კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეშვიდე ტური დასრულდა. დღეს ორი მატჩი გაიმართა. "გაგრამ" ბოლო წუთებზე გატანილით მოუგო "გარეჯს", ხოლო "დინამო ბათუმმა" "თელავს" აჯობა და დაუმარცხებლად მიიწევს წინ.

გარეჯი 0:1 გაგრა

ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე გავიდა. გადმოვარდნილი ბურთი მიიღო გაგრას მარცხენაფლანგელმა ვანდერსონ სილვამ და დაბალი დარტყმით გაუტანა ლუკა კუტალაძეს.

ისე, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მეტი ბურთი არ გასულა. ბოლოს არბიტრმა კოტე გიორგაძემ ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა "გარეჯის" ფეხბურთელი თამაზ ცეცხლაძე, რომელმაც თორნიკე ოქრიაშვილი წააქცია. გიორგაძემ VAR-ზე გადაამოწმა მომენტი და შემდეგ გააძევა ცეცხლაძე.

აქამდე გუნდებს 4-4 ქულა ჰქონდათ. ახლა "გაგრა" მეშვიდეზეა, "გარეჯი" კი - ბოლოზე.

დინამო ბთ 2:0 თელავი

"დინამო ბათუმი" მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება მოქმედ ჩემპიონ "იბერია 1999"-ს. ამ ორივე გუნდს წაგების გრაფაში ნული უწერია. "თელავი" კი მეხუთეზეა.

პირველი ტაიმი სრულდებოდა, როცა ლუკა ქაფიანიძემ ახლოდან ერთ შეხებში დარტყმით გახსნა ანგარიში. პასი კი გიტის პაულაუსკასისა იყო.

მეორე ნახევარში კი ჯალენ ბლესამ ორამდე გაზარდა სხვაობა. ბლესამ თავად დაიწყო კონტრშეტევა, გააყოლა ბურთი პაულაუსკასს, მის პასს მოჰყვა რევაზ ინჯგიას დარტყმა და ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი თავად ბლესამ იმარჯვა. 2:0. ეს მისი მესამე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

Erovnuliliga

ცოტნე
გარეჯი … თუ სატდიონი არ გაქ რა გინდა უმღლესში… იგივე გაგრას ჩემი აზრით ესეთ გუნდებზე შეზთუდვა უნდა იყოს… 10 კაცი ესწრებოდა თამაშს .. უმაღლესი ლიგაო .. სირცხვილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა