ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „მონაკოს“ 4:1 სძლია.

მიუხედავად ზოგიერთი ფრანგული გამოცემის მტკიცებისა, პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კვარაცხელია ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. დებიუტში სტუმართა ნახევარმცველმა მინამინომ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც ვიტინიამ საჯარიმოდან მასპინძლები დააწინაურა. თუმცა, მალე ზაკარიამ ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში „მონეგასკებმა“ კიდევ ერთი მომენტი შექმნეს, მაგრამ ბიერეტს მეკარე დონარუმამ არ გაატანინა. კომპენსირებულ დროში ხვიჩამ დუე მეკარე მაეცკისთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც ბურთი მიზანს ააცილა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „კვარამ“ მეტოქის საჯარიმოში ბარკოლას შესანიშნავი პასი მიიღო, მცველების გარემოცვაში კარგად გაერკვა, პაუზა დაიჭირა, მავისა ჩამოიცილა და პსჟ-ში გატანილი თავისი პირველი გოლით თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მერე მაიეცკის კარი დემბელემ დალაშქრა. ხვიჩა 67-ე წუთზე რამუშით შეცვალეს. ბოლოს დემბელემ დუბლი შეასრულა და პარიზელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

კვარაცხელიამ 29 ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა - მის ანგარიშზე „პარი სენ ჟერმენში“ 4 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

პსჟ 53 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 11 თებერვალს ჩაატარებს - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში გასვლაზე „ბრესტს“ დაუპირისპირდება. ქართველი უკვე შეიყვანეს ტურნირის განაცხადში და მას თამაში შეუძლია.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - მონაკო 4:1

გოლები: 1:0 ვიტინია (6), 1:1 ზაკარია (17), 2:1 კვარაცხელია (54), 3:1 დემბელე (57), 4:1 დემბელე (90)

ALONZO
ესთეტია ჩვენი ბიჭი !
ALONZO
შენია ირმა,შენია...
გიორგი Xo-ს
ბოდიში, მაგრამ ასეთ კომენტარს სერიოზულად ვერ აღვიქვამ.
Irma
განა ეს კვარას გოლია?
თენგაბი
მოკლედ, ხვიჩას გოლი პატარა სპექტაკლია, წარმოდგენაა. განსხვავებით სხვა გოლეადორებისაგან, რომლებიც მარტივად იტანენ, ან ყუმბარისებული დარტყმა აქვთ, ან ხელსაყრელ პოზიციას პოულობენ და ა.შ. ხვიჩამ აუცილებლად რადენიმე აქტიანი მოქმედება უნდა ჩაატაროს, ბურთი დრიბლინგით უნდა წაიღოს, ვიღაც უნდა მოატყუოს, პაუზა უნდა დაიჭიროს, მეორე ფეხზე ბურთი უნდა გადაიტანოს და აუღებელი დაარტყას. ასე იქმნება შედევრები და სასწაულები, მაგრამ მე იმ ხალხის გამკვირვებია ვინც ყოველ თამაშში შედევრებს და სასწაულებს ელის. ხვიჩა მსოფლიო დონის ვარსკვლავია და ყოველ თამაშში 2-3 საგოლე აქტიურობას ატარებს - ან გოლი გააქვს, ან საგოლე პასებს არიგებს და საგოლე სიტუაციებს ქმნის. წინა თამაშში, მართალია გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ თამაში შექმნა და გუნდში საუკეთესო შეფასება ჰქონდა, თუმცა ზოგიერთმა ჩვენმა თანამეპოსტემ ლამის ფორმიდან ამოვარდნა და ღრმა თადარიგში ყოფნა უწინასწარმეტყველა. არიან ფეხბურთელები, ვისაც გოლები გააქვს და არიან ვინც თამაშს ქმნის და ბომბარდირებს გოლებს ატანინებს. გოლის საოცარი ალღო ჰქონდა რამაზ შენგელიას, მაგრამ დინამოში თამაშს ყიფიანი ძერწავდა და საგოლე პასებს არიგებდა. დიდი ფეხბურთელი იყო რამაზ შენგელია, მაგრამ ყიფიანი ყველაზე დიდი იყო. ასეა ჩვენი ხვიჩუნაც. ნაპოლიში გოლები ოსიმენს გაჰქონდა, მაგრამ მას ხვიჩა ათამაშებდა, ისევე როგორც სხვებს. დემბელეს ბევრი გოლი გააქვს, მაგრამ სანახაობას ხვიჩა ქმნის. გოლებიც საოცარი გააქვს, საგოლე პასებსაც არიგებს, მაგრამ ის ღმერთის ხელივითაა, თავისი ფინტებით, დრიბლინგებით, პასებით, ლამაზ ფეხბურთს ქმნის და ამის დანახვას დიდი გულშემატკივრის ნიჭი არ ჭირდება. ასე, რომ დატკბით ხვიჩას თამაშით და ალალად უგულშემატკივრეთ. ობიექტური კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ ლანძღვა-გინება საჭირო არ არის. წარმატებები ხვიჩას და მთელ საქართველოს!
მირო
პოზიციების ცვლის მიზანი იყო მოწინააღმდეგის მცველების დაბნევა,მათთვის კონცენტრავმციის დაკარგვა,რაც გამოუვიდათ კიდეც ხუთიანზე.ვფიქრობ ენრიკე ჭკვიანურად უდგება კვარას გამოყენებას,თავუსუფლებას აძლევს,არ ბოჭავს და ჩარჩოში არ სვამს კონტესავით.ისე გამიხარდა,თითქოს ჩემი შვილი იყოს.ვისაც ესმის ეს ქვეყნისთვის დიდი სახელია.
დაწვააა
დაწვა კვარას სექტა დაწვა. პასს არ აძლევენო ხომ?
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
დაწვაა, დაწვაა ჰეითერთა ჯგუფი! კვარაა, შენ ხარ აბსოლუტური მაგალითი,როგორი უნდა იყოს კაეგი ადამიანი, კარგი ქვეყნის შვილი და ტოპ სპორტსმენი! ეთეშ თინა!
ავჭალიდან
კვარა მადლობა დიდი რა გუნდების თამაშს ვუყურებეით, ფერენცვაროში, არკა, ბალტიკაო სპარტაკ ნალჩიკიო, ვოლგაო, სკონტო, ოდენსე....
Xo
ხოდა ეგ ხვიჩამ გახადა მერე კარგი ბარკოლა. ხვიჩას მოსვლის მერე გაიგიჟა თავი თორე მანამდე ... და. დაკნინება არ არის საჭირო კი არა ჭკვიანად მოიქცეს ეგ ვიღაცაა და ხვიჩასთან არაფერი შეეშალოს, გასაგებია? დანარჩენს მერე გავარკვევთ. ვასწავლით ქურდების პატივისცემას ...
უფროსი ნაჩალნიკი
პოლიტანოსთან შედარებით ბარკოლაია და დემბელაია გაცილებით უფრო კარგები არიან.
დავით 67
მართალი ხარ! შესანიშნავი ასისტი გაუკეთა ბარკოლიამ.
მირო
კვარა,კვარა,კვარა,კვარა,კვარა!!!
ნუგო
ბრავო! + და გივი ჯაში ვინაა?
Რაგბის ფანი
სხვები თამშობენ გეომეტრიულად, კვარა თამაშობს ფილოსოფიურად.
გიორგი
"შესვენების შემდეგ „კვარამ“ მეტოქის საჯარიმოში ბურთი მიიღო ..." ბურთი არ მიუღია! ძალიან კარგი პასი შეუსრულა თანაგუნდელმა და თვითონაც ძალიან კარგი გოლი გაიტანა! არ არის საჭირო "კონკურენტის" დაკნინება საჭირო!!! ბარემ დაწერეთ, შემთხვევით მიუგორდა ბურთი და სულ მარტომ შექმნა გოლი! მეტი ობიექტიმობა!!!
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა