თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაშის მიუხედავად, "ვირტუს ბოლონია" იტალიის თასის გათამაშებას გამოეთიშა. ეს მოხდა პირველივე, მეოთხედფინალურ რაუნდში, სადაც ბოლონიელთა მეტოქე თასის მოქმედი, შარშანდელი გამარჯვებული "ოლიმპია მილანო" გახლდათ. ეს გუნდები იტალიაში წამყვანები არიან, თუმცა მიმდინარე სერია A უხეიროდ დაიწყეს და როდესაც თასის გათამაშებისთვის განთესვა მოხდა, სერია A-ში შეუფერებლად დაბალ – IV-V ადგილებზე იყვნენ და ერთმანეთს თასზე ნაადრევად შეხვდნენ.

მატჩი მილანელთა დამაჯერებელი გამარჯვებით – 91:77 დასრულდა. შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე ჯამში 27 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 9-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მის ანგარიშზე 14 ქულა, 8 მოხსნა (მატჩში უმეტესი) და 3 პასი დაგროვდა. თორნიკეზე შედეგიანად ბოლონიელთაგან მხოლოდ მუჰამეტ დიუფმა იასპარეზა, რომელმაც 20 წუთში 20 ქულა მიითვალა.

მილანურ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო დანიური პასპორტის მქონე შეივონ შილდსი გახლდათ. შილდსმაც 27 წუთი ითამაშა და 19 ქულა, 4 პასი და 2 მოხსნა დააგროვა. მასთან ერთად მილანელებს ზაკ ლიდეომ ულიდერა – 16 ქულა, 7 მოხსნა.

შენგელიას გუნდისთვის იტალიის თასის წლევანდელი გათამაშება დასრულდა. ქართველი ფორვარდი ცოტას დაისვენებს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შემოუერთდება, რომელიც ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის უმნიშვნელოვანელი მატჩებისთვის ემზადება.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა