ჰოკეის ეროვნული ლიგის ახალი კლუბის "ვინიპეგ ჯეტსის" მოთამაშე რიკ რიპიენი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს
ჰოკეის ეროვნული ლიგის ახალი კლუბის "ვინიპეგ ჯეტსის" მოთამაშე რიკ რიპიენი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს, - ამის შესახებ წერს NHL-ის ოფიციალური ვებგვერდი.

პოლიციის ინფორმაციით, 27 წლის ჰოკეისტის სიკვდილი ძალადობის შედეგი არ ყოფილა. ბოლო დროს დეპრესიით გატანჯული რიპიენის გარდაცვალების მიზეზს არ აზუსტებენ.

როგორც გამოცემა Sportsrageous ვარაუდობს, რიპიენს, შესაძლოა, თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე. პოლიციამ არც დაადასტურა და არც უარყო ეს ინფორმაცია.

ეს ჰოკეისტი დიდი ხანი გამოდიოდა დაბალ კანადურ ლიგებში, 2005-06 წლების სეზონში კი დებიუტი ჰქონდა "ვანკუვერ კენაქსის" შემადგენლობაში. კარიერის განმავლობაში ფორვარდმა NHL-ში 119 მატჩი ჩაატარა და 16 ქულა (9+7) დააგროვა.

2010 წლის ოქტომბერში რიპიენი თავს დაესხა "მინესოტას" გულშემატკივარს. ჰოკეისტი ბარიერის მიღმა ცდილობდა ქომაგის გადმოთრევას, მაგრამ მწვრთნელმა და პარტნიორებმა შეაჩერეს.

რიპიენი "ვინიპეგში" (ყოფილი "ატლანტა") 2011 წლის ივლისში გადავიდა. ფორვარდმა ამ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი მიხედვით მომდევნო სეზონში 700 ათასი დოლარი უნდა გამოემუშავებინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა