“რომას” მესვეურები ანტონიო კასანოს გადაბირებით რომ დაკავდნენ, ამაში ფრანჩესკო ტოტის წვლილი არ მიუძღვის

“კორიერე დელო სპორტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რომას” მესვეურები ანტონიო კასანოს გადაბირების საკითხით დაკავდნენ, აღნიშნული ინიციატივა კი თითქოს, ფრანჩესკო ტოტისგან მოდიოდა.

თითქოს კი იმიტომ, რომ ჩესკომ მეორე გამოცემას, “გაძეტა დელო სპორტს” მისცა კომენტარი და გავრცელებული ცნობა უარყო:

“კასანოსთან მეგობრული ურთიერთობა ნამდვილად არ მაკავშირებს და ვერ ვხდები საიდან ვრცელდება ასეთი აბსურდული ინფორმაციები. მისი ტელეფონის ნომერიც კი არ მაქვს და სულ რომ ძალიან მინდოდეს, არც კი ვიცი, როგორ უნდა დავუკავშირდე.

თანაც, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში არ ვერევი და სიმართლე გითხრათ, არც მაქვს სურვილი რომ ჩავერიო. არ უარვყობ, იყო დრო, როდესაც ბევრ რამეს მე ვწყვეტდი, მაგრამ ის დრო წარსულს ჩაბარდა - ტრანსფერებით სულ სხვა ადამიანები არიან დაკავებულნი და მათ კომპეტენციაში ჩარევის სურვილი ნამდვილად არ მაქვს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა