16 თებერვალს "ბორჯღალოსნები" და ესპანელი "ლომები" 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფში პირველობისთვის შეიბმებიან. თამაში მადრიდში, "ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსეზე" საქართველოს დროით 15:45 საათზე დაიწყება.

ჯგუფური ეტაპის განვლილ ორ ტურში ორივე გუნდმა გამარჯვებები მოიპოვა, თასის ნახევარფინალში ორივე გავიდა და შესაბამისად, ორივემ მოიპოვა 2027 წლის მსოფლიო თასის საგზური. მაგრამ ამ თამაშმა უნდა გადაწყვიტოს ვინ დაიკავებს პირველ ადგილს და შესაბამისად, ვინ ისარგებლებს საკუთარი მოედნის უპირატესობთ ნახევარფინალში.

განვლილ მატჩებში "ბორჯღალოსნებმა" "ავჭალაზე" შვეიცარია 110:0, ხოლო ნიდერლანდები 40:7 დაამარცხა; ესპანეთმა ნიდერლანდებს 53:24, შვეიცარიას კი 43:13 მოუგო. შედეგად, ორივე გუნდს 10-10 ქულა აქვს და საქართველო გატანილ-გაშვებული ქულების უკეთესი ბალანსის შედეგად პირველ ადგილზეა.

აქვე გეტყვით, რომ ბ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილი დაიბევეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს პორტუგალიამ (10 ქულა) და რუმინეთმა (9 ქულა). 15 თებერვალს რუმინეთი პორტუგალიას უმასპინძლებს და გამარჯვებული ნახევარფინალში მასპინძლის უფლებით ისარგებლებს.

შეგახსენებთ, ნახევარფინალები 1-2 მარტსაა ჩანიშნული, ფინალები კი 15 ან 16 მარტს შედგება.

ურთიერთშეხვედრები

ესპანეთში რაგბის თამაში მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს, 1923 წელს კი რაგბის ფედერაცია დააარსეს და 1934 წლიდან რაგბი ევროპის წევრები გახდნენ. ნაკრები პირველად 1929 წელს შეიკრიბა და იტალიას 9:0 აჯობა. გუნდმა არსებობის განმავლობაში ერთადერთხელ, 1999 წელს ითამაშა მსოფლიო თასზე და 2027 წელს მსოფლიოს უმაღლეს ფორუმზე მეორედ წარსდგება. ყველაზე დიდი სხვაობით - 90:8, ესპანეთმა 1995 წელს ჩეხეთი დაამარცხა, თავად კი 2001 წელს ავსტრალიასთან დამარცხდა – 10:92.

2000 წელს ერთა თასის (ამჟამად რაგბი ევროპის ჩემპიონატი) დაარსებიდან დღემდე, საქართველო ესპანეთს თითქმის ყოველ წელს ერკინებოდა. გამონაკლისი მხოლოდ 2005 წელი იყო, რის საპირწონედაც "ლომებს" 2014 წელს ორჯერ ვეთამაშეთ. ჯამში 25 შეხვედრიდან 13 შინ გავმართეთ და 12 სტუმრად, მოვიგეთ 21, ერთი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, 3-ჯერ კი მეტოქემ იმარჯვა - ბოლოს 2012 წელს და მას შემდეგ "ბორჯღალოსნებს" ესპანეთთან 13-მატჩიანი გამარჯვებების სერია აქვთ.

"ლომებმა" სამივე გამარჯვება საკუთარ მოედანზე ჩაიწერეს - 2000 წელს, პირველ შეხვედრაში 36:32, 2007 წელს 31:17 და 2012 წელს 25:18. ფრე 6:6 ასევე სტუმრად, ტარაგონაში დაფიქსირდა.

"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს სარეკორდო სხვაობით 2011 წელს „მიხეილ მესხზე“ მოუგეს - 60:0. ბოლო 13 თამაშია გამარჯვება საქართველოს რჩება, თუმცა მეტოქე საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მუდამ თავგამოდებით იბრძვის და 2021 წელს მადრიდში მხოლოდ 6 ქულის სხვაობით (25:19) ვიმარჯვეთ. ბოლოს მათ სტუმრად ორი წლის წინ ვეთამაშეთ და ტორელავეგაში 41:3 დავამარცხეთ, შარშან კი თბილისში 38:3 ვაჯობეთ.

განვლილ 25 თამაშში საქართველომ ესპანეთს 109 ლელო და 790 ქულა გაუკეთა, თავად კი 36 ლელო და 340 ქულა მიიღო. მოცემული მომენტისთვის ესპანეთი მსოფლიო რეიტინგში მე-18 ადგილზეა (66,44 ქულა) და საქართველოს (73,85 ქულა) 7 საფეხურით ჩამორჩება.

Rugby.ge

გიორგი 50
ესპანეთთან გამოჩნდება, რეალურად სადაც ვართ... კარგი იქნება, თუ ბონუსით მოვუგებთ...
აკოფ დარდიმანდიანც
რათა აღა-ჯან? სინამ არ გვითამაშნია, მიმა, რად ითარსები? ესპანეთი არც ეგრე მურტალია, "ვინემ" რანშე, "ვრაც-ნაკრები"-ს გიჟუები კი ვნახამთ რა ფეხზედ ადგებიან. გალანსკი "პეტუხი" და შვეიცარსკი "სირი" არვი, მაგრამა "სპანიოლთან" დიდი იგრა იქნება დიდი შჩოტით - "ია ტაკ დუმაიაუ"!
აღა გეორქა
ჩემი დაკვირვებით, უფრო ნაკლები სხვაობით მოვიგებთ,ვინემ წინა თამაშებში მოვიგეთ ჰოლანდიასთან და შვითცერლანდთან.
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
"ასე არ შეიძლება. ერთი და იგივე კუნთის მასა გვაქვს" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელს დასცინა
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
პლატინი: "ოქროს ბურთზე" ფსონს კვარაცხელიაზე ჩავდივარ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სპაერი. ერთი ტაიმიც საკმარისი იყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
"მოუქნელი ბარკოლას 145 მილიონად შეძენა ბოდვაა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო
კიტეიშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "შტურმი" "რაპიდთან" დამარცხდა
This Is Anfield: მამარდაშვილმა შეიძლება პრემიერლიგაში გუნდი გამოიცვალოს
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა
"ბარსელონა" ჟეზუშს დაიმატებს
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
10 გატანილი ლელო - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს 62:32 სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის