სუპერლიგაში ყველაზე ნაკლები დამარცხების მქონე ვსა-მ სუპერლიგის რიგით მეოთხე მატჩი დრამატულ ბრძოლაში წააგო. დაკარგული ქულებით სუპერლიგის ლიდერმა შეხვედრა ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ამრა გაგრასთან დათმო. მატჩის ბედი ბოლო წამზე გადაწყდა – კახა ჯინჭარაძის ბრძოლაში ჩაგდებულმა ბურთმა მატჩის ბედი გადაწყვიტა, რადგან საფინალო სირენამდე 0.2 წამი რჩებოდა და ამ დროში თამაშის გადარჩენა დიდი იშვიათობაა.

ვსა მთელი თამაში აგებდა, თუმცა ბოლოსწინა წუთზე ანგარიში გაათანაბრა და მოგებაც შეეძლო, თუმცა ყველაფერი თავის თავს, უფრო ზუსტად კი ქსავიერ ჰილ-მეისს უნდა დააბრალოს, რომელმაც დასრულებამდე 7 წამით ადრე ფარის წინ სრულიად თავისუფლად ნასროლი ბურთი ააცილა. იმ აცილებულის შემდეგ დარჩენილ 6 წამში ჩააგდო სწორედ ჯინჭარაძემ, რომელმაც მანამდე მეტოქის სამწამიან ზონამდე დრიბლინგით, დამცველების მჭიდრო მეურვეობის თანხლებით ირბინა და გამარჯვების ბურთი, რომ იტყვიან, ბრძოლაში გამოჭედა – 75:73 (სტატისტიკა).

ამ ბურთის გამო არა, ჯინჭარაძე მატჩის საუკეთესო იყო – 26 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი. 14 ქულა და 5 პასი ჰქონდა ეროვნული ნაკრების მეორე წევრს, ლუკა მაზიაშვილს. 10 ქულა მიითვალა უფრო დაცვით გამორჩეულმა, მაგრამ ამ მატჩში შეტევაშიც გამორჩეულმა გიორგი მეცხოვრიშვილმა. ვსა-ს შემადგენლობაში 15-15 ქულით 3 მოთამაშე გამოირჩა – დავით კაკუშაძე, ქსავიერ ჰილ-მეისი და ჯერმეინ ჰედი.

სუპერლიგის მე-14 ტური ხვალ, 2 მატჩით დასრულდება: ქუთაისში “რაში” ითამაშებს, თბილისი არენაზე კი თსუ ორბს დაუპირისპირდება. ეს მატჩი ტყიბულში უნდა გამართულიყო, მაგრამ დიდთოვლობის გამო დედაქალაქში ტარდება.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა