სომხურ ფეხბურთში არეულობა კვლავ გრძელდება. ბოლო დროის სკანდალების შემდეგ დღეს ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არმენ მელიქბეკიანმა პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

მოქმედმა პრეზიდენტმა მისი გუნდის მიმართ ბრალდებებს ცრუ უწოდა და აღნიშნა, რომ ნაკრების უარყოფით შედეგებზე როგორც ფედერაცია, ასევე ფეხბურთელები და მწვრთნელი არიან პასუხისმგებელნი.

"არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სავარჯელში ჩაჯდომა ოცნებაა. ბრალდებები, რომლებიც ჩვენ მიმართ ისმის, არის ცრუ და უსაფუძვლო.

არიან ადამიანები, რომლებსაც გამუდმებით სურთ მარცხის ნახვა, რათა მუდმივად გააკრიტიკონ და დაადანაშაულონ ფედერაცია. ამ მარცხებში ყველა არის დამნაშავე: ფედერაცია, გუნდი, მწვრთნელები, ფეხბურთელები...

არსებობს ორი მიზეზი, რასაც განვიხილავთ და ვსწავლობთ. შეხვედრები გვქონდა მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან. ახალმა მწვრთნელმა რამდენიმე გამოსავალი შემოგვთავაზა, მაგრამ გასაგებია, რომ მას დრო უნდა მივცეთ.

წელს მნიშვნელოვანი მიზანი გვაქვს: საქართველოსთან ერთობლივი განაცხადი შევიტანეთ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის (20 წლამდე) მასპინძლობისთვის.

ვერ დაგპირდებით, რომ სომხეთის ნაკრები მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. თანამდეობას არ დავტოვებ და უკვე ავხსენი რატომაც", - თქვა მელიქბეკიანმა.

პარარელურად, სომხეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა იურა მოვსისიანმა მელიქბეკიანის შესაძლო ჩანაცვლებაზე მზადყოფნა გამოთქვა.

metaratings-სთან საუბარში მას ჰკითხეს, არის თუ არა ის მთავარი კანდიდატი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის, რაზეც მოვსისიანმა მიუგო, რომ ამის შესახებ ვერაფერს იტყვის, მაგრამ თუ შეთავაზება ექნება, ყოველთვის მზადაა, სომხურ ფეხბურთსა და ხალხს დაეხმაროს.

ინფორმაციისთვის, ამა წლის თებერვლის ბოლოს ცნობილი გახდა, ფულის გათეთრებისა და თაღლითობის მუხლით სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

შეხსენებისთვის, სომხეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ნიდერლანდელი ჯონ ვან'ტ სხიპი გახდა, რომლის გუნდიც ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრებთან ორი მატჩის ჯამში 1:9 განადგურდა.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა