კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეოთხე ტურის სამი მატჩი გაიმართა. ორი შეხვედრა 1:1 დასრულდა და მესამეც ამ ანგარიშით სრულდებოდა, თუმცა ბოლოს "დილამ" გადამწყვეტი ბურთი გაუტანა "ტორპედოს"...

იბერია 1999 1:1 დინამო ბთ

თბილისის "იბერია 1999"-მა მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა. სამი გამარჯვების შემდეგ, ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა 1:1 ითამაშა გიორგი ჭიაბრიშვილის "დინამო ბათუმთან".

39-ე წუთზე ბათუმელები დაწინაურდნენ ნიკა კალანდარიშვილის დაბალ კუთხეში გატანილით. მეორე ნახევარში კი იბერიელთა შეტევისას ჯერ ბაქარ ქარდავამ მოარტყა ბურთი ძელს, მერე კი იური ტაბატაძის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მცირე რიკოშეტით შევარდა კარში - 1:1.

თელავი 1:1 დინამო თბ

დაძაბული თამაში გამოდგა. "თელავი" სწრაფი გოლით დაწინაურდა, კერძოდ, ვატო არველაძის ჩაწოდებულ კუთხურს დაჩი ცნობილაძემ მიაყოლა თავური - 1:0.

მე-13 წუთზე კი დინამოელები ათი კაცით დარჩნენ. თორნიკე მორჩილაძემ იუხეშა და არბიტრმა კოტე გიორგაძემ VAR-ზე გადამოწმების მერე გააძევა ახალგაზრდა ფეხბურთელი. მორჩილაძე შარშან "თელავში" თამაშობდა...

მიუხედავად ამისა, "დინამომ" ტაიმის შუაში გაათანაბრა. ვაკო გვილიამ მეკარის ბაქანთან ჩააწოდა და იქ მათე ვაწაძემ მოახერხა ზუსტად დარტყმა - 1:1.

ტორპედო 1:2 დილა

ქუთაისის "ტორპედომ" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. აი, "დილამ" კი პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მე-15 წუთზე ვნახეთ პირველი გოლი: დილას შემტევმა ირაკლი ბუღრიძემ ცხრიანში დარტყმით გაიტანა, მაგრამ რადგან ადრე "ტორპედოში" თამაშობდა, გოლი არ აღნიშნა.

ორ წუთში კი იგივე გააკეთა ტორპედოელმა პაატა ღუდუშაურმა. ლამაზი დარტყმით გაათანაბრა და არც მან აღნიშნა: ღუდუშაური ხომ დილას ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ...

ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ 86-ე წუთზე "დილას" სენეგალელმა ლეგიონერმა იბრაჰიმა დრამემ დაბალი დარტყმით, ოდნავ კუთხიდან გაიტანა და 1:2. დრამე მხოლოდ 7 წუთის შესული იყო მინდორზე.

erovnuliliga.ge

ვახო
ეს ტორპედო საერთოდ რა პროექტია გაუგებარია, იყო ადრე დინამო, მერე ბათუმი. საერთაშორისო არენაზე კი ვერაფერი ვერ ქნეს, მაგრამ აქ მაინც იგებდნენ, პლიუს ამას დინამო ფეხბურთელებს მაინც ზრდიდა. ამ გუნფის დანიშნულება კიდევ რა არის? ვითომ ამ ყველაფრით კმაყოფილია ქუთაისელი გულშემატკივარი?
kombato
ჩემი აზრით შუსტერს დრო სჭირდება და დაალაგებს.დარწმუნებული ვარ ათამაშება ტორპედო და გაახარებს ქუთაისს და ყველას.

ტორპედო აუცილებლად უნდა გავარდეს თავის გულშემატკივრებიანად კუთვნილ მეორე ლიგაში.. დღემდე ჩხეტიანს ყვირიან ლუდზე და სემიჩკაზე გაყიდული ჯოგი,ცხადია ყველაზე არ არის საუბარი..
ჟორა
"ქუთათურებო", ჯერ კიდევ შარშან გარიგებდით არ იქნება ხეირი მაგ ჩამოწერილი ვარსკვლავებისგანთქო და არ დაიჯერეთ. ა ბატონო, ევროტურნირი კი არა, საქართველოშიდაც აღარ გამოგეყოფათ თავი.
G.LA
მაგ გუნდს ტორპედო ერქვა და დინამო კიევს სსრკ ჩემპიონობა დააკარგვინა. რა შუაშია სახელი ტორპედო?
Michael
ტორპედოში არის სისტემური პრობლემათა მთელი ჭაჭვი შუსტერი სტივ კინი 2-ად ყალიბდება მოხერხება უნდა მთელ ჩემპიონატზე მეტი ბიუჯეტი გქონდეს და ამ წყალწაღებულ ლიგაშიც კი აუტსაიდერის თამაშს აჩვენებდე. მწვრთნელის ხელი არცერთ სათამაშო ასპექტში არ ჩანს დამდგარ ნელ უტემპო უინტენსივო უმოტივაციო ფეხბურთს აჩვენებს გუნდი გერმანელი შუსტერის ხელშიც. გიგაური სახო კვირკველია ჩერიფი და ხარაბაძე პირობას ვდებ საჩემპიონო გუნდის კი არა თავმოყვარე პირველი ლიგელის ძირითადშიც გაუჭირდებათ მოხვედრა. კომბინაციურ და მაღალ პრესინგს თავი გავანებოთ დისციპლინა კლუბს საერთოდ არ აქვს და ეს გერმანელი მწვრტნელის ხელში ძალიან გასაკვირია ფეხბურთელები დასეირნობენ და 80 წლების უნელეს ტემპში თამაშობენ ამას არ ჭირდება 15 ტურის გასვლა კარგი წვრთნელი ტონუსში მოყვანას და მოტივაციას რომ ირბინონ მისმა შეგირდებმა ამას პირველ ორ სამ ტურშიც ახერხებს ფიზმომზადების მწვრთნელი მგონი საერთოდ არ ყავთ ან თუ ყავთ ეს უფრო დიდი კატასტროფაა და ეს შუსტერი იონსენი უსაშინლესია გიგაური სახო კვირკველია მეტოქეზე მეტად თავის ფგუნდისთვის უფრო სახოფათონი არიან და არცერთს არ ცვლის თან ზამენაზე ამათზე ბევრად მოძრავი და სხარტი ახალგაზრდა ლეგიონერები ყავს და არცერთს არ ცვლის. სპორტული დირექტორი გარტყმაში არაა საერთოდ ფეხბურთი რა სპორტია და სჯობს პირველ რიგში ყველაზე დიდი ინვესტიცია ამაში ჩადოს კერესელიძემ მიცეს 50 000 $ ევროპულ გამოცდილ სპორტულ მენეჯერს და ისე დაულაგებს ყველაფერს 10 ტურით ადრე გაგიხდის გუნდ ჩემპიონს და იმ კონფერენს ლიგის ჯგუფშიც შეგიყვანს ამას დიდი მიხვედრა არ ჭირდება მარა როგორც ჩანს ვერ ელევა ლუზერ დირექტოეს. მწვრთნელშიც მაგრად შეცდნენ კიდევ ერთხელ ქეცბაიას ხელში ერთი არ ერბინათ და ესე ესეირნათ მინდორზე ისეთ დღეში ჩაყრიდა მომდევნო თამაშებში რეკორდს დაამყარებიბდა სირბილში და მონდომებაში მარა ან წყევლა გაქვთ და განგებამ ისევ უცხოელი ეხა გერმანელი მოგაყვანინათ რომელიც სამწუხაროდ სტივკინზე უარესს უშინაარსო თამაშს აჩვენებს მომდევნო შეხვედრებში 5-7 ათასი კი არა 500 კაციც აღარ მოვა თქვენს თამაშებზე და ღირსებიცახართ ამოუყვანეთ ხალხს ამ ტრუხა დაპირებებით ყელში ყველაფერი ასეთ ფრუსტრაციას არავინ ელოდა ამ სეზონში.
Jango
ასეთი მონდომებით ლიგა2-იც არ არის შორს. არ ვიცი და არ მაინტერესებს რამდენ ფულს ხარჯავს მეპატრონე, მხოლოდ ეს ვიცი რომ 3 ლეგიონერზე მეტი არ უნდა ჰყავდეს და პერსპექტიული ქართველები აიყვანოს გრძელვადიანი კონტრაქტებით.
რაბუ
მოდი დავარქვათ რეალი. რა შეიცვლება ?
გიორგი
ჰმ.სასაცილოა ეს ყველაფერი.რა ჩემპიონობა,რა ფულიის ხარჯვა,რაც დახარჯეს ორ-სამ თვეში ამოიღებენ ტოტალიზატორიდან.და დღეს ვინმეს ჯერა რომ პატიოსნად მიმდინარეობს თამაშები?ან ბათუმი -დინამოს თამაში წინა სეზონში ვინმემ თუ გამოიძია,რაც აშკარად ცაწყობილი იყო,არც ქვეყანას ყავს პატრონი და არც ფედერაციას.ეგეთი თამაშებიც ბევრი იქნება.ელოდეთ ფავორიტების გამარჯვებას
Ქუთაისელი
სანამ ტორპედო ერქმევა არაფერი ეშველება ამ გუნდს
Karche ra
სანდოხაძე კაი მცველი იყო არ უნდა გაეშვათ ისეთი ფეხბურთელები გაუშვეს ჩემი აზრით ისევ ისენი რო ყოლოდათ ჩემპიონობაზე გაიწევდნენ ერთ დღეში რომი არ აშენებულა
ტოტტი
ტორპედო ბევრ ფულს ხარჯავს უაზროდ. რა მოტივაცია უნდა ქონდეს ეხლა სახოს რომელსაცპსჟში და ლივერპულში აქვს ნათამაშები რა მოტივაცია უნდა ქონდეთ კბირკველიას და 30 წელს გადაშორებულ ფეხბურთელებს თან ინტენსივობაც არ აქვთ მოტოვაციაც არ აქვთ და იმხელა ხელფასები კი ექნებათ . მაგას ჯობს 20-22 წლის ამბივიური ფეხბურთელები იყოლიონ რა თქმა უნდა ქართველები უმაქნისი ლეგიონერები ყავს ერთი იონსენი მომწონს მარტო დანარჩენი გასაშვებია ყველა
სანდოხაძე
სახოს გაუფრთხილდით სახოს...ვაი თქვენს პატრონს.
მარიო ჩიმარო
გიგაურს ვერ შეველევით ლამაზი თვალები აქ. ფეხბურთელს მთავარია ლამაზი თვალები ჰქონდეს.
dogi
ესე იცის წინასწარ ტრაბახმა ივნისში ჩემპიონია ტორპედოო რო გაიძახოდნენ ტორპედოს ფანები, შუსტერი მოვიდაო.დ.დ. ფეხბურთის თამაში ისწავლეთ ჯერ!!! გუნდში სადაც ლეგენდები თამაშობდნენ გიგაურს რო ლეგენდას უწოდებთ, გაბელიასა და შენგელიას გვერდით აყენებთ რაღაზეა ლაპარაკი? გერმანიის 5 ლიგიდან რო ვინმე შერიფი მოგყავთ დავიჯერო ქუთაისში ახალგაზრდა ფეხბურთელი არ არის რო იმაში ჩადოთ ინვესტიცია?
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ზურაბ მუსელიანი "დილას" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
"იბერია 1999"-მა გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1:0 იბერია 1999. როცა ჩემპიონი 9 კაცით დარჩა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მცველი კარიერას "იბერიაში" გააგრძელებს
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] სტატუსის შესაფერისი ვერ გამოვიდა - "იბერიამ" გამარჯვებით დაიწყო
"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ნიკოლოზ მალი "დილას" ფეხბურთელია
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] მსუყე ფრე ქართულ "კლასიკოში"! ბრინჯაო "ტორპედოს" დარჩა
[VIDEO] საქართველოს ჩემპიონატი სენსაციით დაიწყო - დებიუტანტის გამარჯვება ქუთაისში სუპერგოლით!
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
"დილას" ამბები - გორელებმა 21 წლის მცველი 100 000 დოლარად გამოისყიდეს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა