18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის მეორე რაუნდში, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" უელსთან იტალიაზე უკეთესი თამაში აჩვენეს, მაგრამ დასკვნით წუთებზე ლელოს გატანის რეალური შანსი ვერ გამოიყენეს და მეტოქეს 7 ქულით ჩამორჩნენ - 10:17.

ზურაბ ამონაშვილის შეგირდები უელსელთა წინააღმდეგ მოტივირებულები გამოვიდნენ მეტოქეს არაფერი დაუთმეს. "უმცროსი ბორჯღალოსნები" დომინირებდნენ კონტაქტის არეში და მომაკვდინებელი ბოჭვებით მათ ადგილზე აქვავებდნენ, ანაც უკან ახევინებდნენ, მაგრამ დროის უმეტესი წილი ბურთს უელსი აკონტროლებდა, შეხვედრის მიწურულს დაღლა დაგვეტყო, შეცდომებს და ჯარიმებს მოვუხშირეთ, რამაც მატჩის შედეგი განაპირობა.

თამაში ჩვენი აქტიურობით დაიწყო. ხისტმა დაცვამ უელსს გასაქანი არ მისცა, ძალისმიერ თამაშში უპირატესობა ვიგრძენით და მე-5 წუთზე დასარტყმელი ჯარიმა აუტში გადავიტანეთ, რასაც დერეფნიდან აგორებული მოლი და ლუკა წიკლაურის ლელო მოჰყვა, ლუკა ჭაკუამ კი რთული პოზიციიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ფულბეკის პოზიციაზე მოთამაშე ჭაკუამ ფეხით გადაკიდების შემდეგ რამდენჯერმე კარგად გაჭრა ხაზი და სიტუაცია გაამწვავა, თუმცა რიგ ეპიზოდებში მიყოლამ დააგვიანა და მომენტები გამოუყენებელი დარჩა.

გაშვებული ლელოს შემდეგ უელსი გააქტიურდა და სამჯერ მათი სახიფათო შეტევა კარგად მოვიგერიეთ, მაგრამ მარცხენა ფრთაზე დანიშნული შერკინების შემდეგ მეტოქემ ბურთი ბოლომდე სწრაფად ჩაათამაშა და საპასუხო ლელო გაიტანა, რთული გარდასახვის შემდეგ კი ანგარიში გაათანაბრა. თამაში იგივე სცენარით გაგრძელდა, საქართველო იოლად არაფერს თმობდა, ყველა მორაგბე, ნებისმიერ ეპიზოდში ბოლომდე იბრძოდა და ტაიმი 7:7 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კარგი შესატევი პლაცდარმი მივიღეთ, მაგრამ მეტოქის 22-ში ჩვენსავე 22-ში დავჯარიმდით, რასაც ჯარიმების სერია მოყვა და იოსებ ღვინჯილია სინბინით დაისაჯა. მიუხედავად ამისა კაცნაკლულებმა თავი დავიცავით, მერე თავად გადავედით შეტევაზე, 51-ე წუთზე ჯარიმა გამოვიმუშავეთ და ჭაკუამ 40 მეტრიდან დაგვაწინაურა. უელსმა დაახლოებით 3 წუთში ჯარიმითვე გვიპასუხა და ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა.

მალე მსაჯმა ყვითელი ბარათი დათა ახვლედიანს აჩვენა და კიდევ ერთხელ დავრჩით კაცნაკლული, რითაც მეტოქემ ისარგებლა და გარდასახული ლელოთი დაწინაურდა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ფორვარდებით შევუტიეთ და ლელომდე სულ ცოტა დაგვაკლდა. ეს შეტევა უელსმა სინბინის ხარჯზე მოიგერია, მაგრამ მოლით პასუხის გაცემის მცდელობისას ბურთი დავკარგეთ და საბოლოოდ უელსმა 17:10 გაიმარჯვა.

საფრანგეთის ქალაქ ვიშში მომდევნო თამაშს 18 აპრილს, ჩვენი დროით 15:15 საათზე ირლანდიის წინააღმდეგ გავმართავთ, რომელიც პირველ ტურში უელსთან 24:32 დამარცხდა, დღეს კი შოტლანდია 38:21 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ თამაშს ქართველი რეფერი პაპუნა ჭიქაბერიძე სჯიდა.

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი. II რაუნდი

14 აპრილი. ვიში (საფრანგეთი).

საქართველო - უელსი 10:17 (7:7)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა (ფოთი), 14. დავით არობელიძე (არმია),13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერი, ინგლისი), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია),10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);

შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 4. ანდრია ბილანიშვილი (ინგლისი), 5. დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი, კაპ.),6. შოთა გვრიტიშვილი (ლელო), 7. გიორგი ზაზაძე (ხარები), 8. გიორგი არძენაძე (ბათუმი).

მარქაფა: 16. სანდრო გამყრელიძე (აკადემია), 17. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 18. დავით ხურციძე (ლელო), 19. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), 20.ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი); 21. გიორგი ხონელიძე (ლელო), 22. გიორგი გაბუნია (ლელო), 23. ივა კვირიაშვილი (ლელო), 24. გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), 25. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 26.იოსებ ღვინჯილია (ლელო).

1 ლელო: წიკლაური

1 გარდასახვა: ჭაკუა

1 ჯარიმა: ჭაკუა

Rugby.ge

tngh
ეს თამაშები უდიდეს გამოცდილებას მისცემს ჩვენს ახალგაზრდა რაგბისტებს... მომავალში აუცილებლად გამოადგებათ!!!
სოსო
იტალიასთან თამაშის შემდეგ,გულგატეხილი ვიყავი.ყველა სათამაშო უნარებში,კატასტროფულად ბევრ შეცდომას ვუშვებდით.ამ თამაშმა წაგების მიუხედავად იმედები დამიბრუნა.ჩვენ ბიჭებსაც შესძლებიათ და არც თუ ცუდად.პირველ თამაშში ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა,რომ ჩვენი ბიჭები დიდების წესებით ვარჯიშობენ და მხოოდ დაბალი ბოჭვებისათვის აშკარად მოუმზადებლები იყვნენ,შესაბამისი შედეგებით.ამ თამაშში,ეს დიდწილად გამოსწორებული იყო და ცოტა მსაჯის,ცოტა ჩვენი შეცდომები რომ არა,გამარჯვების მოპოვებაც შეგვეძლო.ამ ბიჭებს ყველაზე მეტად სწრაფი თამაშის პრაქტიკა აკლიათ და სულ რამდენიმე დღეში,მათ თამაშში სასიკეთო ცვლილებებმა დამარწმუნა,რომ ძალიან სწრაფად სწავლობენ და ბოლო თამაშში კიდევ უფრო უკეთესად შეგვიძლია ვითამაშოთ.პრაქტიკულად ჩვენს ყველა ნაკრებში,ჩვენ მგეზავები და ზოგადად უკანა ხაზელები ძლიერი ფეხით არ გამოირჩევიან და ფეხთ პინგ პონგში,ხშირად ვაგებთ.ამ ნაკრების უკანა ხაზელები,ასაკის მიუხედავად,საკმაოდ ძლიერი ფეხის დარტყმებით მომეჩვენნენ და ზრდასთან ერთად,კიდევ უფრო რომ მოუმატებენ,ესეც ხომ ცხადია.ამ თამაშში, საკმაოდ ზუსტადაც ურტყამდნენ კარში და ესეც კარგია!ასე რომ იმედიანად ვარ.
ნიკო
ამ ასაკობრივ ჯგუფში უფრო მნიშვნელოვანი თამაშის დონე და ხარისხია, ვიდრე შედეგი, მაგრამ მსაჯის საოცარმა გადაწყვეტილებებმა მოაგებინა უელსს ძირითადად.
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა