ესპანეთის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მატჩები მოიგეს ქართველი კალათბურთელების გუნდებმა – გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" და ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნამ". პირველი ლიდერთა შორისაა და რეგულარული ჩემპიონატის რაც შეიძლება მაღალ ადგილზე დასრულებისთვის იბრძვის, ხოლო ბურჯანაძის გუნდი ბოლო ადგილზეა და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

სტატისტიკით ვერც ერთი ვერ გამოირჩა, თუმცა გამარჯვებაში თავისი წვლილი ორივე ქართველმა შეიტანა. "ტენერიფემ" ბადალონას "ხუვენტუდს" უმასპინძლა და ფიცხელ ბრძოლაში – 82:81 სძლია. გამარჯვების სამქულიანი მატჩის ბოლო წამზე აბრომაიტისმა ჩააგდო. გიორგი შერმადინმა 17 წუთი ითამაშა და შეხვედრა 3 ქულით, 2 მოხსნით, 1 ჩაჭრით და 1 დაფარებით დაასრულა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგო.

16 მოგებითა და 5 მარცხით "ტენერიფე" "უნიკახასთან" ერთად 2-3 ადგილებს იყოფს. პირველზე კი მადრიდის "რეალია". ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნამ" ერთ-ერთ კონკურენტს, "ლეიდას" უმასპინძლა და 97:84 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა 15:32 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბურჯანაძემ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოდან კი 2 სროლა შეუცდომლად ესროლა.

"ლეიმა კორუნა" 5 მოგებითა და 16 მარცხით ბოლო ადგილზე რჩება და 1 ქულით ჩამორჩება მის წინ განლაგებულ 3 თანაბარქულიან გუნდს – "ხირონას", "გრანადას" და "ლეიდას".

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში