29 იანვარს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების თაობაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა სპორტის საზოგადოებასთან სპორტის რეფორმა და თბილისის ახალი სტადიონის კონცეფცია განიხილა.

მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დედაქალაქის გარეუბანში აშენდება, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო, სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს. ახალ სტადიონს მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება, მოეწყობა საკონცერტო და საკონვენციო ინფრასტრუქტურა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ისაუბრა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს, მათ შორის, საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის კუთხით.

შეხვედრას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ასევე მოქმედი და ვეტერანის სპორტსმენები.

მთავრობას ახალი სტადიონის მშენებლობისთვის საკონსულტაციო მომსახურებას ჰოლანდიური კომპანია გაუწევს. სტადიონის კონცეფციის შექმნაში უეფას ექსპერტები ჩაერთვებიან.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებს.

GFF.GE

ღადაობთ?
თემქაზე ააშენეთ რააა...სიხარულის ადგილზე..თან გარეუბანიცაა ..თან ეს სოფელი გლდანიც აქვეა
მერაბი-1960
მრავალფუნქციური სტადიონიო, რომ აცხადებთ, იგულისხმება მათ შორის მძლეოსნობის შეჯიბრებისთვის? ანუ, სარბენი ბილიკებით? მე, როგორც ერთი რიგითი გულშემატკივარი, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.ჩვენს დინამოზე კარსუკანა ტრიბუნებიდან ყურება კიდევ არაუშავს,აწეულია და დახრის კუთხე მოხერხებული, სხვა სტადიონებზე? უბრალოდ, საცოდაობაა... არ უნდა გვეღირსოს წმინდა საფეხბურთო სტადიონი? ასეთი ხომ უდიდესი კომფორტია როგორც გულშემატკივრისთვის, ისე მოთამაშეებისთვის.
ბოკინიო
კობის რო უშვებ ვინ გყაბს უკეთესი? კობის დროს ნაკრები ევროზე გავიდა, კობის დროს ჩატარდა ევროპოს ჩემპიონათი ახალგაზტდებში, ახალგაზრდული ნაკრები ორჯერ გავიდა ევროპაზე! წინა ფედერაციების დროს ბევრი კლუბი ვერ ამთავრებდა ჩემპიონატს! მსაჯებს ცემდნენ მოედანზე გუბერნატორები! პლიუს კობის უეფაშიც კარგი თანამარომლობა აქვს!
xxx
ასი ქარხნის აშენებას მორჩნენ და ეხლა სტადიონის მშენებლობაზე გადავიდნენ.დ.დ.
გვაბოლებენ
მაგარს გვაოცნებებენ ერთი 100ქარხანა აშენდა და მეორეე სტადიონი აშენდება მალე და მესამეე ერთ ერთ უბანში თბილისის 4 ჯერ გადაუხადეს დამკვეთება ასაშენებელი ფული რისი გამჯეთებლები ხართ ყველა ხართ ფულის მონებიი ეა არის სიმართლეე რამდეს მოტეხავთ სტაიონზეე აუფ აუფფ თქვენ გენაცვალეთ კალაძე არ გაიმაზება მაგასაც შეხვდება ერთი 10 ლიმონიი რა გენაღვლებათ ხალხი კი გააქციეთ ქვეყნიდან და ვინც დარჩა იმათაც ნელ ნელა გაქცევთ და ეგაა იმენა ჯოჯოხეთი სუფევს საქართველოში ანტი ქრისტეები გვყავსს ოპოზიცია-პოზიციაში 99.99% იმენა ჯოჯოხეთი გვაქ ქვეყანაში
Karche ra
ფედერაციაში რაცარუნდა მოხდეს სიმართლეს გაუმარჯოს გასაშვებიაა ლევან კ9ბიაშვილი თავის სასტავთან ერთად აყომარებენ კლუბებს და კრისტალბეთან ერთად შოულობენ ფულებს კაზინოებმა დაღუპეს ქართული ფეხბურთი ეს იცოდეთ ვაფსე ყველამ.....
simartle
ერთმა ჩვენი ჩემპიონატის ფეხბურთელმა თქვა კრისტალბეთს ვინც სურს ფულს იხდის და ის ხდება ჩემპიონიო კრისტალბეთი ვისაც იტყვის ის გადის ევრო ტურნირებზეოო ეს იცოდეთ ხალხოო კრისტალბეთ თუ დაფინანსება უნდა ქართული ფეხბურთის აიყვანოს თუნდაც ლოკომოტივი თბილისის და გაიყვანოს ლიგის ჯგუფში მაგრამ რა ლიგის ჯგუფსზე უნდა ილაპარაკო 3 მილიონიან ქვეყანაში მთავრობას რო 20 მილიარდს გადაუხდი ყოველ წლიურად მითხარით გაანადგურეს ხალხიი მიწასთან გასწორეს ან გაქციეს ქვეყნიდან სამწუხაროდ.
კრისტალბეთს და ფედერაციას
რაცარუნდა ატარო გაკვეთილები და სემინარები ბატონო ლევან კობიაშვილო საკლუბო ფეხბურთი გადაქცეული გაქვთ ტოტალიზატორად კრისტალბეთი მოაშორეთ და ყველა კაზინო ფეხბურთის სპონსორობიდან ხო ხედავთ უკან უკან მივდივართ რაც კრისტალბეთი მოვიდა ჩვენს ჩემპიონატის სპონსორად და დაერქვა კრისტალბეთი ჩვენს ჩემპიონატს იმის მერეე წავიდა უკან უკან ყველაფერიი გინდა ჩემპიონატში და გინდაც ევრო თასებზე ერთ ეტაპს რო გავივლით გვიხარიაა ვიღაც ახლად შექმმნილ გუნდებთან სადაც კოფიციენტი უდაბლესი ჩვენ გვაქვს მაგათან ვაგებთ მუდამმ ფრეც სანატრელი შედეგია ამოიღეთ ხალხო ხმაა...და ფაქტი სახეზეა რა გამოდის ის რო ტოტალიზატორს თამაშობს ყველა გუნდი რაც ფედერაციიდან დაწყებული ყველამ იცისს!!!!!ერთი რამ კიდე ევროპის ჩემპიონატზე რო გავედით ეს არარის ფედერაცისს დამსახურება ეს ფიფიას დამსახურება უფროა ვიდრე ლევან კობიაშვილის და მისიი ფედერაცისსს!!!!!!!!!
იბერიელს
წელს დამთავრდება მეგობარო
დათა თუთაშხია
ახალი სტადიონი კარგია, მაგრამ რაღა კახეთისკენ მიდიხართ, სამხრეთ / დასავლათიდან უფრო მეტი მაყურებელი ჩამოდის ნაკრების თამაშზე და აქეთ აგეშენებიათ,აბა საქართველოს ჩემპიონატს გინდ 70 ათასიანი გაუკეთე გინდ ასათათასიანი, მაინ ათას კაცზე მეტი არ იკრიბება. ახლა მთავარი საკითხი, ამ დინამოს სტადიონზე რომ გასუსულები ხართ და ხმას არ იღებთ, რატომ? რას უპირებენ? ან სად ხართ ვეტერანებო გაჩუმებულები რომ ხართ, ვერ ხვდებით რომ დინამოს დანგრევა, თქვენი საკუთარი სახლების დანგრევის ტოლფასი რომ არის და თქვენი ისტორიის წაშლა? გააგებინეთ საქართველოს გულშემატკივრებს რა მიზნები გაქვთ, თორემ ტერიტორიების დამკარგავი სააკაშვილის შემდეგ, თქვენ იქნებით საქართველოს ფეხბურთის მატიანის წამშლელები და თბილისის და საქართველოს მაოხრებლები.
bd
ბრიტანულ სტილში იქნება იმედია მიხვდებით მაგდენს მარა დარწმუნებულივარ არ აშენდება
ჩვეული, ტრადიციიული და ინფრასტრუქტურულად ხელსაყრელი !
ბარემ და რუსთავში რომ ა(ვ)აშენეთ ? უფრო იოლი იქნება მისვლაც, "ვინაიდან და რადგანაც და მაშასადამე" : 1. აუცილებლად მოესწრება და ამასობაში და/ანუ სტადიონის აშენებამდე, 5-6 წლის წინ ბატონი კახა კალაძის "დაწყებულ-მიმდინარე" თბილისი - რუსთავის მიწისზედა მეტროს / ტრამვაის პირდაპირი ხაზიც აა..უცილებლად დასრულდება ; 2. უფრო მეტი და დიი..დი ფართობის გამონახვაც შესაძლებელია; და რაც მთარია და გადამწყვეტი, 3. კიდევ უფრო მეტად დაცილებულიც იქნება მთავარ სამიზნეს და კონკურენტს "დინამოს" სტადიონს. "დინამო" - სტადიონიც და კლუბიც უნდა ჩაიძიროს ბოლომდე ! აბა ვის სჭირდება ძველ, ტრადიციულ და მოსახერხებელ, მეტროს სადგურებთან (!) ახლოს მდებარე, ყოველმხრივ ადვილად მისასვლელ(!) სტადიონს, ტრადიციულ და ყველასათვის საყვარელ ადგილას ! აბა, ჰე ! აბა, ჰო !
იბერიელი
ძალიან გთხოვთ,მთავრობას და ფედერაციას, პატივცემულო ბატონებო ამ მომავალ ათწლეულში ბოლოს და ბოლოს დაამთავრეთ ზუგდიდის ცენტრალური სტადიონი,
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
ლაპორტა: პუტინის და მადუროს მსგავსი არ ვიქნები
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს