სომხეთის ნაკრებისა და "პიუნიკის" 32 წლის მცველმა ვარაზდატ ჰაროიანმა საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებამდე ადგილობრივ Armenpress-ს ინტერვი მისცა, სადაც მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.

ჰაროიანი ეროვნული გუნდის კაპიტანია და მის ფორმას 2011 წლიდან ირგებს, ის კარიერის განმავლობაში "ურალში", "ტამბოვში", "ასტანაში", "კადისში", "ანორთოსისში" და ჩინურ "ქინგდაოში" ასპარეზობდა, სომხეთის ნაკრების ფორმას კი 90-ედ მოირგებს.

"რა თქმა უნდა, მომავალ მატჩი უმნიშვნელოვანესი და ეს "კავკასიური დერბი" იქნება, ეს შეხვედრას კიდევ დამატებით ელფერს სძენს.

დიდი მღელვარებაა, ბილეთები რამდენიმე საათში გაიყიდა. მართალია, ამ მატჩისთვის შემადგენლობის მხრივ გარკვეული დანაკარგები გვაქვს, მაგრამ ნაკრებში ეს ყოველთვის ხდება და ამის დაძლევას ვცდილობთ.

ამ მატჩს, რომელიც ნაკრებში რიგით 90-ეა, ასეთივე შემართებით მივუდგები. ეს ჩვენი ნაკრებია და არა საკლუბო ფეხბურთი. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ამხანაგური მატჩი იქნება თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა როგორი მეტოქე გვყავს. ყველა თამაშს ერთნაირი განწყობით ვუდგებით.

ჩვენი ერისთვის ამხანაგური მატჩებიც კი მნიშვნელოვანია, რადგან ამ დღეებში ფეხბურთს ხალხისთვის დიდი სიხარული მოაქვს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნაკრებში უკვე 90-ე მატჩს ჩავატარებ.

სომხეთის საფეხბურთო ნაკრებმა კარიერის მხრივ ბევრი რამ მომცა და ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, რომ ყოველთვის მზად ვიყო ნაკრებში მისასვლელად, გუნდს ჩემი საუკეთესო თვისებები მივცე, როგორც კაპიტანმა, როგორც ფეხბურთელმა, როგორც სომეხმა.

ჩვენი ახალი მწვრთნელი? - სიმართლე გითხრათ, ნიდერლანდების სამწვრთნელო სკოლას არც ისე კარგად ვიცნობ, მაგრამ მე უკვე შევხვდი ვან'ტ სხიპს და ჩემი პირველი შთაბეჭდილებები დადებითია.

კიდევ ერთი რამ, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იყო მისი პირველი ნათქვამი: "ჩვენ ნაკრებში გვჭირდება ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც გულით თამაშობენ".

ვუთხარი, რომ ნაკრებში ასეთი პრობლემა არ გვაქვს. იცით, ძალიან მომეწონა, რომ ევროპული მენტალიტეტის მატარებელმა, ზუსტად ასეთი სიტყვები თქვა. დიდი იმედი მაქვს, რომ ნაკრებში წარმატებას მიაღწევს და ამ მხრივ ძალიან დავეხმარებით.

რა ჯობია, B ჯგუფში გადასვლა თუ C-ში დარჩენა? - ყველას გვესმის, რომ ფეხბურთს გამარჯვებისთვის თამაშობენ. სომხეთის საფეხბურთო ნაკრებისთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე გამოვთვალოთ. ძნელი სათქმელია, რა იქნება მომგებიანი. B ქვეჯგუფში გასვლით ხარისხობრივად უფრო ძლიერ გუნდებს ვითამაშებთ და ყველაზე დიდ სარგებელს მივიღებთ".

სვანსკი
სხიპს მოქაუტაძე თავის ადგილს მიუჩენს,სომხეთის ნაკრები კიდევ ერთ მწვრთნელს გამოიცვლის
ანთროპოლოგი
ალბათ სომეხი ხარ ან გნაცი,ან შმაცი,ან შვანცი...ცდილობ წინასწარ დააკნინო საქართველოს მოგება და გააპრავო სომხების წაგება რადგან ფავორიტები ჩვენ ვართ.... შანსი არაა სომხეთი დაგვიწეს,ეს კავკასიური დერბია და მითუმეტეს ერევანში მოგება მარტივი ნამდვილად არ იქნება,შეგვაკლავენ ბოლომდე თავს მაგრამ ლოგიკურად ორივე მატჩს მოვიგებთ...
დავით
მიროჯან, ცავატანემ, ზნაჩით თუ არმენებმა ჩაიდჟვეს, რაც დიდი ალბათობით ეგრეც მოხდება, ჩადჟმულები კი არა, ჭკვიანები იქნებიან, არა?! :) )))))))))))))))
არტუშა
ეგენები თვითონ გაჩერდებიან, რო ნახამენ რა მაგრები ვართ.
გოჩა
გაფიცებ არ მოგვეზრდა? პირველი ეს გვითხრა ამას გავაკეთებ ამის გამო ოსიმენმა კვარას ეს უთხრა ხელფასი აი ეს იქნება ეს დებილობა სათაურები და ტექსტები? ჟურნალისტობასთან საერთოდ შორი ახლოს მაინც ხარ?? სირცხვილია, ყველასთვის და ყველაფრის დაწერა რავიცი შეიძლება? არა მგონია.
მირო
ისინი ჭკვიანები არიან,რად უნდათ B ჯგუფი,სადაც საერთოდ არ ექნებათ შანსები,მაინცდამაინც არ გასაიჭრიან ვენებს მოგებაზე.
Vaja
რა საინტერესოა როგორ აპირებენ ჟორჟის ან ჩაკვეს გაჩერებას
დავით67
მარტო ის რად ღირს ურალში და ტამბოვში რომ აქვს ნათამაშები
მწვრთნელი
რაღა ეს და რაღა კაშია! არაფერი გიშველით! თქვენ მიქაუტაძის და ზივზივაძის დამჭერი არა ხართ! სომხეთში 1-3! დინამოზე 7-0! ეს არის დღევანდელი სომხეთის ნაკრები!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა