ჰაიფას "მაქაბის" ქართველმა თავდამსხმელმა ახალი სეზონის პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, ბელგიურ "გენკთან" პლეი ოფის მატჩში გაიტანა
ლადო დვალიშვილმა ახალი სეზონის პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა, ბელგიურ "გენკთან" პლეი ოფის მატჩში, ჩვენებურმა ახლო მანძილიდან დასწრებაზე ითამაშა კარგად და "მაქაბი" 2:0 დააწინაურა.

საბოლოოდ, ეს შეხვედრა ჰაიფელებმა 2:1 მოიგეს, ასე რომ, დვალიშვილის გოლი გამარჯვებისა გამოდგა. ამ დაპირისპირებაში კი ყველაფერი ბელგიაში გადაწყდება. ლადომ 90 წუთი ითამაშა და 10,5 კილომეტრი გაირბინა. მან კარისკენ 3-ჯერ დაარტყა, თუმცა კარში მხოლოდ ერთი წავიდა (ერთს მცველი გადაეღობა, ერთიც მიზანს აცდა). მისი 31 პასიდან 24 (77%) ზუსტი გამოდგა. დვალიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში მე-6 გოლი შეაგდო (ყველა საკვალიფიკაციო ეტაპზე).

გუშინდელი შეხვედრებიდან ყველაში მასპინძლებმა იმარჯვეს, ყველაზე დამაჯერებლად კი ეს ზაგრების "დინამომ" მოახერხა, რომელმაც შვედეთის ჩემპიონ "მალმიოს" 4:1 მოუგო და ფაქტობრივად გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური.

ცალი ფეხით იქაა მიუნხენის "ბაიერნიც", რომელსაც "ციურიხთან" საპასუხო მატჩის წინ 2-ბურთიანი უპირატესობა აქვს. სხვაგან კი დიდი ბრძოლებია მოსალოდნელი. გასაკვირია, ესპანური "ვილიარეალის" მარცხი - ვალენსიელები "ოდენსესთან" 0:1 დამარცხდნენ.

ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფები

ბაიერნი (გერმანია)-ციურიხი (შვეიცარია) 2:0

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ლამი - შვაინშტაიგერი, ლუიზ გუსტავო - რობენი, კროოსი (57. მიულერი), რიბერი - გომესი.

ციურიხი (4-1-3-2): ლეონი - კოხი, ტეიშეირა, ბედა, როდრიგესი - აეგერტერი - შონბახლერი (55. ნიკჩი), ბარმეტლერი (67. ბუფი), ჯურიჩი - მეჰმედი, ჩერმიტი (84. დრნიჩი).

გოლები: 1:0 შვაინშტაიგერი (8), 2:0 რობენი (72)

გაძევება: ბედა (91)

დინამო ზ. (ხორვატია)-მალმიო (შვედეთი) 4:1

დინამო (4-4-2): კელავა - ვრსალიკო, ტონელი, ვიდა, იბანიესი - ლეკო, კალელო (87. კოვაჩიჩი), ბადელჟი, სამირი (93. შიტუმი) - რუკავინა, კრსტანოვიჩი (62. ბეჩირაი).

მალმიო (4-4-2): მელიჩარეკი - ჰალსტი, იანსონი, ანდერსონი, ჰამადი - მეჰმეთი (74. ვინზენცი), პეკალსკი, მუტავაძიჩი (66. აუბინი), დურმაზი - ლარსონი, ვილტონი (66. რეჩეპი).

გოლები: 1:0 სამირი (4), 1:1 მეჰმეთი (17), 2:1 რუკავინა (56), 3:1 სამირი (61-პენ), 4:1 ბეჩირაი (84)

მაქაბი ჰ. (ისრაელი)-გენკი (ბელგია) 2:1

მაქაბი (4-4-2): დავიდოვიჩი - მეშუმარი, ი. კოენი, ფალახი, ტვატა - ვერედი, ბოკოლი (63. იამპოლსკი), იაჰაია, გოლასა (82. ტ. კოენი) - ამაშა (73. აზრიელი), დვალიშვილი.

გენკი (4-2-3-1): კიოტელესი - დურვაელი, ნადსონი, ჟონელეიტი, პუდილი - ტიორსერი, ჰუბერტი, ვოსენი (79. ბუფელი), ბარდა, ჰაილანდი (89. კამუსი) - ნვანგანგა.

გოლები: 1:0 ამაშა (8), 2:0 დვალიშვილი (28), 2:1 ბარდა (61)

ოდენსე (დანია)-ვილიარეალი (ესპანეთი) 1:0

ოდენსე (4-4-1-1): ვესელსი - რუუდი, კრისტენსენი, ჰოე, სიორენსენი - იოჰანსონი, ტრაორე, ჯემბა-ჯემბა, კადრიი - ანდრეასენი - გისლასონი (81. ფალკი).

ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - გასპარი, მუსაჩიო, საპატა, ორიოლი - კანი, სორიანო, მარჩენა (85. რუბენი), ვალერო (84. სენა) - ნილმარი (83. კამუნიასი), როსი.

გოლი: 1:0 ანდრეასენი (84)

ვისლა (პოლონეთი)-აპოელ (კვიპროსი) 1:0

ვისლა (4-2-3-1): პარეიკო - იოვანოვიჩი, იალიენსი, ჩავესი, დიასი - სობოლევსკი, ნუნიესი - ილიევი (68. ვილკი), მელიკსონი, მალეცკი - გენკოვი.

აპოელ (4-2-3-1): ქიოტისი - სოლომოუ, კონტისი, პაულო ჟორჟე, ბოავენტურა - მორაიში, პინტო - ტრიხოვსკი (85. სოლარი), მარსინიო (80. იაჰიჩი), მანდუკა (46. ხარალამბიდესი) - აილტონი.

გოლი: 1:0 მალეცკი (71)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Gio
გაელვება ტორე რამე გააკეთა რა იმ გოლში,ფეხი შეუშვირა ბურთს 2 მეტრიდან და ეგაა,ნაკრებში მაგასაც ვერ აკეთებს
devivi
ამ დვალიშვილის ვერაფერი ვერ გავიგე..საქართველოს ნაკრებში საერთოდ ვერაფერს ვერ შვრება..კარებში ვერ ურტყამს ბურთს, ხოლო კლუბში კი გოლს-გოლზე იტანს...
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
როსენიორი: პსჟ-სთან ძალიან კარგი შანსები გვაქვს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის