სანაკრებო პაუზის წინ ბოლო ტური ჩატარდება და ფეხბურთელები ეროვნულ გუნდებში გაემგზავრებიან. თბილისში ველით ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის პსჟს დატვირთული გრაფიკი აქვს. ლიგა 1-ში ყველაფერი გადაწყვეტილია, თუმცა უახლესი მეტოქე და არშემდგარი კონკურენტი (16-ქულიანი სხვაობაა) "მარსელი" პრინციპული მოწინააღმდეგეა, მათ დაპირისპირებას "კლასიკად" მოიხსენიებენ. 26-ე ტურში (სულ 34 ტარდება) გუნდები "პარკ-დე-პრენსზე" (48 229) დღეს, 16 მარტს, 23:45 საათზე ითამაშებენ.

ამ გუნდების შეჯიბრების ისტორია სათავეს 1970-იანი წლებიდან იღებს. თავდაპირველად თუ დაძაბული ბრძოლები იყო, მას შემდეგ რაც პარიზული კლუბი გრანდი გახდა, მსგავსი არაფერი ხდება. ბოლო წლებში იშვიათი გამონაკლისი 2020 წელს იყო, როცა საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურში "მარსელმა" დედაქალაქში (1:0) მოიგო. პსჟში იმ გუნდიდან ახლა კიმპემბი და მარკინიოსი არიან, რომელიც მაშინ კარანტინს გადიოდა. რაც შეეხება "მარსელს", აქ ვალენტინ რონჟიერი და ლეონარდო ბალერდი კვლავ თამაშობენ. უფრო გვიან, 2023 წელს, იგორ ტუდორის დამოძღვრილმა გუნდმა დედაქალაქელები თასის მერვედფინალიდან "დაიფრინა."

ლუის ენრიკეს ბიჭები "ლივერპულთან" ბრწყინვალების შემდეგ როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად გამოფიტულები არიან. ამას სატურნირო მოტივაციის ნაკლებობაც ემატება. ამ დროს ლოგიკურიც იქნება, ესპანელმა სპეციალისტმა თავის გამოჩენის საშუალება ღრმა სათადარიგოებს მისცეს. ამის გაკეთებას რაც შეიძლება ხელი შეუშალოს, მატჩის პრინციპულობაა, ასევე ის, რომ ფეხბურთელებმა საკლუბო ფეხბურთისგან ისედაც ორი კვირით უნდა დაისვენონ.

გადავხედოთ, ვინ არიან პარიზულ კლუბში ისინი, ვისაც ნაკლებად ვიცნობთ.

მეკარე. საფონოვი დონარუმას ცვლის ხოლმე, აქ კი ესპანელი ტენასიცაა, რომელიც "ბარსელონას" აღზრდილია (ბოლოს 16 იანვარს თასზე ითამაშაა); 20 წლის პორტუგალიელი ლუის მუკე 20 თებერვალს ლიგა 1-ში სათადარიგო იყო.

დაცვა. პსჟს 18 წლის მაროკოელი ცენტრალური მცველი, ნაუფელ ელ ჰანაში ჰყავს, რომელიც რა თქმა უნდა, ახალგაზრდულ გუნდში გამოდის, აქ კი ნაკლები დრო ეძლევა. აი, იორამ ზაგეს პერიოდულად, უფრო თასზე, ჰაკიმის შემცვლელად ვხედავთ.

ნახევარდაცვა. სენი მაიულუს კარგადაც ვიცნობთ და ის მშვენიერ შთაბეჭდილებასაც ტოვებს, 17 წლის აქსელ ტაპემ კი ბოლოს თასზე ითამაშა.

შეტევა. აქ ისედაც ბევრი ფეხბურთელია, 17 წლის იბრაჰიმ ბაიე კი მარჯვნიდან უტევს. მას ტრავმის გამო დრო დაკარგა, თორემ უფრო მეტი ნდობა უნდა მიეღო.

ამ გუნდების პირველი წრის მატჩში (3:0 პსჟს სასარგებლოდ) კორეელ ლი კანგ-ინს "ცრუფორვარდად" ვხედავდით და შემტევ სამეულში მისი გამოჩენა ახლაც რეალურია. დრო ზაირე-ემერიმა და საფრანგეთის ნაკრების დებიუტანტმა, 19 წლის დეზირე დუემ უნდა მიიღოს.

"მარსელის" დამრტყმელი ძალა

დე ზერბის "მარსელის" მთავარი დამრტყმელი ძალა ალჟირელები, ამირ გუირი და ისმაელ ბენასერი (მილანიდან გვახსოვს), ასევე საკმაოდ ცნობილი ადრიან რაბიო არიან. ექსტოტემჰემენელ ჰოიბერგსაც გამოვარჩევთ. პარიზელები არ მარცხდებიან და ეს დიდ განსხვავებას აჩენს, თორემ "მარსელი" კარგი გუნდია.

დაველოდოთ, "კვარა", რომელსაც ჩემპიონატის 7 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს, რამდენ დროს მიიღებს. შეხვედრის მთავარი მსაჯის, ტურპინის, ზედმეტად წარდგენა აღარ გჭირდებათ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ხუთშაბათს, ევროპა ლიგაზე "რომას" მატს ჰუმელსი მე-11 წუთზე გაუძევა.

ასევე დღეს:

18:00 სთ ლიონი (გიორგი მიქაუტაძე) - ლე ავრი;

20:15 მონპელიე - სენტ ეტიენი (ზურიკო დავითაშვილი).

კოტე
ვის აინტერესებს ჭ ლიგა ასე დეტალურად რომ აღწერ მატჩს.
ვოვა
არაა გამორიცხული ასტონ ვილამ მოიგოს 2012 ში ვინ ელოდა ჩელსი რომ მოიგებდა
თემო
კარგი ახლა, ეგრე ხვიჩას აქვს მომენტების რეალიზების პრობლემა, ერთადერთი მინუსი ჩემი აზრით რაც გამოსასწორებელი აქვს. სხვა მხრივ, ყველა საგოლე გადაცემა გოლით არ დასრულდება და ეს ნორმალურია
სოსო
წუხელ,ანზორ მექვაბიშვილმაც გაიტანა,თანაც ძალიან კარგი კომბინაციის და დარტყმის შემდეგ,უშუალო კონკურენტ,კლუჟის უნივერსიტატეას წინააღმდეგ გახსნა ანგარიში.მისმა გუნდმა პრესინგით,მეტოქის ნახევარზევე დაიბრუნა ბურთი,თუმცა მცველებმა,ბურთიანი კაცი,მათი საჯარიმოს მარცხენა კუთხესთან მიდენეს და ბურთის ართმევა სცადეს.ბურთიანმა კაცმა,ცოტა უკან თანაგუნდელს მიაწოდა სწრაფი პასით,იმან კიდევ უფრო მარჯვნივ,პარტნიორს,კიდევ პასი,კიდევ და მარჯვენა ფლანგზე,ბურთ მიღებულ ანრის წინ უკვე თავისუფალი სივრცე დარჩა და მანაც კარგი დარტყმით გაიტანა გოლი.ყველაფერი ძალიან სწრაფად,თითო შეხებაზე გაკეთდა და სრულიად გაიმეორა რაგბში მარაოს სწრაფი ხელით რომ გაშლიან ხოლმე და ბოლოს,თავისუფალ ფლანგის მოთამაშეს,თავისუფალ სივრცეში მიუტანენ ბურთს,რომელიც ლელოს დებს.სულ 4 სწრაფი პასი გაკეთდა და გაჭედილი შეტევიდან,გოლის გატანა გახდა შესაძლებელი. ალბათ საქართველოშიც შესაძლებელი იქნება ასეთი კომბინაციის გათამაშება.
გურულო.
წარმატებები ჩვენს საამყო ბიჭებს! გეიხარეთ ჩემო ბაბუკელებო! :)
გურულო
თქვენ რას მიიჩნევთ ათამაშებას, იმას რომ ცხვიჩა ტიპებს ცარიელ კართან ტოვებს და ისინა სადღაც ტრაკში გზავნიან ბურთს? :)
გიო გიო
მთლად სავალალო მდგომარეობა არაა წინ სანაკრებო პაუზა მერე ისევ ჩემპიონატი,29 ში ზურიკოს გუნდს ხვდება მერე 6ში ანჟეს, აი მერე 8 აპრილისთვის უნდა დაასვენონ ლიგისთვის
არჩი
პსჟ-ს თამაშებს ხშირად არ ვუყურებდი, თუმცა სეზონის დასაწყისში ვნახე ერთი-ორი თამაში და მახსოვს ძალიან მომეწონა ბარკოლა და ზაირ-ემერი. ხვიჩას მერე გასაგებია პსჟ-ს მიმართ ინტერესი. როგორც გაირკვა, ბარკოლა არასტაბილურად თამაშობდა, ნოემბრიდან გოლი არ ქონდა გატანილი. ზაირ-ემერის, რომელიც 19 წლისაა უპირველეს ამომავალ ვარსკვლავად თვლიან საფრანგეთში, მძიმე ტრამვა ქონია და ორი-სამი თამაშია გამოჩნდა გუნდში. ხვიჩასთან კონკურენციის ფაქტორია ალბათ - ბარკოლა გიჟივით ათამაშდა, დემბელე დაფრინავს, დუეც კარგია. ძალიან მომეწონა ისევ ლივერპულთან შემოსული ზაირ-ემერის თამაში - ძალიან ტექნიკური და ჭკვიანია. ისე, ჩამოთვლილი გარემარბები ხვიჩას შეიძლება სწორს არაფერში უდებენ, მაგრამ მოედნის ხედვით, პასის კულტურით და საფეხბურთო აიქიუთი ვერც ერთი შეედრება. აქამდე არ ვაფასებდი, მაგრამ ეხლა ვხვდები - ძალიან მაგარი მწვრთნელია ენრიკე. ზაფხულში უნდოდა უკვე ხვიჩა და ხედავდა შეტევაში ნახაზს და კონკურენციის სარგებლობასაც. გაამართლა გუნდის ხელმძღვანელობის ახალმა სტრატეგიამ, როდესაც მეგავარსკვლავებზე უარი თქვეს და ახალგარდა ტალანტებზე გააკეთეს აქცენტი. ერთი სიტყვით, ხვიჩა ძალიან მაგარ გუნდშია, თან თითქმის ყველანი ახალგაზრდები არიან და წინ საუკეთესო თამაშები და გამარჯვებებია. იქვეა ჟორჟიკა და ზურიკო, პრემიერლიგაში იქნებიან ჩაკვე და მამარდა, ლა ლიგაში - ქოჩორა, ბუნდესლიგაში დარჩება ბუდუ, სერია ა-ში გოგლიჩიძე და ახალი ტალანტებიც წამოვლენ. ჩვენც, თუ მართლა გვიყვარს ფეხბურთი და ქართველი ფეხბურთელები, შევეშვათ ბოღმას და გესლსს და ვისიამოვნოთ თამაშით.
სოსო
უბრალოდ პრინციპული მეტოქეა და თანაც,პსჟ ჩემპიონატში დაუმარცხებლად ასპარეზობს.ამიტომაც არ მოუნდებათ მეტოქისათვის შანსის მიცემა,თორემ რა თქმა უნდა ხალხის დასვენება ურჩევნიათ.მათი გადასაწყვეტია!
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა
[VIDEO] დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" წაგებას გადაურჩა
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?