ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ ეტაპზე სენსაცია დაფიქსირდა და "მილანმა", რომელიც ამ ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, შემდეგი ეტაპის საგზური "ფეიენოორდს" დაუთმო. ამჟამად "ლივერპულის" თავკაც არნე სლოტის დაწყებული პროექტი წარმატებით გრძელდება, რაფაელ ლეაო კი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს, შარშანდელის მსგავსად, ისევ ადრევე ემშვიდობება. "ატალანტას" ბელგიურ "ბრიუგესთან" მწარე მარცხმა იტალიური ფეხბურთის კრიზისი გამოაჩინა.

ჩვენი მთავარი ინტერესის მქონე პსჟ პირველ დაპირისპირებას იოლად გაუმკლავდა, თუმცა წინ ჯერ განმეორებითი მატჩია - "ბრესტს" დღეს, 19 თებერვალს, 23:59 საათზე უმასპინძლებენ(3:0 აქვთ მოგებული).

პარიზული კლუბი ბოლო თვეების განმავლობაში ევროპაში ყველაზე თანმიმდევრულია. მათი ინტერესი წაუგებელი სერიის გაგრძელებაა. წინ "ბარსელონასთან" ან "ლივერპულთან" უფრო დიდი გამოწვევაა. ამასობაში, შემდეგი ეტაპის საგზური "მონაკომ" ვერ მოიპოვა.

პსჟმა ბოლოს "ბრესტთან" 1985 წელს წააგო. 31 შეხვედრაა, დედაქალაქელები იგებენ. საფრანგეთში უფრო მეტი "მონაკოს" "მონპელიესთან" გაუკეთებია - 34 მატჩში გამარჯვება 1995-2018 წლებში. ლუის ენრიკეს გუნდს შეუძლია, ამ სეზონზში "ბრესტს" მეოთხედ აჯობოს, ასეთი რამ კი მათ "მონაკოსთანაც" (2017-18) მოუხერხებიათ. პარიზულ კლუბს ახლა ყველაფერი გამოსდის.

ლუის ენრიკეს მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაა, რომელიც "ბარსელონასთან" ერთად მოუპოვებია

ენრიკეს გუნდს საქმე სამივე ტურნირზე კარგად აქვს და როტაციას არ უშინდება. შაბათისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში მეკარე დონარუმა, მარკინიოსი, ნუნუ მენდეში, ვიტინია და ჟოაო ნევეში უნდა დაბრუნდნენ.

რაც შეეხება შეტევას. პირველ შეხვედრაში სასტარტოში ხვიჩა კვარაცხელია არ ყოფილა. მოსალოდნელია, ახლა ქართველმა დაიწყოს და ბარკოლა სათადარიგოთა შორის ვიხილოთ(ან მარჯვენა ფლანგზე). ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" ერთად მოპოვებული როგორც პირადი, ასევე გუნდური შედეგების გაუმჯობესება სურს!..

სხვა მატჩები:

21:45 სთ:

დორტმუნდი - სპორტინგი (პირველი მატჩი 3:0).

23:59:

პსვ - იუვენტუსი (1:2);

რეალი - სიტი (3:2).

გიგო პაპა
სასტავშია, ცენტრში. რა ქნას მეტი ენრიკემ, ყველაფერი ხვიჩაზეა დამოკიდებული. ვუსურვოთ სულ მცირე - დუბლი მაინც!
oeeet gijeboo
ლუის ენრიკეს ჭირდება კოლექტიური ფეხბურთი მასზე არ ითამაშებენ იმიტომ რომ მენტლურად სუსტია კვარას უნდა ეყოს სითავხედე და მიიღოს ინდივიდუალურად რაღაცის გადაწყვეტილება თუ არა და დარჩება ხუთ გოლიან პრსპექტივაში სეზონზე ზაფხულივით././ ეხლა ტროლები დამაბრალებთ ქოცობას და ნაცობას კვარა არ არის ვარსკვლავი უბრალოდ კარგი ფეხბურთელია და მორჩა ხანდახან გამოანათებს ხოლმე
ჟორა
გააჩნია სტატიას, პირადად ბევრჯერ დამწყვეტია გული, რომ სტატია მოკლე იყო.
ფეხბურთი გითამაშია?
ჯარიმა არ არის რთული სასწავლიო რომ ამბობ. ჯარიმას გატანა უნდა მარტო დარტყმა კი არა. ხვიჩაზე დიდი ფეხბურთელები ვერ იტანდნენ ჯარიმებს, მასზე უკეთესი და ზუსტი დარტყმით
ვახსიმონტო
რაც წავიდა აღარ დაბრუნდება , დრო ხმელი ფოთოლი არ არის რომ ქარმა მოიტანოს და ისევ წაიღოს და პირიქით, ის მიდის უსასრულობისკენ და სამწუხაროდ მხოლოდ მოგონებები რჩება, ასეა დღეს ფეხბურთს, დიდ ფეხბურთს (და არამარტო ფეხბურთს სხვა ბევრ სპორტის სახეობაშიც ასეა) მინდორზე 22 მილიონერი თამაშობს, ვინ უფრო მონდომებულია ? ის ვინც ლუკმა-პურისთვის იღწვის თუ მორიგი მილიონიანი ტრანშისთვის ? ვინ უფრო გაიმეტებს თავს, ვისთვისაც ერთი ლაზათიანად მოქნეული ფეხი ასიათასობით დოლარს უდრის თუ გადარჩენისთვის თავგანწირვას ? ძმა ბიჭებში ქეიფი და მერე ნაბახუსევზე თამაში კი არა ზედმეტად 2 ხინკლის ჭამაც დაგწევს უკან, შესაძლებლობების ზღვარზე გადის დღეს სპორტი და შეიძლება ითქვას რომ ის ჯანმრთელობისთვის მავნე სამუშაოთა რიგს განეკუთნება საიდანაც ნაადრევ პენსიაზე გადიან. ვინ როგორ გადაანაწილებს თავის რესურს ფულის შოვნას, პირად ამბიციას, სამშობლოს თუ ოჯახის,მოყვასის სიყვარულს შორის ეს უკვე პირადი ადამიანურობის და კაცობის საზომია ...
გიგო
შენ ჭკუაზე იარა ნაცმოძრაობამ. დიდი ფული რომ ტრიალებს მაგ დიდ ფულს იმას უხდიან ვინც თავს იკლავს და თავს იკლავენ იმისათვის, რომ დიდ ფულს უხდიან. აგერ საქართველოს ჩემპიონატში 3-5 ათას დოლარს უხდიან და არც არავინ იკლავს თავს.
simartle
არაფერს არ ვიტყვი მიკიბულ მიკიბულს, კარში დარტყმაზე სჭირდება მუშაობა, საჯარიმოს გარედან საჯარიმო ოთხკუთხედის ყველა კუთხიდან თან ორივე ფეხით, ყველანაერი დარტყმის შესრულება უნდა შეეძლოს. რონალდოს ჯარიმა არ არის ძნელი სასწავლი, დაამატოს არსენალს, და მეტი უნდა იმოძრაოს სხვადასხვა მიმართულებით, შეუტიოს თავისუფლად.
ეს პლეერი მოაშორეთ!
100 პროცენტი მართალი ხარ არანაირი ინტრიგანი არა ვარ ) მაშინ, სათაურის მეტს ნუ დაწერ, რახან არ კითხულობენ) მინდოდა კრიტიკა მოგესმინა. შევცდი! წარმატებები !!!
ჩემი აზრით
რაც დრო გადის უფრო ვრწმუნდები რომ ფეხბურთში იმხელა ფული ტრიალებს ვარჯიშით თავს არავინ იკლავს.კვარაცხელია რომ ავიღოთ მარტო პსჟ-ში 50 მილიონი გარანტირებული აქვს და ვარჯიშით თავს რატო გაიგიჟებს.შეხედეთ მსოფლიო ფეხბურთს ,ვარსკვლავი ფაქტიურად აღარ დარჩა.ბოლოს იყო რონალდუ და მესი.გულშემატკივრებს გაგვიმართლა რომ ერთმანეთში დიდი დაპირისპირება ჰქონდათ რა თქმა უნდა კარგი გაგებით.ალბათ ამიტომ მაგარი მონდომილობები იყვნენ.მე პირადად ხელი ჩავიქნიე.
ვიღაც ალბათ კონკურენტს
მოკლე დროში მესამე პრევიუ იდება ამ გუნდთან, სამივეში სხვადასხვა ტექსტია. რომ გახსენით, სხვა რა უნდა დაგხვედროდათ? ტაშს ხოარ დაუკრავენ, არა?
ეს პლეერი მოაშორეთ-ს
ძაან სუსტი ინტრიგანი ხართ აშკარად. ჯერ ერთი სტატიის გაზრდაზე ვინღა მუშაობს, ხალხი მარტო სათაურს კითხულობს და ბევრს ვინ წაიკითხავს? მერე აქ ძალიან აკადემიური პრევიუები იდება, ზომიერი სტატისტიკით, თქვენ ალბათ სხვაგან არ კითხულობთ, სტატიის ბოლოს ორასი სტატისტიკური მონაცემი როა
ეს პლეერი მოაშორეთ!
" პსჟმა ბოლოს "ბრესტთან" 1985 წელს წააგო. 31 შეხვედრდაა, დედაქალაქელები იგებენ. საფრანგეთში უფრო მეტი "მონაკოს" "მონპელიესთან" გაუკეთებია - 34 მატჩში გამარჯვება 1995-2018 წლებში. ლუის ენრიკეს გუნდს შეუძლია, ამ სეზონზში "ბრესტს" მეოთხედ აჯობოს, ასეთი რამ კი მათ "მონაკოსთანაც" (2017-18) მოუხერხებიათ. პარიზულ კლუბს ახლა ყველაფერი გამოსდის." - აი ვის რაში დაგვჭირდება ესეთი დაობებული ამბები? ) ეს ფოტოები უფრო დიდი უნდა ყოფილიყვნენ, რომ თვალს მოხვედროდნენ) უბრალოდ სტატიას წელავ და ავსებ ))
ABARA
თუ ნაპოლიში ახალბედა და უცნობი ბიჭის სტატუსით მივიდა, რომელსაც პრაქტიკულად არავინ იცნობდა, პარისულ კლუბში ის უკვე სუპერ ვარსკვლავის სტატუსით გადაბარგდა, რაც გარკვეულწილად მისდამი მოლოდინებსაც ზრდის საფეხბურთო კრიტიკოსების მხრიდან. ამიტომ არასტაბილურ თამაშს და ხშირ ჩავარდნებს არ აპატიებენ , ამიტომ მეტი გამბედაობა და თამაშის საკუთარ თავზე აღება მართებს, რადგან გუნდში კონკურენცია ძალზედ მაღალია, განსაკუთრებით შემტევ პოზიციებზე. ბარკოლა, დემბელე, დუე და სხვები მუდამ კარზე დაგეშილები არიან და არ მახსენდება საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფს, რომელიმეს კვარას ძებნა დაეწყოს. ასევე უნდა მოიქვეს კვარაც, საკუთარ თავზე აიღოს მაქსიმალურად თამაში და მომენტების დაგვირგვინებას ეცადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასტარტოში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდება და სათადარიგოთა სკამზე გადასმას უბრალოდ ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლებს. არც კლუბს აწყობს ის, რომ 75 მილიონიანმა შენაძენმა სათადარიგოთა სკამი ხეხოს და თუ სასტარტო თერთმეტეულში ადგილი სეზონის ბოლომდე ვერ დაიმკვიდრა, ახალი სეზონის დაწყებამდე შესაძლოა მის განათხოვრებაზე დაფიქრდნენ. სხვაგან დავწერე და აქაც გავიმეორებ, რომ წლიურ 11 მილიონიან ანაზღაურებას სხვა დონის მიდგომა და პროფესიონალიზმი ჭირდება. ნაპოლიში არც თავად იკლავდა ბოლოს თავს და ვერც კლუბი თხოვდა მეტს, რადგან ანაზღაურებით გუნდში მე - 14 ადგილზე იმყოფებოდა, რაც ბუნებრივია შეუსაბამობა იყო და დიდი უსამართლობაც, თუმცა პსჟ-ში საქმე სულ სხვაგვარადაა, ტოპ ხელფასი აქვს, ანაზღაურების მიხედვით გუნდში მე- 4 ეა, სგრძნობლად უსწრებს ამ მხრივ მის უშუალო კონკურენტ ბრედლი ბარკოლაზეც და შესაბამისად მოლოდინები მის მიმართ სულ სხვაა.
ddw
არ დამთავრდა ეს ბრესტი ტულუზაა :)))
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[IVDEO] კატასტროფული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ტოტენჰემის მეკარე მე-16 წუთზე შეცვალეს
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?