ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ხვიჩამ მხოლოდ ლამაზი თამაში გადაწყვიტა - რაც ყელში ამოგვივიდა!..

ხვიჩამ მხოლოდ ლამაზი თამაში გადაწყვიტა - რაც ყელში ამოგვივიდა!..

რთულია, პასუხისმგებლობა სხვის ნაცვლად აიღო, თუმცა როცა ვწერთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ახალ მოცემულობაში შედეგიანობის გაუმჯობესებაზე მუშაობა სჭირდება, ზუსტად ვიცით, ის ამაზე ორიენტირებული იქნება და შედეგსაც დავინახავთ; რთულია ისიც, ორიოდ დღეში თანაგუნდელებთან შეთამაშება უმაღლეს დონეზე აიყვანო და "მონაკოსთან" იმავე ფაბიან რუისთან თითქმის თვალდახუჭული ურთიერთგაგება ვნახეთ, რასაც თავიდანვე ყველაზე მეტად ველოდით; რთულია, იმ დონის მწვრთნელების კომპეტენციაში შეხვიდე, როგორიც თუნდაც კონტეა, თუმცა ხომ გამოჩნდა, "კვარას" ნდობა და მინდორზე თავისუფლების მინიჭება როგორ უხდება...

დამაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ხვიჩა კვარაცხელია იმიტომ არსებობს, მოედანზე ის აკეთოს, რასაც პარასკევს ღამით ვუყურებდით - ბევრი ესთეტიკა, ქუსლით პასები, საკუთარ თავზე თამაშის აღება და ლამაზი გოლის შექმნა. პსჟ იქნებ სწორედ ამიტომაცაა საუკეთესო არჩევანი - აქ ნაკლებად ეტყვიან, რომ გაშვებულ გოლამდე ცოტა ადრე ბურთი დაკარგა, რასაც მერე სახიფათო იერიში და გოლი მოჰყვა. ის, რასაც ბოლოდროინდელ, თუნდაც საჩემპიონოდ შემზადებულ "ნაპოლიში" ვნახულობდით, ხვიჩას კი არა, ჩვენც მოგვბეზრდა, ზომაზე მეტი პრაგმატიზმი ყელში ამოგვივიდა!..

კვარაცხელიამ "მონაკოსთან" მხოლოდ ლამაზი თამაში გადაწყვიტა, ამის მიღმა კი ბევრ რამეს აკეთებდა - აპრესინგებდა მოწინააღმდეგეებს მათსავე საჯარიმოსთან ახლოს და ამას მარჯვენა ფლანგიდანაც აკეთებდა. ქართველის თამაში პირველად რომ გენახა, ვერაფრით გადაწყვეტდი, მისი ოპტიმალური პოზიცია რომელი იყო, ფორვარდობაც რომ ასე ოსტატურად შეითავსა...

ყველაფრის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგაზე მაღალი მიზნების კონტექსტში, ლუის ენრიკეს პრობლემები მოსაგვარებელი აქვს. "ლივერპულის" თუ "ბარსელონას" მატჩებს ვუყურებთ და რთული სათქმელია, მათთან პოტენციურ მერვედფინალში პარიზელთა ეს უკანა ხაზი დატვირთვას რამდენად გაუძლებს(ერთ ეპიზოდში პაჩო ძალიან კი მოგვეწონა). ამის დაბალანსებას, პირველ რიგში, შეტევითა და უფრო მეტი გოლით რომ ეცდებიან, ცხადია, რითაც ნეიტრალური გულშემატკივარი არ მოიწყენს.

კიდევ ერთი საკითხი შესაძლო ეგოიზმს გულისხმობს. ასეთი განცდა რჩება, ბარკოლაც და ხვიჩაც ყველაზე კარგად თავს მაინც მარცხნივ გრძნობენ და პერიოდულად ადგილებს კი ცვლიან, თუმცა იქნებ ფრანგს თავდაპირველად მარჯვნივ დაწყება არ ახარებს. უკანასკნელ ორ შეხვედრაში ასე გამოჩნდა, როცა ბრედლი მარცხნივ გადადის, თითქოს შემართებაც უფრო ეზრდება და რაღაც უკეთაც გამოსდის. შიდა აურის გაუარესება ასეთ დროს მაინც რეალურია და თუკი ესპანელი მწვრთნელი ამას დაძლევს, წინ ბევრი კარგი რამ გველის!..

• მაია ჯაფარიძეს

მართლა რთულია ამ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ამ სტატიიდან ვიღაცას ეს აზრი გამოაქვს. ვინც მაგ კომენტარს ალაიქებს, უფრო მძიმედაა. თქვენ თუ ხ-ს და ძ-ს გარჩევა იცოდეთ, მე ვიყო...

• ნანა

ვეძებდი სტატიაში, თუ ვის მობეზრდა ხვიჩას ლამაზი თამაში

• მაია ჯაფარიძე

როგორი დამაინტრიგებელი სათაურიც აქვს ისე გიოასუხებთ: თუ ლამაზი ფეხბურთისთამაში ყელში ამოგივიდათ ,შეგიძლიათ ,,ორღობის გუნდურ "თამაშს უყუროთ გადაინაცვლოთ და ,,დატკბეთ , იქ სადაც ხვიჩაა ყოველთვის ლამაზი და საინტერესო თამაშია, ხალხს მათ შორის მეც არასდროს მიყურებია ასე მხურვალედ ფეხბურთისთვის ,როგორც დღეს ! და ეს მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა ,არა მარტო ქართველებისთვის ,არამედ ამას თავად ნაპოლიტანელები აღიარებს ,(გაეცანით პრესას , ბევრია ჩემნაირი......)წარმატებები ხვიჩა კვარაცხელიას ის განუმეორებელია და მჯერა ,,დიდი ფეხბურთის ისტორიაში "ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს♥️

• სოსო

ალბათ შეამჩნევდი,რომ დღევანდელი ბარსას და პსჟს თამაში,ძალიან ჰგავს ერთმანეთს!ყველაფერი მეტოქის კარისაკენ არის მიმართული.არც საკვირველია,ლუის ენრიკეც ხომ ბარსას პროდუქტია,ჯერ როგორც ფეხბურთელი და მერე,როგორც მწვრთნელიც.

• ჯეჯეს

ხოდა ან არ წაგიკითხავთ, ან კავშირებს ვერ ამყარებთ. რა არაა კავშირში, სტატიის მთავარი ლაიტმოტივი ისაა, ხვიჩა ლამაზად რომ თამაშობს, დაცვაში თამაშს ძველებურად რომ არ თხოვენ და ნაპოლიში ზედმეტი პრაგმატიზმი ხვიჩასაც რომ მობეზრდა და ჩვენც, გულშემატკივრებსო. ცხვარი გამოიბით ფეხზე

• ჯეჯე

ჯეჯეს-ს მეგობარო, არაფერი მჭირს ჩასასაფრებელი. ცხოვრებაში ერთხელ ვიყავი სანადიროდ და მას მერე არაფერს არ ჩავსაფრებივარ. :) ზოგადად, სათაური და სტატია რაღაც შესაბამისობაში მაინც უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან. ადრე, ერთი სპორტული ჟურნალი გამოდიოდა საქართველოში. იქ წავიკითხე სტატია სათაურით - ,,ადამიანი, რომელსაც არასოდეს უყურებია ფეხბურთისთვის". მოზრდილი სტატია იყო რომელიღაც ფეხბურთელზე. მის კარიერაზე. . . და ზუსტად ბოლო წინადადებაში ეწერა, რომ ამ ფეხბურთელის მამა არის ალბათ ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე, რომელსაც არასოდეს უყურებია ფეხბურთისთვის. :)

• alexandre

ცდები მეგობარო. "რაც" უკვე ნიშნავს, რომ წინას გაგრძელებაა. და მეორე, ტირეს მერე, ძირითადად, წინას ახსნაა და არა ახალი აზრი.

• მართლა ცისფერი მთებია ეს ქვეყანა

იქ რომ მსჯელობები მიდის, იმ დონისაა ზოგიერთი კომენტარი აქ

• ჯეჯეს

მე საერთოდ სხვა მგონია მთავარი, მსჯელობა რომ შინაარსზე არ მიდის, ანალიტიკაზე, რომელსაც ასე აღარ წერს არავინ და რაღაც უაზრო ჩასაფრებებია

• ცისფერი მთები

სათაური მეც არ მომწონს

• ჯეჯე

ნამდვილად არ ვთვლი, რომ წაკითხული ტექსტიდან აზრი ვერ გამომაქვს, მაგრამ მეც ვერ ვხედავ სტატიის მთლად შესაბამისობაში ფორმულირებული სათაურის შინაარსს.

• სოსო

ერთ თამაშში უნდა გაეტანა 9-10 ბურთი და არ იქნებოდა საკომენტარო შენი აზრით, ხო?! აქ ხალხი შეფასებას ვაძლევთ რაც გააკეთა თამაშზე და არა სეზონზე რომელიც არ დასრულებულა.

• რეზო

შენი "აზრი" ძალიან საინტერესოა.

• ვარლამი

ვაჟიკონა, შენ ფეხბურთი ისე იცი როგორც სალომე ზურაბიშვილმა ქართული ენა.

• გოჩას

სათაური კიარაა სისულელე, თქვენ ხართ იმის გარანტია, აზრის გამოტანის რეიტინგში ბოლო რომ ვართ. ასევე იმის, მხოლოდ სათაურებს რომ კითხულობთ ბევრი. მაინც გეტვით(კედელს შევაყრი ცერცვს),ტირეა ეგ, რომლის შემდეგაც სხვა აზრი ვითარდება და დაწყებული არ გრძელდება

• ბენია

კრიტიკოს, "ბალეშიკი" მასეთი სიტყვა არ არსებობს, არის ბალელშიკი რომელიც არის რუსული სიტყვა და ნიშნავს გულშემატკივრებს. წერა-კითხვა ისწავლე "ბალეშიკ"

• გაგიკ ბოლო

მხოლოდ პარიზს თუ გულისხმობთ, სხვა საქმეა და ბარსელონაში ტრებლი მოიგო 2015 წელს.

• გოჩა

სტატიის სათაური რა სისულელეა

• ვაჟა

კარგია რომ გაიტანა, მაგრამ ერთი გოლის გამო ასეთი ამბის ატეხვა ნაღდად არ ღირს. თუ ამ სეზონზე 9-10 ბურთს გაიტანს ეგ იქნება მაგარი შედეგი. სხვა შემთხევაში ბევრი არაფერი

• დინამოებიი აღარ არსებობენ....

კიდე კაი დინამოები წელს ევრო თასებზე არარიან შემარცხვენელები არიან ქვეყნის უცუდესიი გუნდები ყავთ ორივეს და პრეზიდენტები ყველაზე აფერისტები სხვადასხვა გვარების რო არ იყვნენ ძმები გეგონებოდათ მხოლოდ და მხოლოდ დაპირებებიი...ფიფომ გაყიდა რუსთავის მეტალურგია და ეხლა ამბობს წამართვესოო რაუნდა დაუჯერო ცოცხალი ტყუილია ტიპი სახეზე აწერია რო გვატყუებს...შეაზიზღა თბილისელებს გვარი ფიფიაა სხვები რა შუაში არიან მაგრამ ეგრეა... რომელ დინამოს ბალეშიკსაც გინდა კითხეთ ფიფია გვარი ძულთ მოშორდეს ფიფიების ოჯახი დინამო თბილისს უფალს ვთხოვ და ნორმალურმა ადამიანმა ჩაიგდოს ხელში...შანტაჟორი ფიფია მატყუარაა და არაფრის გამკეთებელი...აკადემიას რაც შეეხება არაფერი ფიფიას დამსახურება არაა რო კვარა.მამარდა.ამ დონეზე არიან ეს თვითონ ფეხბურთელების დამსახურებაა...

• ვაჟა

კარგია რომ გაიტანა, მაგრამ ერთი გოლის გამო ასეთი ამბის ატეხვა ნაღდად არ ღირს. თუ ამ სეზონზე 9-10 ბურთს გაიტანს ეგ იქნება მაგარი შედეგი. სხვა შემთხევაში ბევრი არაფერი

• ჩემი აზრით

საფრანგეთის ჩემპიონატი იმდენად დაბალი დონეა რომ ხვიჩას გარეშეც და თუნდაც მესის და მბაპეს გარეშეც მშვენივრად იგებს პსჟ,ამიტომ ერთ გატანილ ბურთზე ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა ცოტა ქაჯობა მგონია.მესმის ჰეთრიკი გაეტანა.მთავარია ჩ.ლ-ზე გადამწყვეტ თამაშებში როგორ იქნება.არა მგონია ლუის ენრიკემ რომელსაც აქამდე რამე მნიშვნელოვანი არაფერი მოუგია გარისკოს და სამი ფრთის მოთამაშე ერთდროულად დააყენოს.იქ გამოჩნდება ვის უფრო ენდობა.ამიტომ ხვიჩამ მანამდე უნდა დაამტკიცოს რომ ბარკოლიზე მაგარია.

• Levani

პსჟ თამაშობს 4 მცველით და სხვა ყველა შემტევია,ფლანგის მცველებიც კი უტევენ. თამაშობენ მაღალ პრესინგს და მეტოქესაც ექნება რაღაც შანსები,გოლებსაც გაუშვებენ ბუნებრივია. ფაქტია რომ სწორ გზაზე დგანან. მე ლუის ენრიკეს ბარსაც მომწონდა,ვერ გავიგე რატო გაუშვეს თავის დროზე.

• მირო+

ჯერ მაინც ეჭვებით უყურებენ ჩვენ ძმას,მაგრამ რო დაანახებს რო თვითონ არაა ეგიისტი ბარკოლაც დადინჯდება...მე უფრო ის დუო მაკვირვებს რო ცოტა მეტად იღებს თავზე..ერთი ისაა რომ გოლიც და ასისტიც ცრუ 9 იანიდან გააკეთა და ვფიქრობ უმეტეს დროს კვარა ამ პოზიციიდან ითამაშებს..ბარკოლას ეხლა აქ ის სიგიკე რაც კვარას ნაპოლის პირველ წელს ჰქონდა და მისი დაბლოკვა საცოდაობა იქნებოდა...ხალხო ქართველებო ფრანგებო)) კვარას ვუბალეშიკოთ ნჯ ათამაშებთ ერთ ადგილს))

• ასეა

კვარა მაგარია, ძალიან ტექნიკურია, მაგრამ ფიზიკას უნდა მოუმატოს, რადგან პსჟეში ყველა, აფსოლუტურად ყველა ფეხბურთელი ფიზიკურად ძლიერები არიან და კვარამ უნდა აუბას მათ მხარი.

• გოგა

ნდობა და თავისუფლება ჭირდება ხვიჩას მწვრთნელისგან და ყველაფერს გაკეთებს მოედანზე, როცა ნდობა აქვს, თავისუფლად თამაშობს, თითქოს ქუჩაში აგორავევებდეს ბურთს, ნებისმიერი მცველის შეჭმა შეუძლია ერთი მოძრაობით, კონტე უმაგრესი მწვრთნელია, მაგრამ ხვიჩას სტილის ფეხბურთელებისთვის არა, ეგ ისეთია ჩიტს ფრთები, რო საჭრა, იგივე უქნა ხვიჩას კონტემ

• ლაშა

მაგრა მომეწონა ხვიჩას გოლის დროს დემბელე და ბრაკოლა პირველები მივიდნენ მოსალოცად. თითქოს ჩანს რომ შური და ბოღმა არ იქნება. და თუ ეს ესე იქნება ეს სამეული ნებისმიერს გაარღვევს რეალიდან დაწყებული ნებისმიერით დამთავრებული.

• ხალხო, ნუ გამაგიჟებთ

ნევეში მსოფლიო დონის ნახევარმცველია, ვიტინიას ყველაფერი შეუძლია, ესპანელთან ახლა შეთამაშება გამოჩნდა, დუე და ტექნიკურია. რაის ანგისა და ზურაბ მენთეშაშვილი

• გიგო პაპა

დაცვის გარდა არც ნახევარდაცვა წყვეტს ციდან ვარსკვლავებს, მე მაგალითად ანგისა და ჟელენესკი ბევრად მირჩევნია ვიტინიას და იმ კორეელს თუ ჩინელს. აი თავდასხმა კი მართლაც მკვლელი ყავს პსჟ-ს. ცვალონ ხშირად ადგილები და ითამაშონ ორივემ, ბარკოლა ნამდვილად ცოდოა სკამისთვის, ასევე ხვიჩაც. მთავარია არ იღორონ და მიაწოდონ ერთმანეთს პასები. მე დემბელეს უფრო შევატყე ღორობა ამ სამიდან, თავის დროზე ოსიმენიც ეგრე შვრებოდა, მერე დაიწყო ხვიჩაზე პასების გაკეთება. რაც დრო გავა ოფრო შეთამაშდებიან და ყოველ მომდევნო თამაშში უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანონ, საშუალო და სუსტ გუნდებთან მაინც. კარგი უკანა ხაზით ამ გუნდს ლივერპულის დამარცხებაც შეუძლია და ბარსელონასიც.

• მძულს დიქტატურა და მისი მომწონებლები.

საკმაოდ მკვლელი წინა ხაზი ჩამოყალიბდება ბარკოლა, კვარა, დემბელეს სახით, რასაც ვერ ვიტყვით დაცვაზე. ყველაზე მთავარი ჩვენთვის კვარას პროგრესირება იქნებ გაგრძელდეს. კონტე მართლაც საკმაოდ ძლიერი სპეციალისტია, მაგრამ ის დაყენებული პრაგმატიზმი კვარას ვერ განავითარებდა. ენრიკეს სტილი გაცილებით მიესადაგება კვარას შესაძლებლობებს.

• bd

საშინელი დაცვა ყავს ცენტრში პარიზს არც ნახევარ დაცვა ეხმარება მცველებს ქაოტური ხდება როცა მოწინააღმდეგე კონტრ შეტევაზე გადადის

• მწარე

ჯერ ადრეა. კვარა ადგილს ეძებს. ენრიკესაც ეგ უნდა და ხელს უწყობს. ბარკოლა თავის ადგილზე მაგარია. მე არ მესმის რატომ უნდა მიეჯაჭვოს კვარა მარცხენა ფრთას? მითუმეტეს სანიოლიც ცდილობს ხვიჩას სივრცე ჰქონდეს გარშემო, თავის გამოსაჩენად. ფაქტიურად ენრიკემდეც იგივე უნდოდა. მოკლედ, საჭიროა მოთმინება. მე დიდი იმედი მაქვს.

"ცვლილებები გვჭირდება" - ლუის ენრიკე ექსპერიმენტებს გააგრძელებს

საბო: შევალიე არავითარი მეკარე არ არის - ზაბარნი და საფონოვი ერთად როგორ იქნებიან

შეიცვლება თუ არა პსჟ-ში კაპიტანი - L'Équipe სიტუაციას განმარტავს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა

ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო

"ცვლილებები გვჭირდება" - ლუის ენრიკე ექსპერიმენტებს გააგრძელებს

"სიტიმ" იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა - დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?