ვეტერანმა სომეხმა ფეხბურთელმა არას ოზბილიზმა, რომელმაც ბუცები ლურსმანზე 2023 წელს ჩამოჰკიდა, საქართველოს ნაკრებთან განადგურების შემდეგ, ადგილობრივი საფეხბურთო ასოციაცია მწვავედ გააკრიტიკა.

ის 2023 წელს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს, მაგრამ ამჟამინდელ პრეზიდენტ არმენ მელიქბექიანს ვერ აჯობა.

"წელიწადი და სამი თვის წინ მე ვიყარე კენჭი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე, ვიცოდი, რომ შანსი არ მქონდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად ვიყავი, მაგრამ აღარ გავჩუმდები, რადგან თქვენ ანადგურებთ ჩვენს ფეხბურთს.

ისინი ამბობდნენ, რომ მე მართვის გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ თქვენ თითონ ხართ ამ ასპარეზზე დამარცხებულები. ფეხბურთში შეიძლება მოიგოთ ან წააგოთ, მაგრამ ეს მარცხი არის შედეგი იმისა, რაც დიდი ხანია ხდება სომხურ ფეხბურთში", - თქვა ოზბილიზმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.

ოზბილიზი ამჟამად სომხურ კლუბ "ურარტურს" სტრუქტურაში მუშაობს. მას ეროვნული ნაკრების ფორმა 41 შეხვედრაში აქვს მორგებული და 6 გოლი გატანილი.

ტარიელი
სომხებმა არა,ნაცებმა მოგვიგეს,ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო...
სიგმა პეტი
მე მაგარი ვარ , მარა კორკოტა ხარ ნიუბ ლოლ ტროლ ეპტო
ია
და სადმე დაწერა მოვიგებდითოო ფეხბურთში ან წააგებ ან მოიგებო ადამიანმა,გულშემატკივრებიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს უყვიროდნენ წადიო ვინც ყავთ ნორმალური ფეხბურთელები არ ჩამოვიდნენ ნაკრებში ფედერაციის პრეზიდენტის გამო.
დავით 67
სოსო-ს!აბა რა მოგვიგებდნენ, ანალოგიური ანგარიშით. )) ეს კაცი ყოფილა ხსნა სომხური ფეხბურთის და ვერ დაუნახავთ))
Nikoloz
დამიჯერეთ თითვეული სომეხი თურქეთან საქართველოს უგულშემატკივრებს!!!
სოსო
ისტორია არ იცი?!არ იცი!კიდევ როგორღაც გაგიგებ,მაგრამ დღეს და გუშინ რა ხდება,მაგაზე წარმოდგენაც რომ არ გაქვს?მაგათ შორის იმდენი სისხლია,ნახევარი სომხეთი პურმარილს იკისრებს,ოღონდ თურქეთი გავანადგუროთ!
ჟორა
სამი წლის შემდეგ სომეხი გულშემატკივრების წერილი ქართველ ფეხბურთელებს: კარგ ფეხზე მოგვისწარით და გვაჩვენეთ ჩვენი ადგილი კავკასიურ ფეხბურთში, გადავაყენეთ ხელმძღვანელობა და დავიწყეთ ახლებურად მუშაობა, დღეს უკვე ევროპის პირველობის საგზურისთვის ვიქაჩებით. მადლობა ნათქვამია: მოგება არ იყო და წაგებამ უშველაო", პირდაპის ჩვენზეა ნათქვამი.
ეჰ
სომხებმა ჩათვალე მოგვიგეს თუ თურქეთთან ცარიელი ტრიბუნებით ვიქნებით მაგაზე მეტს ვერც იოცნებებდნენ ღირსები ვიქნებით
სოსო
ჯერ ერთი არ აურჩევიათ და მეორე:-ეგ რომ ყოფილიყო,მოგვიგებდნენ?!
პატარა ბელადის პატარა ბოტოფერმის დიდი უფროსი
ეს რომ დანიშნონ ფედერაციის უფროს ნაჩალნიკად, საერთოდ დაავიწყდებათ ფეხბურთი, და კრიკეტის თამაშს დაიწყებენ. მათი მონათესავე ტომების წარმომადგენლები კრიკეთში მაგრები არიან.
გოჩა
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის წერილი ქართველ ფეხბურთელებს:თქვენ მოგეცათ ჩვენი ცოდვა,რას გვერჩოდით?
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის