საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მერვე ტური დაიწყო, ორი მატჩი გაიმართა და ორივე მასპინძლებმა მოიგეს ერთნაირი ანგარიშით: 2:0. ქუთაისის "ტორპედომ" "დინამო თბილისს" მოუგო, გორის "დილამ" კი - ფოთის "კოლხეთი 1913"-ს.

ტორპედო 2:0 დინამო თბ

ქუთაისში ორივე გოლი პირველი ტაიმის შუაში გავიდა, ოთხწუთიან მონაკვეთში. გიორგი კოხრეიძის ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა სოლომონ კვერკველიას თავური - 1:0. შeგახსენებთ, კვერკველია შარშან სწორედ "დინამო თბილისში" თამაშობდა.

მეორე ბურთი კი თავად კოხრეიძემ გაიტანა, საჯარიმოში შესულმა ზუსტად დაარტყა.

პირველი ტაიმის ბოლოს ტორპედო ახლოს იყო მესამე გოლის გატანასთანაც, მაგრამ ბიორნ იონსენმა თავისივე მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა: მიხეილ მაქაცარიამ მოიგერია მისი დარტყმული.

"ტორპედოს" ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა. იმ ექვს შეხვედრაში მხოლოდ ორი ქულა ჰქონდა აღებული და ამჯერად ნავსი გატეხა. თბილისელებისთვის კი ეს ზედიზედ მეორე მარცხია.

დილა 2:0 კოლხეთი 1913

გორელებმა კვლავ გაიმარჯვეს. ბოლო ექვს თამაშში ხუთი მოგება და ერთი ფრე აქვთ.

35-ე წუთზე "დილას" შემტევებმა სწრაფად გაითამაშეს ბურთი, შოთა შეყილაძის პასს კი სენეგალელი აბუბაქარ კონტეს ახლოდან გატანილი მოჰყვა.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, ბოლოს კი ისევ დილამ გაიტანა. პედრო მენდეშმა რამდენიმე კაცი მოატყუა, საჯარიმოში კი მის წინააღმდეგ წესები დაარღვიეს.. პენალტი დაინიშნა, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის დარტყმული ბურთი იაროსლავ კოტლიაროვმა მოიგერია და დამატებაზე ანდრონიკაშვილმა მაინც გაიტანა - 2:0.

erovnuliliga.ge

tngh
როგორც იქნა მოიგო ქუთაისის "ტორპედომ"!!!
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი - "იუვენტუსმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია "უდინეზესთან" დაასრულა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე