ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ხვიჩამ ამ ორ საკითხზე დაგვაფიქრა... რა აკლდა პსჟს და რა იკითხებოდა მეორე მხარეს

ხვიჩამ ამ ორ საკითხზე დაგვაფიქრა... რა აკლდა პსჟს და რა იკითხებოდა მეორე მხარეს

ხვიჩა კვარაცხელიამ "ლივერპულთან" მაგრად ითამაშა, ლამაზად და შემართებით. ორ საკითხზე უფრო მეტად დავფიქრდით, ვიდრე წინა წლებში. ერთი ისაა, თუ რა აკლდება პსჟს ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფისთვის, მეორე კი თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების უაზრო წესს ეხება, რისი შეცვლაც მალეა დაგეგმილი...

ყველაზე ცოტა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პარიზელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ იცოდა, შიდა ასპარეზზე სადარდებელი არაფერი ჰქონდა, საერთაშორისო დონეზე კი მერვედფინალში დიდი მატჩი ელოდა. თეორიულად, ესპანელი სპეციალისტი აქამდე სწორად დაგეგმილად მივიდა, ფეხბურთელების ძალები გადაანაწილა, შეტევაში პოზიციების ცვლაზე აქცენტით კი "ლივერპულს" მეტი საფიქრალი დაუტოვა. ამას ეფექტიც მოჰყვა, არავინ იცოდა, რომელი ფეხბურთელი საიდან რას შექმნიდა, თუმცა ჯერჯერობით შედეგი უარყოფითია.

მაშ, რა აკლდა პსჟს? ერთ-ერთი პირველი ალბათ თავდაჯერება იყო, რაც იმის განცდაში გამოიხატებოდა, მასპინძელი გუნდი დროს ვერ აკონტროლებდა, ფიქრობდა, რომ ყოველი წამი მეოთხედფინალს აშორებდა. ამ დროს რა "იკითხებოდა" მეორე მხარეს? - მერე რა, რომ გვიტევენ, უპირატესობა აქვთ, ჩვენ ვართ უკეთესი და უფრო გამოცდილი გუნდი, "ოქროს შეცვლით", მეკარით, რომელიც დღეს უბრალოდ გოლს არ გაუშვებს... ესაა ზუსტად ის გამოცდილება, რაც "ლივერპულს" სხვაზე ჭარბად აქვს, აი, მადრიდის „რეალს“ კი მათზე მეტად, რაშიც არაერთხელ თავადაც დარწმუნდნენ.

ამჯერად ალისონმა იფრინა...

გამოდის, "ახალი" გუნდები ტრადიციულ ტურნირს ვერ მოიგებენ? ლონდონის "ჩელსისა" თუ "მანჩესტერ სიტის" მაგალითები სხვაა. ეს თასი "პორტუსაც" აღუმართავს. მოიგებენ... მას შემდეგ, რაც თავიანთ არსენალში პრაგმატიზმს გააძლიერებენ, მაქსიმალურად გამოიყენებენ საგოლე შანსებს, დაცვაში კი ერთი წამითაც არ მოდუნდებიან. შემთხვევითი არც ისაა, ამ დონის გუნდების მეკარეები რომ "დაფრინავენ" ხოლმე (პარალელურად ბარსელონას მეკარე შჩესნიც ასე იყო) ეგეც თითქოს უკვე ნანახია, ერთი უტევდა, მეორემ გაიმარჯვა...

ფსიქოლოგიურ ფაქტორებს ჯერ კიდევ, განმეორებითი მატჩის პრიზმაში, დიდი მნიშვნელობა ექნება. როცა იცი, აუცილებლად მოსაგები გაქვს. ლივერპულელებს კონტრშეტევა მაგრად შეუძლიათ და საკუთარი მოედნის ფაქტორის მიუხედავად, იქნებ მაქსიმალურად ზემოთ აწეული პარიზელებიას დასჯა ასე სცადონ. ენრიკეს შემადგენლობა კი გამოკვეთილი ჰყავს, თუმცა მისი რევიზია მოუწევს. დროის მენეჯმენტი ახლაც მნიშვნელოვანი იქნება. მაგალითად ის, სასტარტოში 4 შემტევი იყოს, თავიდანვე ამის გაკეთება მოწინააღმდეგის შანსებს ხომ არ გაზრდის ისე, მერე გამოსწორებაც გაჭირდეს. ეს საკითხები სამწვრთნელო შტაბის გადასაწყვეტია. ასევე, შესაძლოა, სამ ცენტრალურ მცველს იმ იმედით დაეყრდნონ, ფლანგებს შეტევაში ჩართვისა და უპირატესობის შექმნა შეეძლოთ, მაგრამ ამ ლივერპულელებს კონტრშეტევებთან გასამკლავებლად ეს საქმე რამდენად გამოდგება?!

ჩვენთვისაც რთულია, ახლა ლიგა 1-ის მორიგ ტურზე გადავერთოთ, ვიცით რომ იქ პსჟ "მეფეა", მთავარი და რთული გამოწვევები ისევ "ლივერპულთან“ დაპირისპირებას უკავშირდება. ხვიჩა კვარაცხელიასთვისაც რა ძნელია, როცა ასეთ გოლს "მოგპარავენ", სადაც შენი ფეხის ნაწილით არანაირი უპირატესობა არ მიგიღია... ამ მოცემულობისა და ემოციებისთვის "კვარა" ჩვენგან მხოლოდ მადლიერებას იმსახურებს!..

• ფიგუ

ბადრის შედარება კარგია, მაგრამ სუსტი. კარები შეიძლება მთელი დღე იყოს დაკეტილი, მაგრამ ღირღიტა ჰოოო! ფეხბურთის ფედერაციამ უნდა მოაგვაროს ეს საკითხი.

• ნუ ირთვება ვიდეოები თავისით,თუ გვინდა თვითონ ჩავრთავთ!!!!!!!!!

ჟორიკ,თან ტაქსის საჭეს ატრიალებ და თან ამ კომენტარს წერ?წინ იყურე!

• იასონას უდარი

ლივერპულის ქომაგების გარდა,ყველა ცდილობს დააკნინოს ლივერპულის შედეგი,თუმცა გაუგებარია რატომ. რა უნდათ,რას უნდა ერჩოდნენ ლივერპულს? ალბათ,ლივერპულისგან გამწარებული გუნდების ფანები არიან ან ერთი ლარი წააგებინა ტოტალიზატორში. აბა,რა ქონდა ამ თამაშს ისეთი,რატომაც არ შეიძლებოდა ლივერპულს მოეგო? მეკარე კარგად იდგა და ასაღები ბურთები იყო ყველა,ხოდა აიღო. მოდით ნახეთ ლივერპული ნოტინგემის თამაში პრემიერლიგაში,როცა ენფილდზე წააგო ლივერპულმა,მიდით შეამოწმეთ და მერე თქვით,რამდენმა ახსენეთ მაშინ ძარცვა? იმიტო არ გააკეთეთ ეს რო ლივერპული არ მოგწონთ,თუმცა რეალობის აღქმა არ უნდა დაკარგოთ. მთელი თამაში ლივერპული თავზე აჯდა ნოტინგემს,თუმცა ერთი დარტყმით მოიგო ნოტინგემმა,რა არ ეკუთვნოდა? ეს ბიძია ფეხბურთია ჭოკით ხტომა კი არ არის,თავდასხმაც და თავდცვაც გეგმის ნაწილია,მეკარეები ბურთების ასაღებად დგანან კარში. აბა,რეალმა ვერ შეირგო კარიუსის მიცემული საჩუქარი,რომელი იყო იმ ფინალზე გასატანი,ბენზემას რო უპასა ის თუ ბეილის დარტყმული რო ხელიდან გაუვარდა? გაუშვა კარიუსმა და რეალმა დამსახურებულად მოიგო,რა ასე არ არის? ალისონი არის უმაღლესი დონის მეკარე,ამიტომაც ვიძახი რო მისი გაშვება არის ყველაზე დიდი შეცდომა ფეხბურთის ისტორიაში. მამარდას ჩემი თავი შემოევლოს,მარა ამ კაცთან კონკურენცია გაუჭირდება. ხო მართლა,ევროზე ჩეხებთან რამდენი სეივი ქონდა მამარდას,ის ამ გადასახედიდან სამართლიანი იყო? ჩემთვის იყო ისიც და ლივერპულის შემთხვევაც,მამარდამაც და ალისონმაც უმარესი თამაშები ჩაატარეს,იმიტო რო ორივე უმღლესი დონის კიპერია. დონარუმამ ხელი ხო მიარტყა ელიოტის დარტყმულს,რატომ ვერ აიღო? იმიტო რო ის დონარუმაა და აქეთ ალისონი იდგა,ეს არის განსხვავება. ჯერ კაცი მილანს რო დატოვებს და პსჟში წავა,იმის მეკარეობა არ გაიშვას და კაცობა კიდევ. ერთი ზუბიმენდი დაემატებინა ლივერპულს,რომელიც მოყავდათ,მარა კლუბმა თხოვა ზუბის და დარჩა. მერე გენახათ თქვენი გამწარება და კრიახი ლივერპულის შედეგების გამო. ასე გეგონათ,კლოპი წავა და ლივერპულს დაერხევაო,ხოდა სლოტი მაგარი ეშმაკი კაცი ჩანს და არც ლივერპულია ჰოდსონის ლივერპული. ნახეთ რა გავიხსენე,რეალსოსიედადში გაზრდილ კაცს მაგარი ხელფასი და ცხოვრება ეჯღანებოდა ლივერპულში,მარა კლუბმა თხოვა და დარჩა,ეს არის კაცობა. დონარუმა აღზარდა მილანმა და რა გაუკეთა,ფულის გამო წავიდა. ლივერპული ასე არჩევს ფეხბურთელებს,კაცებს და არა ფულის ღორებს. ყველა ლივერპულის ფეხბურთელი,სხვა კლუბში უფრო მეტ ანაზღაურებას აიღებდა,თუმცა ლივერპულში არიან და ბოლომდე იბრძვიან. ჰენდერსონმა მტკივანი მუხლით იტამაშა ერთი ტაიმი ბარსასთან,რა ამას ვინმე იზავს პსჟში? მერე გაუმიზეზდა და ამიტომაც მოუწია წასვლა. ეს არის კლუბის და ფანების დაფასება,სიყვარული და ამბავი,რაც არ აქვს პსჯს.

• დავით 67

gel-100-ს!შენგან ნაღდად არაფერი მინდა. სადმე დაინახე რომ უსამართლობაზე გავამახვილე ყურადღება? მე უბრალოდ დავწერე, ვარ-ის არსებობის შესახებ. რომ არ ყოფილიყო ვარი ლუქსემბურგთან არავინ არ იცის რა იქნებოდა. ასევე პორტუგალიასთან და ჩეხეთთან პენალტები. სად ამოიკითხე რომ მე ვარს უსამართლობის ინსტრუმენტად ვთვლი.

• ფიგუ

რატომ არ გაიმეორეს ხვიჩას მოცელვა [და არა წაქცევა-სხვადასხვაა ]ხჯარიმოში?.

• ფიგუ

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს; „გეკუთნის მაგრამ არ გეკუთნის“ შენი მოსიყვარულე ტოტალიზატორი.

• მართალია

სულ მაგას ვამბობ ვარ-ის ნდობა არ შეიძლება ის ვისაც უნდა იმას მოინიშნავს რა დროსაც უნდა და სადაც უნდა იქ დააფიქსირებს ოფსაიდს არადა ეს ასე არაა.მაფია მუშაობს

• ფიგუ

გუშინაც დავწერე და ახლაც ვიმეორებ; არავითარი თამაშგარე არ ყოფილა ვარმა გვაჩვენოს პასის შესრულების და ხვიჩას დგომის მომენტი ერთდროულად. ასე ცალკე შეიძლებაერთმეტრიანი თამაშგარეეც კი აჩვვენო. 2] პენალტი იყო და არ დაუდეს პსჟ-ს. 3] თამაშგარე უნდა ითვლებოდეს საჯარიმოს ხაზის შემდეგ [უნდა გაგრძელდეს აუტის ხაზამდე]. როგორც რაგბშია 22 მეტრიანი ზონა]. მოედნის ცენტრის ხაზთან ათი სანტიმეტრით ხწინ დგომა თუ თამაშგარეა ეს ფეხბურთის შემაფერხებელია. ტოტალიზატორების კოეფიციენტებში სხვაიბა არ უნდა აღემატებოდეს 0,2-ს.

• ჩემი აზრით

ეს თამაში ლუის ენრიკემ წააგო თავისი ექსპერიმენტებით.ფეხბურთელების ადგილების ცვლა სასარგებლო რომ იყოს სხვა მაგაზე უფრო მაგარი მწვრვთვნელები გააკეთებდნენ.ალისონმა რომ მოიგო თამაში ეს ფაქტია მაგრამ სამაგიეროდ ოქროს ბურთის მთავარმა კანდიდატმა სალახმა საერთოდ ვერ ითამაშა.რაც შეეხება აფსაიტს როგორი წესებიც არის ის დაიცვეს.

• ლუკა

ზღაპრულად ითამაშეს,ეს ნამდვილი ესპანური თამაში იყო,ბარსას კლასი.რას იზამ ფეხბურთი და საერთოდ სპორტი ზოგჯერ უსამართლოა.ისე გულზე გავსკდი,რა უაზრო აფსაიდი იყო,ყოველთვის ვამბობდი რომ აფსაიდი მხოლოდ მაშინ უნდა ჩაითვალოს თუ შეხების წერტილი არაა.რა თქმა უნდა ხელებს არ ვგულისხმობ.

• ბექა

Ки марталиа,Хвичаа паризелебиствис чемпионобис момтани да моутанс кидец,моугебен да куршац Хвичасиа,царматебеби кварас...

• დავით 67

შეიძლება მართალიც ხარ, მაგრამ ჩვენ ქართველებს გვიყვარს არაობიექტურობა. თუ ჩვენს სასარგებლოდ რამე არ არის ეს ცუდია, თუ ჩვენს სასარგებლოდაა, მაშინ კარგი. )) ესპანეთს მაინც ვერ მივუგებდით. რომც არ ჩაეთვალათ ის გოლი. 4-1 თუ არა 2-1 მაინც იქნებოდა

• წესი წესია

ყველას გვეწყინა გოლის გაუქმება, მით უმეტეს ლამაზად შესრულებულის. არა უშავს, ხვიჩა ის ბიჭი არ არის, რომ იოლად დანებდეს ლივერპულს. მჯერა, რომ თავის სიტყვას მაინც იტყვის ენფილდზე.

• G.LA

დავით 67-ს ვარი კი არ დაგვეხმარა, თავის საქმე გააკეთა. რატო აიმიჟეთ ვიღაცეებმა რომ ვარი როდისმე დაეხმარა ჩვენ ნაკრებს? საქართველოს ნაკრებს იქით გვაქს ვართან სადავო. ბოლომდე ვერ გაართვა თავი და ავტორიტეტების სასარგებლოდ ჩათვალა გოლი, რომელიც ვარის გარეშეც არ ჩაითვლებოდა. ესპანელების პირველ გოლზე მაქვს საუბარი. აშკარად ჩანდა თამაშგარეში მყოფი ფეხბურთელი როგორ ეფარებოდა ბურთს და მამარდას შორის.

• ამატაკი

არადა აქამდე, ეს ინგლისის თუნდაც ჩვენებური გულშემატკივარი მაგრად იქადნებოდა: ამას ვიზამთ და იმას, ერთი სიტყვით გადავუვლითო ფრანგებს. როგორც ჩანს, გარკვეული კრიზისი ინგლისურ ფეხბურთსაც წამოეწია. ტრადიციული გუნდები ვეღარ აჩვენებენ მათთვის შესაფერის ფეხბურთს. ის რაც გუშინ ვიხილეთ, ეს თუ არის ინგლისური ფეხბურთის მწვერვალი, რბილად რომ ვთქვათ არც ისე გრანდიოზულად გამოიყურება, როგორც მიაწერენ ხოლმე. პსჟ-ს რაც შეეხება, მშვენიერი ფეხბურთი ითამაშა და გულშემატკივარიც კმაყოფილი უნდა იყოს სანახაობით. შედეგი ვერაა სახარბიელო, მაგრამ ეს ფეხბურთია და არც ისე ხშირად, მაგრამ ვითარდება ხოლმე მსგავსი სცენარი. ალისონი თავად ამბობს, რომ კარიერის მატჩი ჰქონდა და ფეხბურთში მეკარე, შედეგის მხრივ მოგეხსენებათ, ერთერთი განმსაზღვრელი პოზიციაა. ის კი არა და ჩვენს ერთერთ სუსტ ნაკრებსაც კი დაუმარცხებია ესპანეთის ისტორიული ნაკრები. ფეხბურთი, ლოგიკა და შედეგი რაიმე კანონზომიერებასთან მაინცდამაინც არ ძმაკაცობენ. ეს ზოგჯერ მტკივნეულია, მაგრამ ცხოვრებაც ხომ თითქმის ამდაგვარადაა მოწყობილი. ამითაც არის ეს სპორტი ამდენად დიდებული, რომ მრავალმხრივი განცდების გამოწვევა შეუძლია. შემდეგ ეტაპზე გასვლის თვალსაზრისით ერთი ბურთი იქით-აქეთ ვერ იქნება ამ წყვილში განმსაზღვრელი. ხომ გვახსოვს, ამ მხრივ 4 გოლიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი მსგავს დაპირისპირებაში (ბარსელონა 6-1). ასე რომ ამ ჯახიდან ჯერ ყველაფერი არ გვიგემია. დესერტი წესით ლივერპულში უნდა მივიღოთ. ისე კაცმა რომ თქვას, კარიერის მატჩები მიყოლებით არ მეორდება. პსჟ-ს ამ თამაშით აუცილებლად ექნება თავისი შანსები, გნებავთ მეოთხედფინალისთვის საკმარისიც კი. ვინ თქვა რომ ეს ადვილი იქნება? ყველაფერთან ერთად ამ საქმეს დიდი,ლამისაა ფოლადის კვერცხები სჭირდება. ჩვენ ბიჭში ამ მხრივ ყველაფერი შესაბამისობაშია, მიკერძოება რომ არ დამაბრალოთ, ხვიჩას 2 წლის წინანდელი თითქმის ამავე ლივერპულთან მატჩის გახსენება იკმარებს. დანარჩენებს რაც შეეხება, როგორც ნათქვამია: აღდგომა და ხვალეო. ენრიკეს ჩვენგან არ ესწავლება, მაგრამ ვისურვებდით რომ მეტად ენდოს კვარას. რატომღაც მგონია, რომ მხოლოდ ის არის კაცი,რომელიც მოიტანს პარიზელებისთვის ნანატრ შედეგს, მასზე თამაშის აწყობის შემთხვევაში. ამაზე რომ არ შემომესიონ ზოგიერთნი, არ ვარ მთლად უმცირესობაში, ამ საქმეში უცხოელი "ბობოლები"-ს ჩათვლით.

• gel-100

ითხოვ რო დისლაიქები დაგიწერონ თუ რა გინდა??ვარი იმიტომ გამოიგონეს რომ უსამართლოდ არავინ დაჩაგრულიყო და როცა ასეთ გოლს გიუქმებენ უსამართლობის გრძნობა უფრო გიძლიერდება, აშკარად შესაცვლელია წესები და მე თუ მკითხავ სანტიმეტრების გამო არ უნდა ფიქსირდებოდეს თამაშგარე მით უმეტეს თუ ფეხბურთელი კარისკენ ზურგით დგას ან კარის საწინააღმდეგოდ მოძრაობს რაც კვარას შემთხვევაში მოხდა,,ახლა საქართველოს ნაკრებზე გკითხავ!!? სად და რა მომენტში დაინახე ვარის დამსახურება ნაკრების წარმატებაში და მით უმეტეს ვარის დახმარებით ევროზე გასვლა?? პროვოკატორების დედა მოვტყან ყველასი,ვარი ჩვენ კიარ დაგვეხმარა რამეში არამედ გააკეთა ის რისთვისაც რეალურად შეიქმნა ვარი ანუ უსამართლობა არ დაუშვა და მაგის გამო არ დაგვჩაგრა საფეხბურთო ფორტუნამ,,კონკრეტული მომენტი დაასახელე სად დაგვეხმარა ვარი უსამართლოდ? ანუ სად მოხდა ისეთი რაღაცა რო უდანაშაულო გუნდი ტყუილად დასაჯეს და ამით საქართველოს ნაკრებმა ისარგებლა?? კონკრეტული ეპიზოდები დაასახელე გინდა ევროპაზე და გინდა ევროპამდე სად დაგვეხმარა ვარი უსამართლოდ?

• ვახო

ვეთანხმები. ლივერმა და სლოტმა მე 2ნომრად თამაში არჩიეს. უფრო სწორად თამაშის და ტემპის მოკვლა დაიწყეს პირველი წუტებიდან. ალისონის პაუზები გაიხსენეთ...მარა სიტუაცია გაექცათ აირივნენ და ვეღარც დალაგდნენ.. აი პსჟ კი ეს შანსი არ უნდა გაეშვა .. უნდა გაეტანათ რამდენიმე. იქ ასეთ თამაშს არავინ მოუთმენს სხვა ლივერპული იქნება. გართულდა გასვლა

• გენა

წააგეს მაგრამ კვარაცხელიამ თავისი კლასი ისევ დაამტკიცა. სასწაული ფეხბურთელია.

• დავით 67

ძალიან დასანანია პსჟ-ს წაგება. თამაშის ხარისხით აშკარად სჯობდნენ. აქ ბევრი ამბობს ლივერპულზე ეს რა გუნდიაო, მაგრამ ენფილდზე სულ სხვა ლივერპულს ვნახავთ. ხვიჩა ძალიან კარგი იყო გუშინ, რომ არა ეს სულელური წესები და გოლი ჩათვლილი ყოფილიყო პსჟ კიდევ გაიტანდა. რა თქმა უნდა მარცხი მინიმალურია და ყურების ჩამოყრა არ ღირს. შეუძლებელი არაფერია, მიუხედავად იმისა რომ შანსები შემცირებულია. ისე ვარს რომ ვაბრალებთ ყველაფერს საქართველოს ნაკრების წარმატება ევროზე ხომ ვარის დამსახურებაა? გინდა გასვლა და გინდა გერმანიაში თამაში. მე ხომ არაპოპულარული სიმართლის თქმა მიყვარს და აბა თქვენ იცით დისლაქის მოყვარულებო

• G.LA

ჩემი აზრით ამ თამაშს დააკლდა ჩვეული ბარკოლა. იმედია ენფოლდზე ჩვეულ ბარკოლას ვიხილავთ. შეტევითი პოტენციალი პსჟ-ს უფრო ძლიერი აქვს ლივერზე და ეს გამოჩდა ამ თამაში. ენფილდზეც ლივერი კონტშეტევებზე ააგებს ტაქტიკას. მე არ მოველოდი რომ ასეთი უპირატესობა ექნებოდა პსჟ-ს. თუ დაცვა თავს გაართმევს ლივერის კონტრშეტევებს, ვფიქრობ პსჟ ნამდვილად არაა უშანსოდ.

• ირაკლი

"შეტევაში არანაირად არ მონაწილეობს" რას ნიშნავს? გოლი კვარამ არ გაიტანა?

• ჯოკო

დამოუკიდებელი(და არა მხოლოდ ჩემი აზრით) საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი და მაღალი კლასის ფეხბურთელი. ბრავო კვარა !!!

• tngh

ფატალური საფეხბურთო უიღბლობა იყო პსჟ-ს მიმართ... მოგებას თუ არა, ფრეს მაინც იმსახურებდა პარიზული კლუბი!!!

• ჟორა გაბრიჭიძე

კითხულობთ რა აკლია პსჟ-სო, რა აკლია და კბილებით თამაში აკლია, რომელსაც გუნდი საკუთარ ჩემპიონატში უნდა მიეჩვიოს. პსჟ-ეს კი ხედავ როგორი შინა ჩემპიონატი აქვს, წყნარად აუჩქარებლად აკატავებენ ბურთს მოედნის ცენტრში, როცა უნდათ შეუტევენ და როცა უნდათ გაიტანენ, ანუ არავითარი დაძაბულობა. ლივერპულთან კი 90 წუთი შეტევას ვერ გაუძლეს. დამამთავრებელ სტადიაზე ჩქარობდენ თითქოს შეჯიბრი ჰქონდათ ვინ ადრე გაიტანდა ბურთს. რაც შეეხება თამაშგარეს, ამას ჰქვია პასიური თამაშგარე, როცა კარისკენ ზურგითაა შემტევი გუნდის ფეხბურთელი და შეტევაში არანაირად არ მონაწილეობს, ამიტომ თამაშგარე არ უნდა ჩათვლილიყო.

• L.J .

Gvtisavar elioti oqros cvlilebaa??an nuniesi orive weliwadshi ert magali donis tashaobs achvenebs sezonshi,gunindeli dge ubralod psg stvis uigblo iyo,meore taimi winaa!!!

• მორიელი

მწვრთნელმა წააგო. გადაღალა ფეხბურთელები. უნდა დაელოდო მომენტს. ეგრე სირბილი არ გამოვა. იქნებ კვარას ვინმემ აუხსნას რომ ძალების გადანაწილებაა საჭირო 90 წუთზე. უბურთოდ ბევრს მოძრაობს და ბოლოს იღლება

• VAR

მემგონი "ვარ"-ი აქ არაფერ შუაშია, "ვარ"-ი მხოლოდ ფაქტს აფიქსირებს, თვითონ წესია შესაცვლელი, 2 სანტიმეტრით წინ ყოფნა არ უნდა იყოს დარღვევა, მთელი კორპუსით მაინც უნდა უსწრებდეს. მსაჯების როლის შემცირებას რაც შეეხება, მსაჯი როდიდნ არის ფეხბურთის აზრი და სილამაზე, არ იქნებიან და ნუ იქნებიან, რა პრობლემაა? ჩემი აზრით ჯობია ცოტა დრო იკარგებოდეს გადამოწმებაზე ვიდრე ხელით გატანილი გოლთ ჩემპიონები ხდებოდნენ.

• იხვი

გუშინ რაც იყო, ეგ რამე ნაკლი კი არა, უბრალო უიღბლობაა. ხდება ხოლმე, ერთ გუნდს არ გაუმართლა, მეორეს პირიქით. ასე თუ ითამაშა პსჟ-მა ენფილდზე (რაც ძალიან ძნელი იქნება), შეძლებს გასვლას.

• მამუკა

ვარ-მა ფეხბურთი გააფუჭა და მსაჯებიც თავიანთ გადაწყვეტილებებში უფუნქციო გახადა,ჯერ გვერდითი მსაჯი რას აკეთებს-აშკარა თამაშგარეს ხედავს, არ აფიქსირებს, ნახევარი წუთი ხანდახან არბენინებს უაზროდ ფეხბურთელებს და მხოლოდ შემდეგ სწევს ალამს, ცენტრალური მსაჯიც უბრალოდ მორბენალი სასტვენი გახდა, დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას და ელოდება ყურში რას ჩასძახებენ, ასე თუ გაგრძელდა მოედნის მსაჯების აუცილებლობას ვეღარ ვხედავ, იჯდეს ვარ-ი ოთახში და იქიდან აფიქსიროს დარღვევები, მისცენ სასტვენი და მიკროფონში ჩასტვინოს ხოლმე მთელი სტადიონის გასაგებად

• მირო

ამ დონეზე დაჩაგრული ლივერპული,რომელსაც ასე გადაუარეს,ჯერ არ მინახავს.გაუმართლა მაგრად,მაგრამ დემბელეს ერთი ერთზე უნდა გაეტანა.კიდევ ჰქონდა პსჟ-ს ერთი ორი მომენტი,სადაც უნდა გაეტანათ.მარტო ელისონის თამაშმა კი არა ფრანგების ვერ გამოყენებულმა მომენტებმაც ითამაშა როლი. კვარას გოლის გაუქმება კი უბრალოდ დანაშაულია.ქუსლის 10 სანტიმეტრი როგორ შეიძლება იყოს გოლის გაუქმების მიზეზი???ეს იყო უსამართლობის მწვერვალი.ის რომ ჩაეთვალათ კიდევ გაიტანდნენ,მოიგებდნენ.

• სიმენონი

ნუ რათქმაუნდა ლივერპულს გაუმართლა, თუმცა... პსჟ მაინც უფრო სახიფათო პირველ ნახევარში იყო, განსაკუთრებით ხვიჩას გოლამდე. ხვიჩას გოლის გაუქმება ძალიან ცუდად დაეტყო გუნდს, თითქოს რწმენა დაკარგა ბევრმა ფეხბურთელმა. ხვიჩაზეც ძალიან არაერთგვაროვნად იმოქმედა, ვერ ვიტყვი ეს რა იყო, მაგის მერე კიდევ ორჯერ დაარტყა კარში მაგრამ ყველა შემდეგი დარტყმა უფრო უიმედო იყო. მეორე ტაიმში პსჟ-სგან მეტს ველოდი, ხვიჩა 1 ტაიმის აჩრდილად გადაიქცა, შეიძლება ფრთის ცვლილებამ ვერ გაამართლა. ხშირად ხდება ასე რომ ხვიჩა ხან ერთ და ხან მეორე ტაიმს ატარებს კარგად. ზოგადად ბევრ ფეხბურთელს ჭირს ეგრე. ხვიჩა და ბარკოლა ერთად უნდა გაეყვანა. დემბელე მაგარია, ლიდერობს გუნდს და კარგია მარა, ორჯერ სად დაარტყა, მაინც რაღაც აკლია...

• ბადრი

სადა გვყავს ჩვენ კომენტატორები, ყველაფერზე ლაპარაკობენ მატჩის გარდა. მე ხმას ვთიშავ და ისე ვუყურებ. ერთი ხომ საერთოდ დაუზეთავი კარებივით ჭრიჭინებს.

• silovan DZGERIA

ნამდვილად ცოდნაზე დამყარებული სტატიაა , ყოჩაღ !იღბალთან ერთად , პრაგმატიზმმაც უშველა ლივერპულს . პსჟ-ს აკლია პრაგმატულობა .

• Lasha

Ese tu itamasha liverloolmanmeore tamashshi psg 3 ols mougebs

• გიორგი

სტატიის წაკითხვით სიამოვნება მივიღე. მადლობთ.

• ირაკლი

რავიცი რა გოთხრად მაგრამ ჩვენი კომენტატორების იქ ყოფნამ გამაოცა.წადით დღეს მიქაუტაძე თამაშობს რეპორტაჟი გააკეთეთ

• მწვრთნელი

კვარაცხელიას შეცვლაც დიდი შეცდომა იყო! მეგონა 90 წუთს ათამაშებდა, მგრამ ენრიკეს მოგებაზე ქონდა ფსონი დადებული ალბათ! დეზირე დუეს სინდისზეა გოლი! არ ჩამოყვა ელიოტს დროულად! კვარაცხელიას კი ამ სამუშაოს გაკეთება ჯერ კიდევ სპალეტიმ შეასწავლა! ელიოტს ძალიან დიდი სივრცე დაუტოვეს! არა და პსჟ - ს ფლანგის მცველები ძალიან კარგად ერთვებიან შეტევაში და გოლებიც გააქვთ!

• ვალტერა

ესეთი ცუცურმებით დარტყმული ანრის გაჰქონდა კარგათ ხვიჩას არ უმართლებს როგორც კი ბურთს ცოტა მაღლა ურტყავს უფრო საშიში ხდება მისი დარტყმული,ცუდათ არ უთამაშია ცოტა გამართლებაც არის საჭირო ალბათ

• Levani

აი თუნდაც ის შეეგდო,დემბელეს მერე ბარკოლამ რო დაამატა ორჯერ. გამართლების გარდა სხვა არაფერი არ იყო. ლივერპულისგან მეტს ველოდი- პსჟს მარცხენა მცველმა შეჭამა სალაჰი. ჟოტაც რაღაც მეგონა,მართლა ჟოტა ყოფილა. ისე კიდე ვიტინია ძაან მაგარია,არც ნევეშზე და ფაბიანზე უნდა დაგცდეს სიტყვა,მაგრამ როცა შენი შემტევები ავტობუსს ეჭიდავებიან და გრამე ი აკლდებათ გადასამუშავებლად მათაც ცოტა მეტი სიმწვავე უნდა გამოეჩინათ.

• მწვრთნელი

ამ ანგარიშს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს გინდ 0-0 გითამაშია და გინდ 0-1 წაგიგია! პსჟ-ს გოლები აქვს გასატანი და რომელ სტადიონზე გააკეთებეს ამას მნიშვნელობა არ აქვს! 100% ვიცი, რომ ლივერპულს საკუთარ სტადიონზე არავითარი უპირატესობა არ ექნება! მსაჯსაც გამოცვლიან! მთავარია ეს შემართება არ დაკარგონ! ბარკოლას და დემბელეს არ წაუვიდათ დარტყმები! ძალინ ბევრი ააცილეს! ასეთი რამ მათ არ სჩვევიათ! ინგლისში გაასწორებენ მიზანს!

• მერაბი-1960

ლივერპულის თითქმის ყველა თამაშს ვუყურებ და მეც მიმაჩნია, რომ უდიდესი გუნდია. მათი ყურება ყოველთვის სასიამოვნოა. თუმცა გუშინ უბრალოდ გაუმართლა. ზოგი წერს, რომ პრაგმატულად ითამაშა, რაც საჭირო იყო, გააკეთა და ა. შ.რუსულ საიტებზე ისიც წავიკითხე, პსჟ-ს რეალური 3 მომენტი ჰქონდაო. არა, ინგლისურ გუნდს უბრალოდ ძალიან გაუმართლა. პსჟ-ს მე თუ მკითხავთ, უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს, წარმოუდგენელი უპირატესობაც ჰქონდათ. ალისონმა არანორმალურად ითამაშა, მაგრამ ფრანგულ გუნდს დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთ უნდა ეთამაშა. ხვიჩას გოლი რომ ჩათვლილიყო, დარწმუნებული ვარ , გუნდიც უფრო მეტს მიაღწევდა და ხვიჩაც სპექტაკლს დადგამდა. წინ მეორე თამაშია...იმედი ბოლოს კვდება...

რაზეც არ უნდა დაგვაფიქროს, ერთ რამეში დაგვარწმუნა რომ მსაჯობას არაფერი ეშველება. კონატესავით მიზანმიმართულად ფეხბურთელზე თამაშის დროს კი არა, მსგავს ეპიზოდში ბურთზე თამაშის დროს სისწრაფით მოძრავ თამდამსხმელზე შეხებაზე ნიშნავენ ხოლმე ჯარიმას, ეს რა არგუმენტით იყო წესების დაცვით თამაში, ვინმეს თუ ახსნა შეუძლია არ ვიცი.

• Რერო

ხალასი ტალანტები არიან დღეს პსჟ ში შეკრებილი,ბაჯაღლო ოქროები. სიამოვნებისთვის რომ თამაშობენ. რომელი ერთი: კვარა,ბარკოლა დემბელე,ნევეში,ვიტინია,მენდეში,პაჩო,დუე. ესენი ლივერპულს ენფილდზე არაფერს არ დაუთმობენ,იქაც დაცვაში ხომარ ჩაიკეტებიან მერსისაიდელები და ალისონის იმედად ხომარ დაჩებიან. ამხელა უსამართლობას ღმერთი არ დაუშვებს. ფანტასტიკური თამაში იყო,ოღონდ კვარას არ ჩათვლილმა გოლმა ყველა დაგვშოკა.

ნასერ ალ-ხელაიფი: "ბარსასთან" მატჩს მოუთმენლად ველოდებით

პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია

"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

"ეს სიმართლეა, ზაბარნიმ პსჟ-ს ხელმძღვანელებს საფონოვზე პირობა წაუყენა" - უკრაინელის ყოფილმა თანაგუნდელმა ინფორმაცია დაადასტურა

[VIDEO] პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში - ხვიჩამ "ინტერს" გაუტანა!

[VIDEO] "შენ გენაცვალეეეეე" - დავითაშვილის ემოციები კვარას გოლზე

"იმედი მაქვს, მესი გვიყურებს" - ვიტინია

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

ჩემპიონთა ლიგა სრულად დაკომპლექტდა

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პსჟ-ს წილისყრაში არ გაუმართლა - ჩემპიონთა ლიგაზე ქართველთა გუნდების მეტოქეები გაირკვა

დონარუმამ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი დაასახელა

ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...

"ნიუკასლმა" ვოლტემადე 90 მილიონად შეიძინა - ისაკს გზა გაეხსნა?

"კვარა" ისევეა, როგორც მე, იდეალურად" - ლუის ენრიკემ ხვიჩას მდგომარეობა შეაფასა

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

[VIDEO] თვალცრემლიანი დონარუმა გულშემატკივრებს დაემშვიდობა - რატომ აიძულებენ წასვლას?

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?

ლუის ენრიკე სასწრაფოდ საოპერაციოა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ცნობილი გამოცემების პროგნოზები - მამარდაშვილი სანაკრებო პაუზას შესაძლოა, 1 თვის უთამაშებელი შეხვდეს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

[VIDEO] მამარდაშვილი ისევ არ ათამაშეს - სობოსლაის ბრწყინვალე ჯარიმით "ლივერპულმა" "არსენალს" სძლია

გადაწყდა - ისაკი 130 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ლივერპულში" ითამაშებს

AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება