ლვოვის "კარპატი" "ოლექსანდრიას" 21 წლის ქართველი ნახევარმცველით დაინტერესდა და კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ეროვნული ნაკრებისა და უკრაინული "ოლექსანდრიას" შემტევი ნახევარმცველი, 21 წლის დავით თარგამაძე აშკარად და სასიამოვნოდ გამოირჩეოდა ქართველთა და პოლონელთა ნაკრებების ლიუბინურ შეხვედრაში - თამაშს ამწვავებდა, ბურთს არ აყოვნებდა, თანაგუნდელებს დროული გადაცემებით ამარაგებდა, მოკლედ, კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

თარგამაძე სამი წელი გერმანულ "ფრაიბურგში" ირიცხებოდა, დუბლებიდან ძირითადშიც გადაიყვანეს, მაგრამ შარშან, მოსამზადებელ ეტაპზე მამა გარდაეცვალა, თბილისში ჩამოვიდა, გერმანიაში კარგა ხანს ვერ გაემგზავრა, ვერც ივარჯიშა და, ცხადია, ფორმიდან ამოვარდა. მერე კონტრაქტიც დაუმთავრდა და მომთაბარე ცხოვრებაც დაეწყო - "ფრაიბურგს" სურდა, შვეიცარიულ "არაუში" გაენათხოვრებინა, ასეთ შემთხვევაში კი გერმანელებთან კონტრაქტს ორი წლით გაახანგრძლივებდა. მაგრამ ეს ვარიანტიც ჩაიშალა, რადგან შვეიცარიულ კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა და სხვა გზა აღარ იყო, ახალი გუნდი უნდა ეძებნა.

ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუეში" ორი კვირა ივარჯიშა, მწვრთნელს მოეწონა და სატრანსფეროდ ყველაფერი მოგვარებული ეგონა, თუმცა საბოლოოდ ეს ვარიანტიც ჩაიშალა და შარშან, შემოდგომაზე ყველასთვის მოულოდნელად გერმანული ბუნდესლიგიდან უკრაინის პირველი ლიგის "ოლექსანდრიაში" ამოჰყო თავი - ცხადია, ეს სასურველი არ იყო, მაგრამ თამაში უნდოდა.

დათო გუნდს მალე შეეწყო, პირველივე შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და მართალი იმაშიც გამოდგა, შარშან, დეკემბერში კიევის "დინამოს" წინადადებაზე რომ თქვა უარი, რადგან დარწმუნებული იყო - ამ ეტაპზე მისთვის "ოლექსანდრიაში" თამაში ჯობდა.

აკი არც უნანია: "ოლექსანდრია" უკრაინის პრემიერლიგაში გადავიდა, პირველივე ტურში პოლტავის "ვორსკლასთან" ქართველის გოლით სტუმრად გაიმარჯვა (1:0). ეროვნული ნაკრების თავკაცს სწორედ იმ კლუბიდან გაახსენა თავი, საიდანაც ყველაზე ნაკლებად წარმოიდგენდა. ამ მატჩის შემდეგ თარგამაძე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, პოლონეთთან მატჩის მერე კი - ბევრად უფრო სოლიდურ კლუბში მიიწვიეს.

ჩვენი ინფორმაციით, თარგამაძით უკრაინის პრემიერლიგის ლვოვის "კარპატი" დაინტერესდა, მოლაპარაკებებს კი ქართულ საფეხბურთო ბაზარზე ბოლო დროს გააქტიურებული ახალგაზრდა მენეჯერი სერგო ქუთათელაძე აწარმოებს. "ოლექსანდრიას" პრეზიდენტმა ნიკოლაი ლავრენკომ ჯერ კიდევ შარშან, პირველივე წრის დასრულების შემდეგ დაიტრაბახა, იშვიათად წარმატებული ტრანსფერი განვახორციელეთო და მართალიც გამოდგა - ქართველ ნახევარმცველს "ოლექსანდრიასთან" კონტრაქტი 2012 წლის ივლისში უმთავრდება, ახლა კი კლუბი ფეხბურთელში 2 მილიონ დოლარს ითხოვს.

ცხადია, ეს საწყისი ფასია და სავსებით შესაძლებელია, თანხა განახევრდეს ან სულაც გამესამდეს კიდეც, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ერთი წლის წინ ყველასგან დავიწყებულ მოთამაშეს უცებ ფასი დაედო, სასიხარულოც არის და დამაიმედებელიც - თარგამაძე და მისი ტოლი მოთამაშეები ხომ ჩვენი ნაკრების მომავალი და იმედია.

მოლაპარაკება კი აქტიურ ფაზაშია, ასე რომ, შესაძლოა, დავით თარგამაძე დეკემბერში ლვოვის "კარპატიში" გადავიდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tirrannos
ღმერთმა ქნას, მოუმატოს მარა ამ უცებ აღმოცენებული, წინ და უკან, ერთი გუნდიდან მეორეში ნახევარწლიანი კონტრაქტებით მორბენალი ბიჭების არ მჯერა ცოტა არ იყოს>>>>
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა