„არსენალი“-„უდინეზეს“ მატჩში, უეფას წარმომადგენლებმა ვენგერს ტელეფონით შეახსენეს, რომ დისკვალიფიცირებული იყო და კანონს უნდა დამორჩილებოდა
არსენ ვენგერი აშკარად ახალ შარში ჰყოფდა თავს - ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, „არსენალისა“ და „უდინეზეს“ შეხვედრაში, ლონდონის გუნდის მწვრთნელს უეფას წარმომადგენლებმა პირადად დაურეკეს და შეახსენეს, რომ დისკვალიფიცირებული იყო და კანონს უნდა დამორჩილებოდა.

ვენგერს ერთი თამაშით ჰქონდა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა და შეხვედრაში მონაწილეობა აკრძალული. ის „ემირეიტ სთედიუმზე“ მოვლენებს თვალს დირექტორთა ლოჟიდან ადევნებდა. მოედანზე კი, ამასობაში, „არსენალი“ წვალობდა - „მეთოფეებმა“ იტალიურ გუნდს 1:0 მოუგეს. კამერებმა დააფიქსირეს, როგორ ჩაერია ფრანგი სპეციალისტი მატჩის მსვლელობაში, კერძოდ კი როგორ არიგებდა ჭკუას თავის ასისტენტ ბორა პრიმორაცს. აშკარა იყო, რომ პრიმორაცმა ლოჟაში აირბინა, ვენგერის მითითებებს მოუსმინა და გუნდთან დაბრუნდა, რათა შეფის დანაბარები ფეხბურთელებისთვის გადაეცა.

მოგვიანებით ვენგერმა თქვა, რომ მას თანამშრომლებთან ურთიერთობას არავინ უკრძალავდა, არადა, უეფას წესებში ნათლად წერია, რომ დისკვალიფიცირებულ მწვრთნელს გუნდთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს. სწორედ ეს შეახსენეს ცნობილ სპეციალისტს უეფადან, როდესაც მეორე ტაიმის შუაში დაურეკეს. ეს, აშკარად, უპრეცედენტო შემთხვევა იყო.

არსენ ვენგერს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, „ბარსელონასთან“ დამარცხების შემდეგ გაკეთებული კომენტარებისთვის მისცეს. „უდინეზესთან“ გამარჯვების შემდეგ ფრანგმა სპეციალისტმა ამ საკითხზე ლაპარაკი არ ისურვა, თუმცა „უდინეზეს“ თავკაცი ფრანჩესკო გვიდოლინი თემას არ გაექცა. მან თქვა:

„ვფიქრობ, გაცილებით აჯობებს დისკვალიფიცირებულ მწვრთნელებს თავის გუნდთან ურთიერთობის ნებას თუ დართავენ. მწვრთნელისთვის ეს გაცილებით მოხერხებული იქნება“.

როგორც მოგახსენეთ, „არსენალმა“ „უდინეზეს“ 1:0 მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 22 წლის თეო უოლკოტმა გაიტანა. ერთბურთიანი სხვაობა, საპასუხო მატჩის წინ, ბუნებრივია, არაფრის გარანტიას არ იძლევა, თუმცა თავად გოლის ავტორმა თქვა, რომ მთავარი ეს კი არ არის, არამედ ის, რომ „არსენალმა“ პირველ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა.

„მთავარია, რომ დღეს გოლი არ გავუშვით - თქვა ფეხბურთელმა - ჩვენმა დაცვამ, ისევე, როგორც პრემიერლიგის პირველ ტურში, კვლავ დიდებულად ითამაშა. „უდინეზე“ აშკარად ძლიერი გუნდია. რად უნდა თქმა, რომ საპასუხო შეხვედრაში სერიოზული ბრძოლა გველის, თუმცა მწამს, ჯგუფურ ეტაპზე ჩვენ მოვხვდებით“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა