საქართველოს ნაკრებში ყველაზე გამოცდილმა კალათბურთელმა ისრაელთან შეხვედრაზე კრიტიკულად ისაუბრა
საქართველოს ნაკრებში ყველაზე გამოცდილი კალათბურთელი 30 წლის ვლადიმერ ბოისაა. მან 1998 წლის შემდეგ ეროვნულ გუნდში 37 მატჩი ჩაატარა, მოედანზე 966 წუთი გაატარა და 424 ქულა ჩააგდო (საშუალოდ 11.5). ასე რომ, მისი მოსაზრება ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო უნდა იყოს.

ვოვას თავდაპირველად ისრაელთან მატჩზე ვკითხეთ:

- შეხვედრას კრიტიკული თვალით უნდა შევხედოთ. დაცვაში ცუდად ვითამაშეთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი მეტოქე იყო - ისრაელის ნაკრები გამოცდილი გუნდია და შეცდომებს არავინ პატიობს. მეტოქის კალათბურთელებმა კარგად იცოდნენ ჩვენი სათამაშო სტილი და ამიტომაც გაგვიჭირდა მოგება. თუმცა, მეორე მხრივ, უნდა ითქვას, რომ გუშემატკივარმა ლამაზი თამაში იხილა. ორივე გუნდი ასცდა 90-ქულიან ნიშნულს, რაც ქომაგს ყოველთვის მოსწონს. გასახარია ისიც, რომ მიუხედავად დაცვაში ცუდად თამაშისა, მატჩი მოვიგეთ. ე.ი. გუნდს დიდი პერსპექტივა აქვს.

- მზადების პროცესზე რისი თქმა შეიძლება?

- თამაშს ეტაპობრივად ვაუმჯობესებთ. ნელ-ნელა ვუმატებთ და ვიმედოვნებ, რომ ევრობასკეტს ოპტიმალურ კონდიციებში შევხვდებით. მანამდე კიდევ სამი თამაშია და პროგრესი უნდა გავაგრძელოთ.

- საქართველოს ნაკრების მეტოქეების მზადებასაც ადევნებ თვალს...

- უკრაინა, ბულგარეთი და ბელგია ჯგუფიდან გასვლისთვის ემზადებიან. შესაბამისად, სჯერათ, რომ საქართველოს ნაკრებს უკან მოიტოვებენ. თუ რიგითი გუნდები ასე ფიქრობენ, წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება გვიყურებდეს სლოვენია - დღესვე დარწმუნებულნი არიან, რომ მოგვიგებენ. თუმცა ვინც ასე თავდაჯერებულია, ყოველთვის დაისჯება. მითუმეტეს, ისეთ გუნდთან, როგორიც საქართველოა. შეიძლება მათ ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ, მაგრამ თუ 40 წუთის განმავლობაში კონცენტრირებულნი ვიქნებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ, მერწმუნეთ, სლოვენიელთა ძლევა წარმოუდგენელი სულაც არ არის.

- რის ხარჯზე შეიძლება ამ გუნდის დამარცხება?

- თუ სლოვენიის პლუსი გამოცდილებაა, ჩვენი კოზირი წინა ხაზია. საქართველოს ნაკრების მეფარეები, ზაზა ფაჩულია და გიორგი შერმადინი მეტოქისას ნამდვილად სჯობიან. ვერ ვიტყვით, რომ სლოვენიელები მძიმე და მსუბუქი ფორვარდებით ქართველებს ბევრად გვჯობიან. მსროლელის პოზიციაზე საქართველოს ნაკრებში მანუჩარ მარკოიშვილია, რომლიც თანაამპლუელ სლოვენიელებს მირჩევნია.

გუნდის მწვრთნელი რომ ვიყო, სამო უდრიხს და მანუჩარს შორის არჩევანს ქართველის სასარგებლოდ დაუფიქრებლად გავაკეთებდი. ერთადერთი, სადაც სლოვენიელებს ორი ექსტრა-კლასის კალათბურთელი ჰყავთ გამთამაშებლის ამპლუაა - იაკა ლაკოვიჩი და გორან დრაგიჩი. მათ გამოცდილებით შეიძლება ვერ აჯობონ, მაგრამ ქართველი გამთამაშებლების იმედი ნამდვილად მაქვს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კალათბურთს ხუთი-ხუთზე თამაშობენ.

სლოვენიელები მეუბნებიან - უნდა მოგიგოთო. ღიმილით ვპასუხობ: თქვენი გამარჯვება ჩვეულებრივი ამბავი იქნება, რადგან ჯგუფის ფავორიტები ხართ, ჩვენი მოგება კი ხმაურიან მოვლენად იქცევა და ამიტომ კარგად მოემზადეთ-მეთქი.

- მაინც რა მნიშვნელობის მოვლენაა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაში?

- ევრობასკეტზე პირველად გავალთ. ევროპული საზოგადოების წინაშე დებიუტი გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია, თავი დადებითი კუთხით წარმოვაჩინოთ. ეს ჩვენს ნაკრებს ხელეწიფება. აქამდე ყოველთვის გვქონდა დანაკლისი: შარშან ტრავმის გამო ნაკრებს მე ვერ დავეხმარე, შარშანწინ - მარკოიშვილი, უფრო ადრე სანიკიძე არ გვყავდა... საბედნიეროდ, წლეულს ყველაზე მთავარი შეჯიბრებისთვის შეკრებას ყველა მწყობრში ხვდება.

- ორიოდე სიტყვით გასულ სეზონსაც შევეხოთ...

- შარშან ზაფხულში მუხლის მძიმე ტრავმა მივიღე და სერიოზული ოპერაცია გადავიტანე. აქედან გამომდინარე, ამ სეზონში დიდი საქმის გაკეთება რთული იყო. ჩემი მთავარი ამოცანა ტრავმის შემდეგ სრულყოფილი რეაბილიტაცია და სასურველ სათამაშო კონდიციებში ჩადგომა გახლდათ. მოხარული ვარ, რომ სეზონი ისე ჩავამთავრე, მუხლს არ შევუწუხებივარ.

- მომავალი კლუბის საკითხი ხომ არ გადაგიწყვეტია?

- ჯერ უკლუბოდ ვარ. შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ არა იმდენად სეროიოზული რომ კონტრაქტზე ვიფიქრო. გუნდები ევროპის ჩემპიონატს ელიან, ბევრი რამ მის დასრულების შემდეგ გაირკვევა. ახალი გუნდის ძიებისას რამდენიმე საკითხს გავითვალისწინებ: გუნდს უნდა ვჭირდებოდე და ვითამაშო კიდეც... ევროლიგაზე გამოვა, თუ სხვა შეჯიბრებაში ეს პირველხარისხოვანი არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა