ალექსანდრ "The Great" ვოლკანოვსკი UFC-ის ქვემსუბუქი წონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. მან თავისი ბოლო ბრძოლა, 2024 წლის თებერვალში ილია თოფურიას წინააღმდეგ გამართა და მეორე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა, რითაც დიდი ხნის შემდეგ დაკარგა UFC-ის თავისი წონის ჩემპიონობა, თუმცა უახლოეს წარსულში ილია თოფურიას წონის ცვლილებამ, ამ დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა და საჩემპიონო ბრძოლაც სწორედ მას ერგო UFC 314-ზე, ჩვენი დროით 13 აპრილს. ამ ბრძოლაში ის დიეგო ლოპესს დაუპირისპირდება, რომელიც ამ დროისთვის ზედიზედ 5 გამარჯვებითაა და წონის პრეტენდენტთა რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. სანამ ეს ბრძოლა შედგება, საინტერესო იქნება თუ გავიხსენებთ მის წარსულს და იმას თუ როგორ გახდა ავსტრალიელი ამ წონის და ზოგადად ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მებრძოლი.

ვოლკანოვსკის კარიერის კულმინაცია დაიწყო 2019 წელს, როდესაც ზედიზედ 7 მოგებული ბრძოლის შემდეგ, მან მიიღო ბრძოლა იმდროინდელ ქამრის მფლობელთან - მაქს ჰოლოვეისთან, რომელიც მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მალევე შედგა რემატჩი მათ შორის. ეს ბრძოლა ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე წინა, თუმცა ავსტრალიელმა ჩემპიონმა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით, მაინც დაამარცხა მაქსი - ზედიზედ მეორედ.

ალექსანდრ "დიდმა" თავისი ქამარი ამის შემდეგ კიდევ 3-ჯერ დაიცვა, ჯერ ბრაიან ორტეგასთან, რომელიც მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, შემდეგ "კორეელ ზომბისთან" ნოკაუტით, ბოლოს კი ისევ მაქს ჰოლოვეისთან UFC 276-ზე, სადაც ტრილოგია დაასრულა და მესამედ მოუგო მას. ეს გამარჯვება ბევრად დომინანტური იყო, ვიდრე წინა ორი, მან ხუთივე რაუნდში აჯობა ამერიკელს და სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით 50-45 გაიმარჯვა.

ქვემსუბუქ წონაში ხანგრძლივი ერთპიროვნული დომინაციის შემდეგ, ავსტრალიელმა ზედა დივიზიონში გადაწყვიტა საჩემპიონო ბრძოლის გამართვა ისლამ მახაჩევთან. ეს დაპირისპირება შედგა და 5 რაუნდი გაგრძელდა. მსუბუქი წონის დივიზიონის ტიტული კვლავ დაღესტნელს დარჩა, თუმცა მაყურებელთა ნაწილის აზრით, ეს ბრძოლა ვოლკანოვსკიმ მოიგო. ამ შეხვედრიდან რამდენიმე თვეში, მან კიდევ ერთხელ, წარმატებით დაიცვა თავისი საჩემპიონო ქამარი, რის შემდეგაც მახაჩევთან რევანშის ჩატარება გადაწყვიტა, სადაც ამჯერად სწრაფად, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

ამ მარცხის შემდეგ, ვოლკანოვსკის ჩავარდნა დაიწყო, ამას დაემატა ისიც, რომ მან მოკლე ვადაში მიიღო ბრძოლა ილია თოფურიას წინააღმდეგ, სადაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეორე რაუნდში სასტიკად დამარცხდა. ამ შეხვედრის შემდეგ მას წელიწადზე მეტია არ უბრძოლია და აი მივადექით UFC 314-ს, სადაც ის შეეცდება, რომ დაიბრუნოს თავისი ტიტული და გააგრძელოს ამ დივიზიონში თავისი მეფობის ერა.

ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
"საქართველოში წასვლა ბოროტ საქმეს გაუკეთებს" - მახაჩევმა გარის არჩევანი არ მოუწონა
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
შევალიე ტრანსფერს ითხოვს, ლუის ენრიკეს საფონოვის არ სჯერა - რას გეგმავს პსჟ?
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] მესის მე-900 გოლი - მაიამის "ინტერი" კონკაკაფს გამოეთიშა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
[VIDEO] გასაოცრად გარდასახულმა "ლივერპულმა" "გალათასარაი" "ნოკაუტში გაგზავნა" და 1/4-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"საქართველოს გაუმარჯოს!" - რუსი კომენტატორის რეაქცია თოფურიას გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ქამარი ყველა ვარიანტში ჩემია" - ცარუკიანი თოფურიას პასუხობს
ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ დიეგო ლოპესი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა
რა თანხა გამოიმუშავეს თოფურიამ და დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ?
"ქამარს აუცილებლად დავიბრუნებ, თოფურიასთან მატჩრევანში მსურს" - რა თქვა ვოლკანოვსკიმ ბრძოლის შემდეგ