ლა ლიგის 28-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ჟირონას“ დაუზავდა - 1:1.

კატალონიური გუნდი უპირატესობას ფლობდა, პირველი ყველაზე სახიფათო მომენტი შესვენების შემდეგ შექმნეს, როდესაც ყველას გოლი გარდაუვალი ეგონა, მაგრამ მარტინესის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა საოცარ ნახტომში მოიგერია. სწრაფი კონტრიერიშისას კი „ღამურები“ ლოპესმა დააწინაურა. თუმცა, მალე სტუანიმ თავურით ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებმა ზეწოლა გააძლიერეს, დანჯუმას და ასპრილიას გატანა გიორგიმ არ დაანება და მატჩი ფრედ დასრულდა.

ქართველი მეკარის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.0, whoscored 6.9, flashscore 6.7.

„ვალენსია“ ბოლო 3 შეხვედრაში არ დამარცხებულა (2 ფრე და 1 მოგება), ამ მომენტისთვის 28 ქულით მე-16 ადგილზეა და 30 მარტს „მალიორკას“ უმასპინძლებს.

ჟირონა. „მონტილივი“

ჟირონა - ვალენსია 1:1

გოლები: 0:1 ლოპესი (58), 1:1 სტუანი (64)

ქუთაისელი ფანი
დიდი მადლობა ჩემს საყვარელ საიტს ქუთაისიდან, მადლობა, რომ მამარდაშვილი შემიქეთ.
გურულო
ბიჭო, აქ რომ წერთ ომახიან კომენტარებს, სანიოლი იდიოტი და არაპროფესიონალიაო. მიდით და გაანათლეთ, არა მგონია ამპარტავანი კაცი იყოს და სასარგებლო რჩევებზე უარი თქვას... რაც შეეხება ძირითადში დაყენებას, რა თქვა ასეთი მიუღებელი? ძალიან დატვირთულები არიან და კარგი იქნება თუ დავასვენებთო ხომ? ვფიქრობ ეს კაცი ადამიანური გადასახედიდანაც მართალია და პროფესიულიდანაც! პროფესიული თვალსაზრისით, ვფიქრობ ეყრდნობა მის ხელთ არსებულ იმედისმომცემ რესურსებს და მე პირადად ვიზიარებ ასეთ მიდგომას. თუ მყავს ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობა და აქედან გამომდინარე,ფუფუნება, რომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მივცე თავს იმის უფლება, რომ ასეთი მატჩები ნაწილობრივ მაინც გამოვიყენო როტაციისთვის და ერთის მხრივ გამოვცადო და დავაკვირდე ამ ბიჭებს, მეორეს მხრივ კი, თვითონ ბიჭებს მივცე ნაკრებში თამაშის გამოცდილების მიღების შანსი და მასთან ერთად იმედიც, რომ იცოდნენ, რომ მასზე იმედებს ამყარებენ და ესეიგი, უფრო ინტენსიურად უნდა იშრომონ, რომ მუდმივად ჰქონდეთ ნაკრებში შანსის მიღების პერსპექტივა, თუ ასე არაა? რას ხედავთ ამაში ცუდს? ფაქტებიც სანიოლის სასარგებლოდ მეტყველებენ ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ამ კაცმა შეძლო ის, რასაც აქამდე ვერავინ ახერხებდა! თითო-ოროლა ნიჭიერი ტალანტი ჩვენი ნაკრების ყვალა თაობაში გვყავდა, მაგრამ, რატომღაც მხოლოდ სანიოლიმ შეძლო ასეთი ტალანტების სწორად გამოყენება და წარმატების მიღწევა! თუ ესეც ტყუილია? მოკლედ, ჩემი აზრით, კომიკური და სამწუხაროცაა, ამ უვიცი კომენტატორებისგან წამოსული უსუსური კრიტიკა! არ ხართ ბაბუა თქვენ ფეხბურთის სექსპერტები და წამოწეით და უყურეთ ტელევიზორში... მულტფილმებს... :) გაერთობით მაინცაა!
თურმე გადაღლილი ყოფილა და არც ფორმაში არ არის))
სანიოლიმ თქვა ბოლო ორ წელიწადში ხვიჩას და მამარდას ბევრი თამაში დაუგროვდათო. ვეღარ გაიგებ კაცი, რომელი ჯობია, სკამის ხეხვა, თუ კვირაში ჩვეულებრივ ერთი თამაშის ჩატარება ჯან-ღონით სავსე მეკარისთვის. გამოდის, რომ ვალენსიას სამწვრთნელო შტაბი დებილები არიან რახან ძირითადში აყენებენ და ესენი ჭკვიანები, რომ მაინც და მაინც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში არ ათამაშებენ. სანიოლი ყოველთვის უსუსურ და თითიდან გამოწოვილ არგუმენტებს იშველიებს. უბრალოდ სასაცილოა მამარდას არ დაყენება. ორივე თამაშში საჭიროა. სხვების გამოცდა ამხანაგურებშიც შეიძლება.
თურმე გადაღლილი ყოფილა და არც ფორმაში არ არის))
სანიოლიმ თქვა ბოლო ორ წელიწადში ხვიჩას და მამარდას ბევრი თამაში დაუგროვდათო. ვეღარ გაიგებ კაცი, რომელი ჯობია, სკამის ხეხვა, თუ კვირაში ჩვეულებრივ ერთი თამაშის ჩატარება ჯან-ღონით სავსე მეკარისთვის. გამოდის, რომ ვალენსიას სამწვრთნელო შტაბი დებილები არიან რახან ძირითადში აყენებენ და ესენი ჭკვიანები, რომ მაინც და მაინც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში არ ათამაშებენ. სანიოლი ყოველთვის უსუსურ და თითიდან გამოწოვილ არგუმენტებს იშველიებს. უბრალოდ სასაცილოა მამარდას არ დაყენება. ორივე თამაშში საჭიროა. სხვების გამოცდა ამხანაგურებშიც შეიძლება.
თენგო
საერთოდ, ვალენსია კარაქ მოხდილი ჭყინტი ყველივით არის თუ ვინმემ ფეხი და ჭკუა გაანძრია, ყველა ფაიყიდა მარტო მამარდა რამდენ ხანს გაქაჩავდა
სოსო
დაცვაში სრული ქაოსია.როგორც კი ვალენსია დაწინაურდა და ჟირონამ წნეხი გააძლიერა,მცველებმა იმ შემთხვევაშიც კი,როცა ბურთის ერთმანეთთან გათამაშება და დაჭერა,ან შეტევის წამოწყება შეეძლოთ,უბრალოდ მოედნის მიღმა გადაგდებაზე გადავიდნენ და 5 წუთში,საპასუხო გოლიც მიიღეს.გოლიდან 7-8 წუთი ისევ ასე გრძელდებოდა თამაში,მერე დაწყნარდნენ და ისევ მოგებაზე გაიწიეს,თუმცა უშედეგოდ.ჟირონა ძირითადში საჯარიმოს ხაზიდან,ან მეკარის ბაქანზე ჩაწოდებით და იქ ბრძოლით უტევდა.დაცვას ძალიან უჭირდა,მეკარის ბაქანზე მეტოქეებთან ბრძოლა და სულ დაძაბულობა იყო.არა უშავს.ვალენსიამ ქულების დაგროვება დაიწყო და აუცილებლად შეინარჩუნებს ადგილს,ლა ლიგაში.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
ოფიციალურად: "ლივერპულის" კარს სეზონის ბოლომდე მამარდაშვილი დაიცავს
ტერ შტეგენმა "ჟირონაში" ტრავმა მიიღო და საოპერაციოა
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] "რეალი" ლა ლიგაში გალიდერდა - "ბარსელონა" "ჟირონასთან" დამარცხდა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო