გუნდიდან გამომდინარე, ნაკლებია. თუკი საქმე 11-ქულიანებს შორის იქნება, "ბრიუგეს" უარყოფითი ბალანსი აქვს, რაც ამ სცენარით გაუუარესდება და შესაბამისად, ეს გუნდი შემდეგ ეტაპზე ვერ გადავა. ბელგიელების "სიტისთან" სტუმრობა მაინც დღის ცენტრალური მატჩია.

პარიზელები ბოლო დროს კარგ ხასიათზე არიან. ასეა თუ ისე, "შტუტგარტს" დასაკარგი უფრო ცოტა აქვს. შიდა ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე მყოფი გერმანელებისთვის იქნებ ეს სეზონის მატჩიც იყოს და თუკი პარიზელებს ზედმეტი თავდაჯერება ექნებათ, ეცდებიან, დასაჯონ. კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად უნდა იბრძოლოს - დღეს მნიშვნელოვანი საღამოა!..

პსჟ-ს მთავარი პრობლემა მარცხენა ფლანგს უკავშირდება. აქ ვერ იქნება "კვარა" და მცველ მენდეშს დისკვალიფიკაცია აქვს. მოსალოდნელია, ლუის ენრიკემ სამი მცველით ითამაშოს ან მეორე ვარიანტიც გააჩნია. ბოლოს, როცა პორტუგალიელი არ იყო, ამ ადგილას მისი თანამემამულე ნევეში ვნახეთ(მანამდე 18 წლის ზაგე). ბოლო ტურში, ჰაკიმის არყოფნაში, ზაირე-ემერი მარჯვენა მცველად მოისინჯა, რომელიც შეტევის დროს ნახევარმცველი ხდებოდა და შესაძლოა, ახლა რაღაც მსგავსი მარცხნივ იყოს. არ დაგვავიწყდეს, 20 წლის ნევეში ბრწყინვალე ფორმაშია. ჰაკიმი და მარკინიოსი ბრუნდებიან; ვიტინია, რუიზი და ლი სასტაროს კანდიდატები არიან; ფორვარდი რამოში(მიმდინარე ტურნირზე პარიზელთა საუკეთესო ბომბარდირი - 2 გოლი) ალბათ კვლავ სათადარიგოთა შორის გადაინაცვლებს და შემტევი სამეული დემბელე-დუე-ბარკოლა იქნება. საინტერესოა, რომ მიმდინარე ტურნირზე მეტოქეების კარი პსჟ-ს 8 სხვადასხვა ფეხბურთელმა დალაშქრა(ერთი ავტოგოლიცაა).

რაც შეეხება ჰიონესის "შტუტგარტს", სახიფათო თავდამსხმელები ჰყავს(გუნდს ლიგაზე პარიზელებზე მეტი გოლიც აქვს). უნდავმა ლიგის ფაზის ეტაპზე "რეალის" კარი დალაშქრა, ახალგაზრდა ვოლტემადეც ძალიან შედეგიანია. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები ზამთარში "ჰოფენჰაიმიდან" შეძენილ დანიელ მარჯვენაფლანგელ ლარსენს იმავე მიზეზით ვერ ათამაშებენ, როგორც კვარაცხელიას შემთხვევაშია. გერმანელებს სამი ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთაც პსჟ-სთან დაპირისპირების საკმაო გამოცდილება გააჩნიათ - მეკარე ნუბელი, ისევე როგორც მიმდინარე ტურნირზე "შტუტგარტის" საუკეთრესო ბომბარდირი(ორი გოლით) მილოტი "მონაკოში" თამაშობდნენ, ფრანგი ცენტრალური მცველი რუაუ კი "ტულუზაში"(ოღონდ, ახლა დისკვალიფიცირებულია).

ეს გუნდები ერთმანეთს პირველად ხვდებიან. შეხვედრის მთავარი მსაჯი 43 წლის იტალიელი, დავიდე მასა იქნება, ლიგის ფაზის წინა ტურში "ატლეტიკოს" ფეხბურთელიც რომ გააძევა და "ლევერკუზენისაც". მან 12 იანვარს სერია "ბ"-ში მოედანი ვადაზე ადრე "ბრეშას" ფორვარდ მონჩინის დაატოვებინა. მასა გასული წლის 24 ნოემბერს კვარაცხელიას "ნაპოლისა" და "რომას" შეხვედრას მოემსახურა.

• იასონას უდარი

არ დამიყენებია კითხვის ქვეშ შტუტგარტთან მოგება,მე ვთქვი 1/8 ფინალი.ახლა 1/16 ფინალში გადის.პირველი რვა გუნდი პირდაპირ გადის,ხოლო 16 გუნდი ფლეიოფს თამაშობს.ჯერ გაერკვიე ლიგის წესებში და მერე შემომივარდი კომენტარში.

• ზურაბი

0:3 პირველ ტაიმში და ვერ გადის პსჟ? ამ გუნდის თამაში უფრო მოგწონს თუ ნაპოლის სვარკა?

• იასონას უდარი

შტუტგარტთან რო გაქვს თამაში და "თუ" აყოლებს,ლიგის მომგებ გუნდს გავს პსჟ? თუ შტუტგარტის გეშინიათ,მაშინ საფლეიოფო გუნდებზე რაღა დაგემართებათ,ისეთი გუნდები იქნებიან რო შეიძლება შიშისგან ჩაიფსათ. პსჟ ვერ გავა 1/8 ფინალში,ეს ცხადი ამბავია.შემთხვევითი არ არის ასეთი ცუდი შედეგები,რაღაც ვერ არის მაგ გუნდში რიგზე და ამის მოგვარება 7 თვეში ვერ შეძლო ენრიკემ,ხოდა ახლა შეძლებს? სიტისთან მოგება არფერს ნიშნავს,სიტიმ წელს ისეთები წააგო რო გასაკვირი არ არის. ფეინოორდმა 3-0 დაუქაჩა ეტიჰადზე და თუ ამით საზღვრავთ,მაშინ ფეინოორდი და პსჟ ყოფილან ფინალში :)

• ამატაკი

Zura 222 - ს არაფერი არ არის დასამატებელი. აი შენზე და შენს ჯიშ-ჯილაგზე რომ ვწერდე, მაშინ აუცილებლად დავამატებ, შენ არ ინერვიულო, კოხტავ!

• გიორგი

როგორც იქნა ჯუღელის შექება გვეღირსა ამ ადამიანის საუბრის მანერა არც მე არ მომწონს მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რომ მის დამსახურებაზე თვალი დავხუჭოთ ხვიჩა დინამოს ძირითადში იშვიათად ათამაშებდნენ მოსკოვის ლოკომოტივმა გუნდში არ დაიტოვა სადაც ქართველი მენეჯერი წყვეტდა ყველაფერს და ჯუღელმა ნორმალურ გუნდში შესძლო მოწყობა შემდეგ იყოდა არცერთი ევროპული გუნდი ვერ რისკავდა მის აყვანას გახსოვთ ალბათ სანიოლის სიტყვები ყველა ფრანგულ კლუბებს შევთავაზე მაგრამ მიპასუხეს სამსახურს ვერ დავკარგავ ბრაზილიელი რომ იყოს კიდევ გავრისკავდიო და ასეთ ვითარებაში მან შესძლო ნეაპოლში მისი გადაყვანა კონტრაქტი არიყო მთლად სახარბიელო მაგრამ მთავარი იყო ტრამპლინზე აყვანა საიდანაც ხვიჩამ შესძლო და პირდაპირ პარიზში გადახტა.

• kaxa

წარმატება კვარას, კაცს რომელსაც არაფრის ეშინია. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჯუღელს ასეთი კარგი ტრანსფერისთვის,უამრავი ბულინგის და რუსეთუმეს ძახილის მიუხედავად კარგად გაუკვლია ხვიჩას გზა ევროპაში. თვით ლაურენტისი და ალ ხელაიფი შეაბა ისე, რომ წინ ხვიჩას ინტერესები დააყენა. ხელფასის მხრივ კვარა არის მეოთხე ადგილზე კლუბში.

• zura222

სახელში ასო რ გამოგრჩა.

• ამატაკს

შტუტგარტი ფრით ბრიუგეს კი აჯობებს, ზაგრების ბალანსია საშინელი და ეგ გადაარჩენს, მაგრამ ფრეზე პსჟ არ ითამაშებს.

• ზაზა

მანდ საშინელი გადასახადებია და ამიტომ როდესაც ამბობენ 9-11 მილიონს, იგულისხმება ხელზე ასაღები თანხა რომელსაც გადასახადები თუ დაუმატე 16-ზე მეტი გამოდის. რაც შეეხება 9 თუ 11. გარანტირებული 9 მილიონია ხოლო დამატებით 1 მილიონს ჩემპიონობის შემთხვევაში მიიღებს ხოლო კიდე 1 მილიონს ჩლ-ს მერვედფინალში გასვლისთვის. შემდეგ ეტაპებზე გასვლის შემთხვევაში ნასერ ხელაიფი პირადად აწესებს ხოლმე დამატებით (კონტრაქტგარეშე) პრემიებს. ასე რომ 11 შეიძლება გამოუვიდეს და 15-ც თუ ჩლ მოიგებენ.

• მ.ზ.მანჩესტერი

კვარაცხელია ხვიჩა მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ ძალიან ძლიერ ფეხბურთელებთან უნდა ამტკიცოს ყოველ თამაშში დონე.უსმან დემბელე სეზონში, ოც მილიონზე მეტს იღებს,ლუკა ფერნანდესი ცხრამეტი მილიონზე მეტს,მარკინიოსი თექვსმეტ მილიონზე მეტს,დონარუმა თორმრტ მილიონზე მეტს,ხვიჩა მერვეა ანაზღაურებით ,თუ ცხრა-თერთმეტ მილიონ ევროს ,აიღებს,როგორც ხვიჩას აგენტები იტყობინებიან,ფრანგული მასმედია კი იუწყება,რომ თექვსმეტ მილიოხე მეტს აიღებსო,ამიტომ მართლა მაღალ დონეზე მართებს თავდაუზოგავად,ყოველ მატჩში,თამაში,მიაწექი ქართველო.გაახარე,ქართველები

• ზვიადი

პდჟ ისეთ მუხტზეა აუცილებლად მოიგებს და სიტისაც გაიყოლებს

• ამატაკი

ერთიც მინდა გითხრათ : იცით ყველაზე მაგრად ამ ამბავში რა მისწორდება ? - არაა რთული მისახვედრი - სულ ეხლახანს ( ნუ არცთუ დიდი ხნის უკან ) ეს ასმილიონიანი ვარსკვლავბიჭი / ქართული გენითა და სისხლით, ჯიშ-ჯილაგით/ ჩვენთან ბათუმში - აგორებდა ბურთს! ამ დროსაც მოვესწარი !

• ამატაკი

არ ვიცი თუ კიდევ რამე შეიცვალა ამ ლიგის ფორმატებში, თორემ რომ ვუყურებ პსჟ ფრეს შემთხვევაში 100 % -ით უნდა გადიოდეს შტუტგარტთან ერთად. წესით სიტი ბრიუგედან უნდა გავარდეს ერთერთი, ყველა ვარიანტში. ამ ორივეს უკეთესად აქვთ ბურთები ბრიუგესთან შედარებით- თუ ამ უკანასკნელმა წააგო, ხოლო თუ მოიგო ან ფრე გააგორა- სიტი ვარდება. ასე რომ ფრანგულ-გერმანულად უნდა ჩაეხუტონ ერთმანეთს და ყველაფერი კარგად იქნება. ახალი ეტაპიდან კი იცის ერთმა კაცმა, - რა და როგორ უნდა წავიდეს. ლიგას ცოტა მარილის მოყრა არ აწყენდა ჩვენი ბიჭისაგან! ცოტა მოთმინებაც , ჯიგრებო, ყველაფერი საუცხოოდ იქნება!

ჯერ ქართულად წერა-კითხვა,აზრის გამოტანა რომ ისწავლო და კომენტარების წერა მერე დაიწყო?შენც ცოდვა ხარ და მკითხველიც!

• ზაზა

ოე კაკოოო…. არ გაატრაკოო…. ჯიგარ ნუ ავარდები გოიმივით. გირჩევ ბოლომდე წაიკითხო სტატია, მხოლოდ სათაურებს შეეშვი და ნუ გეზარება ზოგადად კითხვა. წაიკითხე ორჯერ სამჯერ გულდასმით, აზრი გამოიტანე და ალბათ მიხვდები რომ კონკრეტულ მომენტში არავის არ უთქვამს ხვიჩაზე აუგი. აბა შენ იცი კაკო, წარმატებები.

• კროკო

ეგ ჩლუნგია. სულ მსგავს არაადექვატურ კომენტარებს წერს.

• კაკოს

წაიკითხეთ მარტო სათაური, არავინ გიშლით, მაგრამ მხოლოდ მაგით დასკვნის გამოტანა და კომენტარი ტეხავს. დარწმუნებული ვარ, ისიც არ გეცოდინებათ, ხვიჩა რომ არ იქნება. ამ საიტზე ბევრი პროფესიონალური კომენტარი იწერება და ნუ აფუჭებთ!

• კაკო

ერთი ადგილი არავის არ ჩაულოღნოდ რა თუ გაინტერესებდ ყველას ვინც მაგას ფიქრობდ ბოროტულად. წარმატებები ჩვენ ვაჟკაცს და ვაჟკაცებს ყველას ვისაც საქართველოსთვის გული უძგერს, დაგლოცოდ უფალმა ამინ

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია

ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს

[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა

[IVDEO] კატასტროფული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ტოტენჰემის მეკარე მე-16 წუთზე შეცვალეს

[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო

"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს

დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს

ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ

რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს

"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?

Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან

ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?