ესპანეთში ვიზიტის დროს, ცნობილმა ესპანურმა გამოცემა MARCA-მ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტთან - იოსებ ტყემალაძესთან, ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა:

„შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, განსაკუთრებით გეოგრაფიული და ენობრივი განსხვავებების ფონზე, მაგრამ ესპანეთსა და საქართველოს ერთგვარი „ძმობა“ აკავშირებთ. ევროპაში ორი „იბერიაა“, ერთი მათგანი ესპანეთში, ხოლო მეორე საქართველოში მდებარეობს. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებს შორის გამართულ სპორტულ ღონისძიებებს, წესების სრული დაცვით შეგვიძლია ვუწოდოთ „დერბი“.

რაგბი კი ის თამაშია სადაც საქართველო და ესპანეთი ერთმანეთს ყველაზე ხშირად ხვდებიან. 21-ე საუკუნეში მათ უკვე 26 თამაში გამართეს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ორივე გუნდმა უკვე მოიპოვა 2027 წლის მსოფლიო თასის საგზური, ესპანელები იმედოვნებენ, რომ ბოლოს და ბოლოს დაიწყება რაგბის მდგრადი და შეუქცევადი განვითარება.

ქართული რაგბის პროგრესი კი უდიდესია. მან რაგბი ევროპის ბოლო 17 ჩემპიონატიდან 15 მოიგო, მსოფლიო თასის მუდმივი მონაწილეა და ბოლო წლებში ტიერ1-ის გუნდებსაც ამარცხებს. აი ვინ უნდა იყოს განვითარების მაგალითი ესპანური რაგბისთვის.

MARCA საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძეს ესაუბრა:

- როდის გამოჩნდა რაგბი საქართველოში და როგორ მიაღწია მან უმაღლეს დონეს?

- ჩვენ გვაქვს უძველესი და პოპულარული თამაში „ლელო ბურთი“, რომელიც ძალიან წააგავს რაგბის. ამ თამაშს უდიდესი ისტორია აქვს, რაგბის თამაში კი ოფიციალურად 1960-იან წლებში დავიწყეთ. თავდაპირველად რაგბი სამოყვარულო იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენმა ნაკრებმაც პროფესიონალური სახე მიიღო და საერთაშორისო არენაზე წარსდგა. მოგვიანებით ქართულ რაგბს საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სახით უმსხვილესი სპონსორი გაუჩნდა. მან განავითარა სარაგბო ინფრასტრუქტურა მთელი ქვეყნის მასშტაბით. გავიზარდეთ თამაშის კუთხითაც და ახლა მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილზე ვართ.

- საქართველოში რაგბს ამჟამად რამდენი ადამიანი თამაშობს?

- საქართველოში რაგბს დაახლოებით 15 ათასი ადამიანი თამაშობს, თუმცა ლიცენზირებული სპორტსმენი მხოლოდ 7 ათასი გვყავს. ეს ძალიან ცოტაა და ავამუშავეთ სასკოლო რაგბის პროგრამა. ჩვენი მიზანია, რომ მორაგბეთა რაოდენობა მინიმუმ გავასამმაგოთ.

- საქართველოს ნაკრებმა როგორ მოახერხა ტოპ-გუნდების დონეზე განვითარება?

- თავდაპირველად ქართველი მორაგბეები ფრანგულ კლუბებში მიყავდათ. მოგვიანებით, ამას დაემატა ისიც, რომ მსოფლიო რაგბის დახმარებით, კლუბების ხარისხიანი მუშაობით, ჩვენი სტრუქტურების კარგი ორგანიზებით და გუნდური მუშაობით, არსებულ შედეგებს მივაღწიეთ. თუმცა ამ უდიდესი მიღწევების უმთავრესი საფუძველი ჩვენი ბიჭების თავდაუზოგავი ბრძოლაა მოედანზე. მწირი ადამიანური რესურსისა და ბიუჯეტის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ამ დონემდე მოსვლა.

- შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ქვეყნის ყველაზე წარმომადგენლობითი გუნდია?

- შედეგებისა და მიღწევების მიხედვით რაგბი ყველაზე წარმატებული სათამაშო სახეობაა საქართველოში, თუმცა ფეხბურთი ყველაზე პოპულარულ სახეობად რჩება. მთლიანობაში, რაგბს მთელს ქვეყანაში დიდი დაფასება აქვს.

- იმის გათვალისწინებით, რომ ჭიდაობა საქართველოში ეროვნული სპორტის სახეობაა, გაქვთ მოჭიდავეებთან რაიმე კავშირი?

- სხვა სპორტის ფედერაციებთან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს. ბევრი მოთამაშე მოსულა ჩვენთან ჭიდაობიდან, ძიუდოდან თუ კალათბურთიდან. მაგალითად, ჩვენი ლეგენდა მამუკა გორგოძე 17 წლამდე კალათბურთზე დადიოდა და მერე დაიწყო რაგბის თამაში.

- გული არ გწყდებათ, რომ ისეთ ახალგაზრდა სარაგბო გუნდს, როგორიც საქართველოა, რეგულარულად არ გეძლევათ ექვსი ერისა და სუპერ რაგბის ქვეყნებთან თამაშის შესაძლებლობა?

- ჩვენ მუდამ მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ, რათა თამაშები იყოს რთული და კონკურენტული. მსოფლიო რაგბის დახმარებით, ბოლო წლებში სიტუაცია ოდნავ გამოსწორდა. ჩვენი 18-წლამდელები თამაშობენ ექვსი ერის ფესტივალში; ‘შავი ლომი’ ჩაერთო ჩელენჯ თასში და ვცდილობთ გზების გამონახვას, რათა მან გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში ითამაშოს. სამწუხაროდ, რეალობის გათვალისწინებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატში თამაში ჩვენს განვითარებას ხელს არ უწყობს.

- ფრანგულ ტოპ 14-ში ბევრი ქართველი თამაშობს. როგორი ურთიერთობა გაქვთ მათ კლუბებთან?

- რა თქმა უნდა, საფრაგეთიდან მოთამაშის ჩამოყვანა ხანდახან სირთულეებთანაა დაკავშირებული. ვცდილობთ კოორდინირებულად ვიმუშაოთ და უმთავრეს ყურადღებას მოთამაშეთა კეთილდღეობას ვუთმობთ.

- უკვე მოიპოვეთ 2027 წლის მსოფლიო თასის საგზური. როგორია თქვენი მიზნები?

- მიზანი ფლეი ოფში გასვლაა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს წლებში უფრო მაღალი მიზნებიც დავისახოთ. მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ, რათა მივყვეთ დასახულ გეგმას და ღირსეულად წარვსდგეთ მსოფლიოს წინაშე. დარწმუნებული ვარ, 2027 წელს ჩვენს ხმას ბევრი გაიგონებს.

Rugby.ge

ბრაზი
ბრმა,სულელი,შურიანიც,ბოღმიანიცაა ყველა ის,ვინც ქართული რაგბის მიზანმიმართულ წინსვლა-აღმასვლას არ იმჩნევს... ფაქტებსა და შედეგებს რა ვუყოთ,რეგვენებო?!
ბრაზი
ჩვენი მძლავრი რაგბის უძლეველ მომავალს გაუმარჯოს!!!
მაო
ასეთი ბრმა "სიმართლით" გევლოს...
სიმართლე
სპორტი საქართველოში რომელ სპორტშიც ყველაზე დიდი ფული ჩაიდო და არანაირიი შედეგი არ დაუდიათ ეს არის რაგბი!!!
747
ოსტაპ ბენდერი
რას არ გაიგებ კაცი)))
ევროპაში ორი „იბერიაა“, ერთი მათგანი ესპანეთში, ხოლო მეორე საქართველოში მდებარეობს. )))))))))))))))))))))))) რომელი სოფლის გვერდითაა, ბარემ დაგეკონკრეტებინათ, სოსო - ბატონო))
შიშველი სიმართლე
სოსო ტრაბახაძე
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისის თანამშრომლობა კიდევ 4 წლით გაგრძელდა
იოსებ ტყემალაძე: "შავი ლომის" მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე
"ედი ჯონსი? - მაისაშვილზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მივიღეთ წინადადებები" - იოსებ ტყემალაძე
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"საქართველოს ნაკრებს ზელანდიის წინააღმდეგ თამაში სურს" - იტალიური გამოცემა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია