საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტური ადრე დაიწყება, რადგან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის (ლილი პირდაპირ მერვედფინალშია) მონაწილეებს ძალების აღსადგენად მეტი დრო ჰქონდეთ. დღეს, 7 თებერვალს, ტურს "ბრესტი" გახსნის, თბილისის დროით უკვე ხვალ, 00:05 სთ-ზე კი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ "მონაკოს" "პარკ-დე-პრენსზე" (48 229) უმასპინძლებს.

ეს გუნდები პირველი წრის ეგიდით ერთმანეთს 19 დეკემბერს შეხვდნენ, 5 იანვარს სუპერთასი გაითამაშეს და პარიზულ კლუბს ამ შეხვედრებშიც და ზოგადადაც, შიდა არენაზე ძალიან დამაჯერებელი პერიოდი აქვს - 20 მატჩში 50 ქულა მათ გარდა ისტორიაში მხოლოდ "ლიონს" მოუპოვებია; ლუის ენრიკეს გუნდმა ბოლო 40 საშინაო დაპირისპირებოდან 38-ში გაიტანა; უკანასკნელ 13 მატჩში 36 შედეგიანი დარტყმა აქვთ; უშალო კონკურენტ "მარსელთან" სხვაობა 10 ქულაა. აქვე გეტყვით, რომ თასის 1/4 ფინალში პარიზელებს უფრო სუსტი მეტოქე ეყოლებათ, ვიდრე აქამდე და 26 თებერვალს მე-4 ლიგის "სტად ბრიოშენს" სენტ-ბრიუში ესტუმრებიან.

პსჟ ისტორიაში ყველაზე ხშირად სწორედ "მონაკოს" შეხვდა - 113. უახლოესი მეტოქე ერთადერთია, პარიზელები 40-ზე მეტ მატჩში (48) რომ დაამარცხა, დედაქალაქში ბოლო 13 სტუმრობიდან კი 12-ში გაიტანა. ჰუტერის გუნდმა გასვლით მატჩებში ძალიან სუსტია და ჩემპიონატში სტუმრად ბოლოს ოქტომებრში გაიმარჯვა. ოთარ კიტეიშვილის "შტურმიდან" შეძენილმა, 21 წლის დანიელმა, მიკა ბირითმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და გუნდი "მარსელს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. ორი შედეგიანი პასის მიუხედავად, ემბოლო სათადარიგო უნდა იყოს. არ იქნება სინგო, რომელმაც მეკარე დონარუმას სახე დაუზიანა.

ჟოაო ნევეში მომჯობინდა

ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მესამე შეხვედრაში (ერთი საგოლე პასი) სასტარტო შემადგენლობაში თუ არ იქნება, იმ მიზეზით, რომ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს. ჟოაო ნევეში მომჯობინდა და იმედია, ნახევარმცველი მანამდე არსებულ ფორმას დაიბრუნებს. დემბელეს ბოლო 8 შეხვედრაში 14 გოლი აქვს, ბარკოლას შვიდში - 10.

მთავარი მსაკი ყველაზე ცნობილი და გამოცდილი, კლემენტ ტურპინი იქნება.

ექვსეულისთვის მებრძოლი გიორგი მიქაუტაძის (4 გოლი, 1 საგოლე პასი) "ლიონი" "რეიმსს" კვირას, 9 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაუხვდება, ხოლო, გასავარდნი ზონიდან ამოსასვლელად, ზურიკო დავითაშვილის (7 გოლი, 2 შედეგიანი პასი) "სენტ ეტიენი" შაბათს ღამით (ჩვენი დროით კვირას, 00:05 სთ-ზე) ერთი საფეხურით ზემოთ მყოფ "რენს" უმასპინძლებს.

MM-ს
როგორ გამაცინე :-) :-) :-)
გიორგი
ძირითადშია ხვიჩა
ბატონო მირო
ნამდვილად ვიცი დემბელეს 25 კაციანი სუფრა გაუშლია და კვარაცხელიების ოჯახი დაუპატიჟია.თამადა ლუის ენრიკე ყოფილა.ჩიტის რძე არ აკლდა სუფრას.
MM
გუშინდელი ვარჯიშის მერეც ეგრევე სახლისკენ გაქცეულა ....
ტოტის
ხოდა მითუმეტეს
გია
კვარამ თუ სისწრაფეებს არ მოუმატა ჩვეულებრივი საშუალო დონის ფეხბურთელია, ასევე უნდა გააუმჯობესოს ფინიში და ამას მიაღწევს თავდაუზოგავი შრომით. სახლში კი არ უნდა მიეჩქარებოდეს ვარჯიშის შემდეგ სტადიონზე უნდა დარჩეს და დამატებით ივარჯიშოს როგორც ამას რუბინში აკეთებდა. არ ვსაუბრობ ჩასაფრებულის პოზიციიდან ეს უბრალოდ ჩემი როგორც კვარას რიგითი გულშემატკივარის სურვილია.
gogi
გარედან ისე ჩანს, რომ კვარა საკმაოდ ინტროვენტული ბუნების ადამიანია, აქედან გამომდინარე ადაპტაციის პერიოდი შეიძლება გაუგრძელდეს კიდეც. ისე ორ წელზე მეტი იყო ნაპოლიში და ვერ იტყვი კაცი რომ ვინმესთან მეგობრული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. ერთი დი ლორენცო გამოეხმაურა მის წასვლას ჯიგრულად თორემ დანარჩენებმა მხოლოდ ისე რა ილაპარაკეს
მირო
კვარას ეტყობა ცოტა ცივად დახვდნენ კოლექტივში,ხელგაშლილად ნამდვილად არ დახვედრიან და აქედან გამომდინარე ცოტა მეტი დრო დასჭირდება,სანამ თავის მიმართ განწყობას შეუცვლის გუნდს.აშკარად ჩანს რომ ჯერჯერობით სხვისი შვილივითაა,მაგრამ რომ დაინახავენ რა კაი ადამიანიცაა, დაუძმაკაცდებიან და თამაშიც წაუვა.
zura222
ესპანეთის ლაღ შემტევ გუნდთან თამაში და ანტიფეხბურთის მოთამაშე ავტობისის დაცვაში ჩამყენებელ გუნდთან თამაში სულ სხვადასხვა რამეა ხვიჩასთვისაც და მესისთვისაც ! ესპანელები ჩვენთან შემტევ ფეხბურთს თამაშობდა მაქსიმუმ 5 უკან მდგომი ფეხბურთელით და ის ხუთი ფეხბურთელი გაშლილი იყო ფართოდ და კვარას ზუსტად ეგ უნდოდა და გაილაღა ! ასეთ მომენტში ნებისმიერი კარგი შემტევი ფეხბურთელი გაილაღებს
toti
სად მესი და სად კვარა? 24 წლის ასაკში უკვე 3-ჯერ ქონდა ოქროს ბურთი მოგებული
ვნახოთ
საერთოდ უკეთესია გუნდში გადასვლა ზაფხულში, რომ სრულად შეკრება და ადაბტაცია გაიარო. ზოგი ფეხბურთელი ვერ ახერხებს ზამთრის პერიოდში გადასვლით თავი წარმოაჩინოს და ამიტომ რწმენა ეკარგებათ. არ მინდა ამ შემთხვევაში კვარას დაემართოს ასე, თუმცა ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა. ვნახოთ უახლოს თამაშებში ლიგა 1-ში და ჩემპ. ლიგაზე როგორ წარმოაჩენს თავს. მარტო სტატისტიკური შეფასებები რომ საუკეთესო იყო არაფერს ნიშნავს, მან საკუთარი თამაში უნდა იპოვოს.
გიგი
დაიღალა დასვენებით, მონდომების და თამაშის დროა
თენგო
მესი რომ გადავიდა პსჟ ში, გახსოვთ პირველი თამაშები? ადაპტაცია ყველა ფეხბურთელს ჭირდება
zura222
რა დასვენებაა ? ეგენი ვერ არიან ? პირიქით ეხლა უნდა ითამასოს და უფრო გაუშინაურდეს გუნდს და უფრო შევიდეს ფორმაში ლიგის თამაშებისთვის !
Zaza
უფრო მარტივი საზომიც არსებობს და ეს ტრანსფერმარკტის შეფასებებია რომლის მიხედვით პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელი და მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა! გოლებს რაც შეეხება, როგორც კი ერთს გაიტანს წამოვა სერიაც. კარიერის პირველ ჰეთთრიკსაც გააკეთებს და დუბლებიც ხშირი იქნება. შედეგიანობის ახალ ეტაპზე გადავა უბრალოდ პატარა გამართლება უნდა რო დაიწყოს ათვლა. მბაპემ მადრიდში 5 თამაში ვერ შეაგდო მაგრამ აგერ წინა კვირაში უკვე ჰეთთრიკიც მიითვალა. მთავარია კლასი არის და გოლები არსად არ გაიქცევიან.
ფეოლა
თამაშის ხარისხი,საგოლე პასებით,გატანილი გოლებით,არ იზომება,ხარისხი ან აქვს ,გუნდურად და ინდივიდუალურად თამაშისას,ფეხბურთელს ან არა აქვს,ან ეხმარება ფეხბურთელი გუნდს ან ვერა,და დანახვა კი როგორი გადაღლილი ფეხბუტთელი,მხოლოდ მთავარი მწვრთნელმა იცის და პასუხისმგებლობაც მასზეა,სხვების "ანალიზები" კი ფეხბურთელის თამაშზე,ყოველთვის არცოდნაა გუნდში შექმნილია ვითარებისა და უპასუხისმგებლო ლაყაფია გამოუსადეგარი ,უმრავლეს შემთხვევაში
gel-100
გადახედე სალაჰის კარიერის საწყის ეტაპს სანამ ლივერპულში გადავიდოდა იქამდე ჯერ ჩელსიში შემდეგ ფიორენტინაში და რომაში რა სტატისტიკა და ფინიშინგი ქონდა და მერე უფრო ადვილად დაიჯერებ რო იგივე კვარასაც შეუძლია და სულ მალე გვაჩვენებს რამდენს ნიშნავს მაღალი დონის გუნდში ვარსკვლავებთან ერთად ფეხბურთის თამაში სტატისტიკისთვის,,ბოლო თვეებში აშკარად არეული იყო კვარა სულ ბოლოს აღარც ათამაშებდნენ ნაპოლიში და ფორმიდან ამოვარდა ცოტა თორე ნახავს ყველა რაც შეუძლია ცოტა ხანში,,მჯერა კვარა ბარკოლასგან, დემბელესგან, დუესგან, ნევეშისგან, ჰაკიმისგან მიღებულ პასებს და მაგ ბიჭებთან ერთად დახაზულ კომბინაციებს მალე უპოვის დასრულების ადგილს მეტოქის კარში,,სად რუის, რაჰმანის, პოლიტანოს, ზელენსკის, ანგისას და რასპადორის გაკეთებული პასები და სად პსჟ-ს ფეხბურთელების და სადაც ნაპოლიში გაქონდა და ასისტებს აკეთებდა 10-10-ზე მეტებს პსჟ-ში რა ღმერთი გაუწყრება? წარმატებები კვარასაც, ჟორჟსაც, ზურიკოსაც, აგერ ქოჩორა გადავიდა სპორტინგში, კიტეც დასტაბილურდა მგონი, იქით მამარდა გვეყოლება ლივერპულში 2-3 კაციც რო გვყავდეს კიდე ტოპ-5 ჩემპიონატში უკვე შეგვეძლება ჩვენი ნაკრებისგანაც მოველოდოთ მაღალ შედეგებს,,
ზურაბ
ვაცალოდ ამ ბიჭს,ჯერ ნაპოლიში როგორ დაისტრესა,მერე ახალ გუნდთან ადაპტაცია.ეს ყველაფერი ურთულესია,დრო სჭირდება.ხომ ნახეთ მბაპე რა დღეში იყო რამდენ ხანს,ჭ კლასის მოთამაშე გეგონებოდა.
სოსო
ეს ჩემი სეხნიას პოსტია და რა თქა უნდა,ყველა თავდამსხმელს სჭირდება გოლები!გოლები აუცილებლად იქნება, მთავარია ადაპტაციის პერიოდი სწრაფად დამთავრდეს და ორივე ფეხბურთელი სრულად ჩაჯდეს გუნდურ თამაშში.
ნუგზარი
წაიკითხეთ ლუის ენრიკეს კომენტარი. "ადაპტაცია სჭირდება, არსად არ გვეჩქარება, ხვიჩა გრძელვადიანი პროექტისთვის შევიძინეთო."
aburjga
ძალიან კვალიფიციური კომენტარია! სამწუხაროდ ნიკი არ ამოირჩიე, რომ სხვა დროს ყურადღება მივაქციო თქვენს მოსაზრებებს!
ddddddd
ამასაც მოვესწარით, კვარა და ბუდუ ერთ განზომილებაშია? რა გჭირს კვარა, ზედმეტია უკვე ასეთი ვარდნა.

რეალურად მართლა მთავარი პრობლემა ისაა, რომ სისწრაფე დაკარგა. მახსოვს კოვიდის დროს ესპანეთთან რომ ვითამაშეთ, ხალხს ისე ატყუებდა იფიქრებდი, რომ უმარტივესი რამე იყო მცველზე გაცდენა. იგივე იყო ნაპოლის პირველ სეზონში. მერე, სამწუხაროდ, გაქრა ეს სისწრაფე და წავიდა….იქნებ ცენტრში უკეთესია, 10იანზე მისი ადგილი ( არადა დიდი ხანია ეს პოზიცია წარსულს ჩაბარდა, მით უმეტეს დაცვაში არმომუშავე ნახევარმცველი), სამი კაცი აზის ფეხზე და დაცვას წელავს და ა.შ. იმდენად მაღალი კლასისაა, ამ დაკარგული სისწრაფის ფონზეც, რესპექტაბელური სტატისტიკა დადო და ძვირადაც გაიყიდა, მაგრამ იგივე ზაფხულში 70ს კი არა 100ს იხდიდნენ. მერე ყველაფრის მნახავი კონტე მიხვდა, რომ არც ისე შეუცვლელია გუნდისთვის და სარფიანად გაასხვისა. ახლა გზაგასაყარზეა და ვნახოთ როგორ და რა გზით წავა, ფაქტია ვინგერი უფრო სწრაფად უნდა ატყუებდეს კაცს ან სალაჰის დონის ფინიშინგი მიიღოს, რაც ძაან არარეალურია. ეს საუბარია მისი, როგორც მსოფლიო დონის ფეხბურთელის განვითარებაზე, თორემ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში რომ საუკეთესო ფეხბურთელია და მომდევნო 10 წელი რომ ნაკრები მის მხარზე უნდა იყოს ჩამოკიდებული, ამაზე საუბარი არცაა
M-33
მთავარია თავს გადაახტეს ხვიჩამ და რასაც ქვია შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოს მოედანზე ამ სეზონის ბოლომდე თორე რომ ამბობენ 75 მილიონი გადაიხადეს და ზამენაზე ვინ დასვამს ბარკოლას შემცვლელათ კი არ უყიდიათო არაა სწორი არგუმენტი ბატონებო 95 მილიონი გადაიხადეს კოლო-მუანიში მარა რო ვერ ითამაშა კი გაასუხარეს ეგერ იუვენტუსში, 80 მილიონია გადახდილი ცენტრ ფორვარდ რამოშში და ღრმა ზამენად იქცა ტიპი რო ვერ გაამართლა ის ავანსები. რადგან დიდი თანხაა გადახდილი რაც არ უნდა ცუდად ითამაშოს გგონიათ სკამზე არ დასვამენ? ჯერჯერობით ვაღიაროთ ბარკოლა ისე თამაშობს მაგის ამომგდები არაა, მოედანზე მტკიცდება ყველაფერი ამიტომ მაქსიმუმი უნდა გაიღოს ხვიჩამ რო გუნდის ძირითადის სამ შემტევში ერყრრტი ის იყოს ყოველთვის მოედანზე. პსჟ გრანდია თან დიდ ფულიანი შეიხებით და დამიჯერეთ ეგ 75 მილიონი არარის ბარიერი მათთვის თუ კი ვერ გაამართლა ამ კაპიტალის ფეხბურთელმა რომ ზამენაზე გადასვან და შემდეგ გაასხვისონ ეს "ქამარ შემოჭერილი" პსჟ ნაპოლი და რომა არ არის ოთხ ხუთ კლუბს თუ აქ ამდენი ფინანსური შესაძლებლობები თანამედროვე ფეხბურთში.
სოსო
კვარას და ბუდუს ახალ კლუბებში აუცილებლად სჭირდებათ გოლები!
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო