საფრანგეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში დამაჯერებელი ლიდერი ("მარსელს" 10 ქულით აღემატება) და დაუმარცხებელი პსჟ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მის მეტოქე "ბრესტს" ესტუმრება - დღეს, 1-ელ თებერვალს, 20:00 საათზე (თბილისის დრო).

"სტად ფრანსის-ლა ბლე"-ზე (15 220 მაყურებელი. უეფას ეგიდით გუნდი ქალაქ გენგამში თამაშობს) ჩასატარებელ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას თავიდანვე ველით(ბრესტთან თამაშის გამოცდილება ნაპოლიდან აქვს). ბარკოლა და დემბელე დიდებულ ფორმაში არიან, შუა კვირაში ევროტურნირზე თამაშის გამო კი როტაცია მოსალოდნელია (ზაირე-ემერი ტრავმირებულია). თავის მხრივ, ბრესტელებმა თვით მადრიდის "რეალს" შეხვდნენ.

ლუის ენრიკეს ფეხბურთელებმა გასულ ტურში "რეიმსს" ზედიზედ მესამე საშინაო შეხვედრაში ვერ აჯობეს. კვარაცხელიამ სადებიუტო მატჩში მშვენიერი ეპიზოდი შექმნა და დემბელეს გაატანინა. თუკი პარიზელები არ წააგებენ, ფრანგულ ისტორიაში მეოთხე შემთხვევა იქნება, როცა გუნდი ზედიზედ 20 მატჩში არ დამარცხდება.

პსჟ-მა და "ბრესტმა" 36-ჯერ ითამაშეს და "ლა ბლეს" ბინადრებს დედაქალაქელებთან ყველაზე ცუდი სტატისტიკა აქვთ - მხოლოდ 8% მოიგეს. პირველ წრეში, მე-4 ტურში, პარიზელებმა (3:1) იმარჯვეს, უსმან დემბელემ კი, ბოლო რვა შეხვედრაში 11 გოლი რომ აქვს, დუბლი შეასრულა. წინა სეზონში 2:2 ვნახეთ, სადაც ბარკოლამ ჯერ საგოლე პასი შეასრულა, ბოლოს კი გააძევეს.

პსჟ-ს განაცხადი

რომელი ფაქტი მეტყველებს ცუდად პსჟ-სთვის? - მიმდინარე სეზონში, ხუთი შემთხვევიდან ოთხში, როცა გუნდმა ქულები დაკარგა, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ იყო. რაც შეეხება "ბრესტს", ევროტურნირის შემდეგ 21 შესაძლებელიდან 18 ქულა აიღეს.

ბრესტელებს ერთი გამარჯვება სჭირდებათ, რათა ერიკ როის გუნდმა 20 მატჩში მეათე მოიგოს, ეს კი წინა სეზონის შედეგის გამეორება იქნება, გუნდმა საბოლოოდ მესამე ადგილი რომ დაიკავა.

ვნახოთ, შუა კვირაში დატვირთვის შემდეგ, გუნდები რას შემოგვთავაზებენ. მთავარი მსაჯი ბასტიანი იქნება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ხშირად ვხვდებით, ბოლოს კი პსჟ-ს "ლიონთან" უმსაჯა, სადაც გიორგი მიქაუტაძემ დონარუმას გაუტანა და ამას მცირე ინცინდენტიც მოჰყვა.

დღეს ღამესვე (ჩვენი დროით კვირას, 00:05 სთ) ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენი" ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრილ "ლილს" ესტუმრება; მწვრთნელშეცვლილი გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" კვირა საღამოს (23:45 სთ) "მარსელს" ეწვევა და ეცდება, ისინი პსჟ-ს უფრო დააშოროს, თვითონ კი მიუახლოვდეს!..

ბადრი
თურმე ბარკოლაც ძალიან წუხს, ვახოს როგორ არ უნდა ვიცნობდეო.
elodes
ელოდე ახლა რამდენი კაცი შეგაგინებს, ხხხ ტფუუუ.
ელოდე
ველოდებით, დაველოდებით, დაველოდეთ...ფულზე ხარბობამ იცის ასე უთავბოლო ბოდიალი. ჯერ გამხდარიყო იტალიის ჩემპიონი და მერე დიდ გუნდებში არჩევანი გარანტირებულად ჰქონდა, მაგრამ გარემოცვამ 3 წელი ითმინა და არაბულ კრეზებს შეასკდა. კვარამ ახლა კონკურენტების ჩანაცვლებაზე იზრუნოს, ფინანსების მართვაზე, გარემოცვის მადის დაკმაყოფილებაზე თუ ...........
ვახო
ბარკოლას არ ვიცნობდი და მართლა კარგი ბიჭი ყოფილა.. მაგის სკამზე დასმა როგორ შეიძლება.. ხვიჩამ უნდა თავისი ნიშა ნახოს მასთან პარალელურად თუნდაც ცენტრში..
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო