ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საბერძნეთი უკვე საშიშია

საბერძნეთი უკვე საშიშია

ზუსტად სამიოდე კვირაც და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დავიწყებთ. ყოველი ახალი შესარჩევი ციკლი ჩვენთვის ახალი იმედია და საინტერესოა, თუ როგორ ხვდებიან ჩვენი მეტოქეები საკვალიფიკაციო ოფიციალურ მატჩებს...

ზუსტად სამიოდე კვირაც და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დავიწყებთ. ყოველი ახალი შესარჩევი ციკლი ჩვენთვის ახალი იმედია და საინტერესოა, თუ როგორ ხვდებიან ჩვენი მეტოქეები საკვალიფიკაციო ოფიციალურ მატჩებს. 11 აგვისტოს მათაც გენერალური რეპეტიცია ჰქონდათ და მოდით გადავავლოთ თვალი და ვნახოთ, რომელმა გუნდმა როგორ ჩაატარა ეს რეპეტიცია.

საბერძნეთი მოგებული დაგვიხვდება

სერბეთი-საბერძნეთი 0:1

გოლი: სალპინიდისი (45)

შესარჩევ ციკლს 3 სექტემბერს საბერძნეთთან გასვლითი მატჩით ვიწყებთ და ვნახოთ, თუ რა ვითარებაა მეტოქის ბანაკში. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატიდან გამოთიშვის შემდეგ ბერძნებმა ნაკრების თავკაცი შეცვალეს - გერმანელი ოტო რეჰაგელი პორტუგალიელმა ფერნანდო სანტოშმა ჩაანაცვლა. ბერძენთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში სანტოშს სწორედ 11 აგვისტოს, სერბეთთან გასვლით შეხვედრაში ჰქონდა არაოფიციალური დებიუტი, ოფიციალური კი სწორედ ჩვენს ნაკრებთან ელის.

ბერძნების თავკაცმა სანტოშმა ჯერ კიდევ სერბეთთან მატჩამდე განაცხადა, რომ ნაკრების ტაქტიკას შეცვლიდა. იგი ასეც მოიქცა და 4-4-2 სქემით ათამაშა ბელგრადში გუნდი, რამაც გაამართლა კიდეც და სანტოშის წარმატებული დებიუტიც შედგა. სერბეთში ბერძნებმა 1:0 მოიგეს. ეს ერთადერთი გოლი სალპინიდისმა გაიტანა.

ბელგრადში ჩატარებული მატჩით ელადელთა პორტუგალიელი მწვრთნელი კმაყოფილი დარჩა და მასმედიისთვის მიცემულ კომენტარში შემდეგი აღნიშნა:

"ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩვენი ფეხბურთელები კარგად ირჯებოდნენ როგორც დაცვით ოპერაციებში, ასევე შეტევისას. მართალია მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ, მაგრამ უფრო სოლიდურად მოგებაც შეგვეძლო. რაც მთავარია, აშკარად გამოჩნდა, რომ ფეხბურთელებს რწმენა და მონდომება არ აკლდათ. თუმცა ეს კიდევ არ იყო იდეალური თამაში და სამუშაო კიდევ გვაქვს. ჩვენი მთავარი მიზანია, საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩებს საქართველოსთან და ხორვატიასთან, სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. მანამდე კიდევ არის დრო და ნაკლის დახვეწაზე უნდა ვიმუშაოთ".

საბერძნეთის ნაკრებმა სერბეთთან ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

სიფაკისი - ვინტრა (81. მანიატისი), კირიაკოსი (46. პაპადოპულოსი), პაპასტატოპულოსი, სპიროპულოსი - კაცურანისი, ტოროსიდისი (67. კაფესი), კარაგუნისი (87. მარინოსი), ნინისი (74. პაპადოპულოსი), - სალპინიდისი (46. გეკასი), სამარასი.

ფერნანდესმა ისრაელში ზავი ჩამოაგდო

შესარჩევ ციკლში ბერძნებთან მატჩის შემდეგ, 7 სექტემბერს ისრაელს ვუმასპინძლებთ და ვნახოთ, თუ რა ვითარებაა ამ გუნდში. შეგახენებთ, რომ ელადელთა დარად ებრაელებსაც ახალი მწვრთნელი ჰყავთ. თუმცა, ისრაელის ნაკრები ფრანგმა ლუის ფერნანდესმა გაზაფხულზე ჩაიბარა და უკვე ორ საკონტროლო შეხვედრაში უხელმძღვანელა გუნდს, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა - 26 მაისს ურუგვაისთან 1:4, 30 მაისს კი ჩილესთან 0:3. 11 აგვისტოს ისრაელის ნაკრებს საერთაშორისო ამხანაგური მატჩი არ გაუმართავს. ორმა წაგებამ ფერნანდესს დაანახვა, რომ გუნდში სამუშაო ბევრია. ამიტომაც ებრაელთა თავკაცმა მოსამზადებელი შეკრება რამათ განში მოაწყო და ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით გამოიძახა. 11 აგვისტოს მან გუნდი შეკრიბა, ორ შემადგენლობად დაჰყო და 30-წუთიანი 3 ტაიმი ათამაშა. ებრაელთა ეს სპარინგ-მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

"აქამდე მხოლოდ ორ მატჩში ვათამაშე გუნდი და გამოჩნდა, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. ამიტომაც, საჭიროდ ჩავთვალე მოსამზადებელი შეკრების მოწყობა. ფეხბურთელების მონდომებითა და საქმისადმი მიდგომით კმაყოფილი ვარ, მაგრამ საფეხბურთო ელემენტების დახვეწაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი მიზანია, მალტასთან და საქართველოსთან მატჩებს მზადყოფნაში შევხვდეთ და ამ შეხვედრებში ჩვენი თამაშით გულშემატკივარი გავახაროთ", - აღნიშნა ებრაელთა ფრანგმა თავკაცმა.

ალბათ, საინტერესო იქნება იმ შემადგენლობასაც გადავავლოთ თვალი, რომელიც ფერნანდესლმა ჩვენს ნაკრებთან მატჩისთვის ამ შეკრებაზე გამოიძახა:

მეკარეები: დუდუ აბათი (მალიორკა, ესპანეთი), არიელ ჰარუში (ბეითარი იერუს.), ოჰათ ლევიტა (ვაალვაიკი, ჰოლანდია);

მცველები: დანი ბონდარი (ჰაპოელი, თ-ა), დეკელ კეინანი (ბლექპული, ინგლისი), ავი შტრული (მაქაბი, თ-ა), იან ზივი (მაქაბი, თ-ა), თალ ბენ ჰაიმი (ვესტ ჰემი, ინგლისი), ოდედ ელქაიამი (ჰაპოელი, ჰ.), ადულ ტუბული (ჰაპოელი, აშქ.), გალ შიში (ჰაპოელი, თ-ა);

ნახევარმცველები: ავიჰაი იადინი (ჰაპოელი, თ-ა), თამირ კოხენი (ბოლტონი, ინგლისი), კორალ კოხენი (ნიურნბერგი, გერმანია), გილ ვერმუტი (ჰაპოელი, თ-ა), ლიორ რაფაელოვი (მაქაბი, ჰ.), ამია ტაგა (ჰაპოელი, აშქ), ეიალ გოლაშა (მაქაბი, ჰ.), იოსი ბენაიონი (ჩელსი, ინგლისი), მაორ მელიქსონი (ჰაპოელი,ბ-შ);

თავდამსხმელები: ელიავინ ბარდა (გენკი, ბელგია), რობერტო კოლაუტი (მაქაბი, თ-ა), ითაი შეხტერი (ჰაპოელი, თ-ა), ერან ზეხავი (ჰაპოელი, თ-ა), ბენ საჰარი (ჰაპოელი, თ-ა), ბარაქ იცხაკი (მაქაბი, თ-ა).

ხორვატიისთვის საბერძნეთი უკვე საშიშია

სლოვაკეთი-ხორვატია 1:1

გოლები: 1:0 შტოხი (52), 1:1 ელავიჩი (54)

ხორვატებთან წელს თამაში არ გვიწევს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხორვატია მეტოქედ პირველი კალათიდან გვერგო და ჯგუფში ფავორიტად მიიჩნევა. მით უმეტეს, სლავენ ბილიჩის გუნდი წელს ჩატარებულ მუნდიალზე ვერ მოხვდა და ყველაფერს გააკეთებს, ორი წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე რომ იასპარეზოს. შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ხორვატებს გენერალური რეპეტიცია სლოვაკეთთან გასვლით ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდათ. ბრატისლავაში გამართულ ამ მატჩში ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. თავდაპირველად მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ ბილიჩის ბიჭებმა საბოლოოდ ფრე გაახერხეს, გოლი შეცვლაზე შესულმა ელავიჩმა გაიტანა.

ხორვატიამ სლოვაკეთში 4-2-3-1 ტაქტიკითა და ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

რუნიე, შიმუნიჩი, შილდენფელდი, ჩორლუკა, სრნა, ვუკოევიჩი, მოდრიჩი, კრანჩარი (46. ელავიჩი) რაკიტიჩი (71. დუიმოვიჩი), ოლიჩი (46.ედუარდო), მანჯუკიჩი (46. პეტრიჩი).

ხორვატები მეორე ტურში მთავარ მეტოქედ მიჩნეულ საბერძნეთს ხვდებიან. ბილიჩმა ბერძნების თამაშის სანახავად მზვერავი გაგზავნა. მსტოვარმა ბილიჩს მეტოქეზე საკმაო ინფორმაცია მიაწოდა და გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ამ უკანასკნელმა საბერძნეთის ნაკრები ასე დაახასიათა:

"ბოლო წლების განმავლობაში საბერძნეთის ნაკრებს ერთი მწვრთნელი ხელმძღვანელობდა და კარგად გვყავდა შესწავლილი ეს გუნდი. ბერძნების ახალმა თავკაცმა ბევრი რამ შეცვალა და საკმაოდ წარმატებულადაც. ბევრი რამ მითხრეს სერბეთში ბერძნების თამაშზე. შეიძლება ითქვას, რომ საბერძნეთის ნაკრები ეს არის გუნდი, რომელიც ჩვენთვის უკვე საშიში ძალაა. სანტუშის გუნდი ჩინებულად თამაშობს დაცვაშიც და შეტევაშიც და მის წინააღმდეგ ყრადღებით თამაშია საჭირო".

ლატვია პრაღაში დაჩეხეს

ჩეხეთი-ლატვია 4:1

გოლები: 1:0 ბედნარი (49), 2:0 ფენინი (54), 3:0 პოსპეხი (74), 4:0 ნეციდი (77), 4:1 ცაუნია (90)

ალექსანდრს სტარკოვსის ლატვიის ნაკრები ჩეხებმა პრაღაში დაჩეხეს, 4:1 დაამარცხეს. ლატვიელებმა მრისხანე ჩეხებს პირველ ტაიმში კი გაუძლეს, მაგრამ შესვენების შემდეგ მასპინძლებმა სწრაფი გოლებით გატეხეს სტარკოვსის გუნდი. ოთხი გატანილი ბურთის შემდეგ ლატვიელთაგან პრესტიჟის გოლი, მოედანზე შეცვლაზე შესულმა ცაუნიამ გაიტანა.

"რა თქმა უნდა 1:4 წაგება საკმაოდ არასასიამოვნო შედეგია, მაგრამ აქაც შეიძლება პოზიტივის მოძებნა. ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, რადგან შესარჩევ ციკლს მრისხანე ხორვატიასთან მატჩით ვიწყებთ. ვფიქრობ, ეს მატჩი ჩვენი გუნდის პროგრესს წაადგება. ახლა მთავარია მუშაობა გავაგრძელოთ და ხორვატიას მზად დავხვდეთ", - აღნიშნა ლატვიის ნაკრების თავკაცმა.

ლატვიამ ჩეხეთში ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

ვანინსი, კლავა, ივანოვსი, გორკსი, მიხადიუკი, ლაიზანსი, რაფალკისი (80. ფერტოვსი), პერეპლეტკინსი (74. სოლონიკინსი), რუბინსი (48. ჟიგაევი), ვერპაკოვსკისი (69. გრებისი), კარლსონსი (60. ცაუნია).

მალტამ მაკედონიასთან ფრე გაახერხა

მალტა-მაკედონია 1:1

გოლები: 0:1 ტრიჩკოვსკი (36), 1:1 მიფსუდი (47)

ბოლოსთვის აუტსაიდერად მიჩნეულ მალტაზე ვთქვათ. კუნძულელებმა ამხანაგურ შეხვედრაში მაკედონიას უმასპინძლეს. ბალკანელებთან მალტა მინიმალურად აგებდა, მაგრამ მიფსუდმა წონასწორობა აღადგინა და მალტელებმა საბოლოოდ ფრე გაახერხეს.

მალტამ მაკედონიასთან ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

ჰოგი, ქარუანა, მამო (46. ფაილა), სკიბერასი (65. რ. ფენეჩი), აგიუსი, ბაიადა (80. პ. ფენეჩი), ბრიფა (73. კოჰენი), მიფსუდი, ბოგდანოვიჩი, ჰერერა, პასე.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია